საქართველოს ნაკრებმა დუბლინში ივარჯიშა - ოქრიაშვილიც ემზადება და მერებაშვილიც [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დუბლინში პირველი ვარჯიში გამართა. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ქართველმა ფეხბურთელებმა "ბრეი ვანდერერსის" კარლაილის მოედანზე ივარჯიშეს.

საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ტრავმების გამო საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას, ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე გამოტოვებენ. გიორგი მერებაშვილი უკვე ჯანმრთელადაა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება.

საქართველოს ნაკრები მატჩის მასპინძელ სტადიონზე 25 მარტს ივარჯიშებს.

25 მარტის განრიგი, სტადიონი ავივა
19:15 ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია
19:45 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (მედიის დასწრება საწყისი 15 წუთი)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ:

მეკარეები:
გიორგი ლორია
(მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა, ირლანდიამ გიბრალტარს სტუმრად 1:0 მოუგო. საქართველოსა და ირლანდიის შეხვედრა 26 მარტს ადგილობრივი დროით 19:45 (23:45 თბილისის დროით) დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.


მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 27 /
რკინის ბადე ჩამოკიდეთ არ დაგლიჯონ ფორვარდებმა ვაკომ და კაჭომ ვაი თქვენ პატრონს კაცს ცვლილება ვერ გაუკეთებია და ხოტბას ასხამთ ხოდა დაგასხით მაგის მაქებარებს კობი მომიკითხეთ
Gio
25 მარტი 2019 05:46
19
კონტრშეტევებზე ვიტანთ 3 გოლს, ვტეხავთ ნავსს და ვაჩუმებთ ყველას!
მიდით ბიჭებოოოოოოოოოოოოო!!!!!!
ოპტიმისტი
25 მარტი 2019 04:46
10
შენ უბრალო ოპტიმისტი კი არა გამოუსწორებელი ოპტიმისტი ყოფილხარ
Vaisi
25 მარტი 2019 09:55
1
-გოლის გამტანი მაინც დაგესახელებინა ნოსტრადამუს.
დაჩი
25 მარტი 2019 09:31
1
ყველა გამოხმაურება
ვერ ვიტან უმადურ ადამიანებს, ჩასაფრებულები რომ ელოდებიან წარუმატებლობას რომ თავს დაესხან და დასცინონ, თქვე კაი ხალხო მესი და რონალდო აგდებენ თამაშებს და ჯანომ და ვაკომბრომ ჩააგდოს რა მოხდა? ესეგი გადაუარეთ სოც ქსელში თუ ფორუმებზე. მაგრამ თქვენ ყოველთვის ეგეთი ბოღმიანები დარჩებით მაშინ ხომ უკრავდით ტაშს როცა არაერთი ლამაზი გოლი აქვთ გატანილი? იგივე გაუკეთეთ რაც თავის დროზე არველაძეს, მერ კობის, ესე დასცინოდით ბასილას რომელიც იმ დონეზე მიიყვანეთ რომ სულ გააუქმა სოც გვერდი. ბრავო ეგრე გააგრძელეთ.
Semi
25 მარტი 2019 08:18
4
აუ ეხლა ისე გამახარებს ჩვენების მოგება როგორც არასდროს.გუნდმა წააგო მსოფლიოს მე-7 თუ მე-8 გუნდთან და ლამისაა მიწასთან გაასწორა ძალიან ბევრმა.კრიტიკა უნდა იყოს და ის აუცილებელიცაა მარა აქ რაც წავიკითხე ამ 2 დღეში ზოგმა ძალიან გადაამლაშა და ასეც არ შეილება.ოღონდაც მოიგეთ და ამათი სალაპარაკო გააჩერეთ.
წინ საქართველო!!!
რუსლანი
25 მარტი 2019 06:41
2
ოქრიაშვილი ანორთოსისში წაიყვანა ქეცბაიამ!
ზურა
25 მარტი 2019 11:05
1
შედევრია ეს ფოტო, ეპოქალური დატვირთვით, ფიცხი კელტების შორეულ მიწაზე, ოთხი ქართველი წვეროსანი რაინდი, ოთხივ მეწამულ სამოსში, ოთხივ მიმართულებით მომზირალი, მეტოქის ლოდინში ანთებული სახეებით - მომავალი გამარჯვეის ღიმილი დაჰნათებთ სახეზე! თქვენი გამარჯვება იყოს!
ლევანი
25 მარტი 2019 06:22
1
ვაისს ოქრი ათამაშე რა ერთი ტაიმი მაინც.
nika
25 მარტი 2019 10:55
3
გაიპარსეთ შვილებო პირი, იქნებ ცოტა სიმსუბუქე იგრძნოთ ფეხებში, რას გავხართ.
დათო
25 მარტი 2019 16:44
1
ოკრიაშვილი ათამაშეთ კაზაიშვილს ჯობია ცალი Fეხით რო იყოს მოედანზე.ლამაზ ფინთს მაინც გააკეთებს.კაზაიშვილი კი დაბმული თხასავით არის
butxa
25 მარტი 2019 13:01
1
Tqveni azrit tobolis da astonvilas sshedareba sheizleba? An krilias da sauteptonis? An vulzis da gurnikis? An evertonis da San xoses? Pasuxic Natalia.
Kika
25 მარტი 2019 10:01
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული