საქართველოს ნაკრებმა დუბლინში ივარჯიშა - ოქრიაშვილიც ემზადება და მერებაშვილიც [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დუბლინში პირველი ვარჯიში გამართა. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ქართველმა ფეხბურთელებმა "ბრეი ვანდერერსის" კარლაილის მოედანზე ივარჯიშეს.

საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ტრავმების გამო საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას, ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე გამოტოვებენ. გიორგი მერებაშვილი უკვე ჯანმრთელადაა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება.

საქართველოს ნაკრები მატჩის მასპინძელ სტადიონზე 25 მარტს ივარჯიშებს.

25 მარტის განრიგი, სტადიონი ავივა
19:15 ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია
19:45 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (მედიის დასწრება საწყისი 15 წუთი)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ:

მეკარეები:
გიორგი ლორია
(მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა, ირლანდიამ გიბრალტარს სტუმრად 1:0 მოუგო. საქართველოსა და ირლანდიის შეხვედრა 26 მარტს ადგილობრივი დროით 19:45 (23:45 თბილისის დროით) დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.


მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 27 /
ვაისი წინასწარ ზეიმობს გამარჯვებას მგონი სამარიდან ამოღებული მკვდრებით.მაგათ წაყვანას სჯობდა თერჯოლის საპოვნელა წაგეყვანათ
koba iakinte
25 მარტი 2019 09:10
2
კაკაბაძე საჯარიმოსთან, რომ იწყებს მატაობას ერთი სული მაქ პირში ვაგინო.
დათო
25 მარტი 2019 16:46
0
შედევრია ეს ფოტო, ეპოქალური დატვირთვით, ფიცხი კელტების შორეულ მიწაზე, ოთხი ქართველი წვეროსანი რაინდი, ოთხივ მეწამულ სამოსში, ოთხივ მიმართულებით მომზირალი, მეტოქის ლოდინში ანთებული სახეებით - მომავალი გამარჯვეის ღიმილი დაჰნათებთ სახეზე! თქვენი გამარჯვება იყოს!
ზაზა
25 მარტი 2019 12:50
1
არანაირი კონტრშეტევები ირლანდიას მასე ვერ გამოვიწერთ. თვითონაც იციან რა შეუძლიათ და საერთოდ მეორე ნომრად რო ითამაშონ არ გამიკვირდება. თამაშით უნდა ვაჯობოთ თუ გვონდა მოგება და მწვრთნელზე ბევრი იქნება დამოკიდებული
გოგა
25 მარტი 2019 10:34
0
Ise shveni fexburtelebi irlanbielebis donis klubebshi ROM tamashobdnen evropis hempionobas movtxovdit!
Gigo
25 მარტი 2019 10:10
0
Kitxvas vsvav! Ragbshi ratom ver vugebt irlandias an inglis?imitom ROM isini uketes klubebshi tamashoben.asevea fexburtshi irlandielebs aqvt 100 procentiani satamaho praqtika premier ligashi da shampoo ligashi.
Kika
25 მარტი 2019 09:50
3
Amisulashvili ra funqcias asrulebs nakrebshi vinmem icit?
Emigranti
25 მარტი 2019 19:34
0
"პადეჟკას" აძლევს ვაისს! იაშვილი რა ფუნქციას ასრულებ ფედერაციაში თუ ვინმემ იცის? (არ დაბლოკოთ).
მწვრთნელი
25 მარტი 2019 20:33
0
ოპტიმისტა წინ დაჯექი
geno
25 მარტი 2019 10:19
3
ჯანომ და მჭედლიძემ უნდა დაანებონ თამაში ფეხბურთს სულ ტრამვები აქვთ
irakli
25 მარტი 2019 08:16
7
ლორია-კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი- კანკავა, კვეკვესკირი, მერებაშვილი, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი- ყაზაიშვილი.
roma bejanidze
25 მარტი 2019 12:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული