ვლადიმირ ვაისი: ლორიამ კედელი არასწორად დააყენა - მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

AutoSharing Option
ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე ირლანდიასთან ნამატჩევს (0:1) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"როგორც ველოდი, მძიმე თამაში იყო. სტანდარტულებზე მეტოქე უკეთ მოქმედებდა.

მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა და გოლი გავუშვით.

შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა. სწრაფ ტემპში შეტევა გაგვიჭირდა და ამიტომ შევცვალე სისტემა.

ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში.

ჩაკვეტაძე მაღალი კლასის შემტევია, ძალიან დაგვაკლდა. მის გარეშე გაგვიჭირდა. ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამიტომ შევუშვი შეცვლაზე გვიან.

მე მაინც ოპტიმისტურად ვარ
განწყობილი. ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. იღბალიც გვჭირდება, რათა ფეხბურთელები იმ მომენტში ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ".

მკითხველის კომენტარები / 114 /
Federacia daabrunet cxadadze, sanam jer kide droa tore belorusiac chagviqrolebs
Ratshveli
27 მარტი 2019 12:16
3
რომ არა ჩაკვეტაძე თავს დავდებ ერთა ლიგაშიც არათუ პირველ ადგილს, ანდორის გარდა შეიძლება თამაში ვერ მოგვეგო. ყაზახეთში იქ და აქ მისით მოვიგეთ. ლატვიასთან აქ თამაშის ბოლოს პენალტი გამოიმუშავა მარტომ, იქ მაგარი გოლი შეუგდო, პასებს აღარ ვთვლი. გამოჩნდა რომ ერთი კაცის გუნდი ვართ, გოლის შემგდები არავინაა ჩაკვეს გარდა...ეგაა უბედურება მარტო ერთი კაცი რომ გყავს ევროპის დონის, როგორ უნდა გვქონდეს ნაკრების იმედი. ეს მწვრთნელი კიდე დაკვირვებული ვარ ფეხბურთელებისთვის გადაბრალებაშია სულ..ლორიამ კედელი დააყენა და მერე თამაში გაჩერდა აირია ისევ. მერე უყვიროდა რაღაცას და ვერ გააგებინა. უყურადღებოდ, არაგუნდურად, ნელა და შიშით თამაში. აი ეს იყო გუშინდელი ნაკრები. "ნელა"-ს გარდა, დანარჩენს კარგი მწვრთნელის ხელი შველის. სამწუხაროდ არანაირი პოროგრესი არ გვაქვს ბოლო 5 წელში კვლავ...გარდა იმისა რომ ჩაკვე გვყავს.
რუსლანი
27 მარტი 2019 09:56
1
პირველი ტაიმი წააგეს, მაგრამ მეორე ფრე ჰო იყო?)))) ახა ხა ხააა.. მაპატიეთ)) არ ვარ დაბოლილი, უბრალოდ ტრაგედია იუმორად ხდება))) მგონია, ვაისმა და კობიმ ეს შესარჩევი აკციეს უფრო ბელარუსთან მოსამზადებლად.
Geo
27 მარტი 2019 07:46
3
ვაისს რა ენაღვლება - ჭამენ ეგ და ფედერაცია ჩვენ ფულებს და არიან ალხეინად. ხო ჟურნალისტებიც წილში ყოფილან, რომ ერთი კრიტიკული წერილი არ დაწერეს.
გივი
27 მარტი 2019 18:28
4
ისე მართლაცდა რაუბედურებაა, კედელში ჩაშენებული მოწინააღმდეგე ფეხბურთელი! ანდა პირველად ხედავენ ამას? დარტყმულზე რომ გამოიწევა(და გამეორებაზე კარგად ჩანს ლამის მთელი კედელი გაწია) და ადგილს გამოუთავისუფლებს ცარიელ კარში დასარტყმელად, ვერ უნდა მოწვა?! ანდა კედლის უკანაც, კარში, ძელთან რომ დგებიან ხოლმე მცველები?! არაერთი ბურთი მინახავს იქიდან თავით გამოტანილი.. ეგეც ვერ გავაკეთეთ :(
Biankoberi
27 მარტი 2019 11:54
0
ვაისს შეუკვეთია ჯადოსნური ჯოხი ცოტა ხანში ჩამოუვა გადოუსობს ნაკრებს და გავლენ ჯგუფიდან აბა რას იზამენ
kio
27 მარტი 2019 11:17
0
ვერ ვხვდები რატომ აკეთებენ მუდმივად ცენტრიდან უკან გადაცემებს, შემდეგ ხაზზე უეჭველი კიდევ სამი ოთხი გათამაშება და დაიკარგა სიმწვავე, დადგა უკვე მოწინაამღდეგე დაცვაში და აგორეთ ეხლა ეგ ბურთი რამდენიც გინდათ. რაომ არ ეთამაშებიან მათსავე ნახევარზე და რატომ აძლევენ ბურთის საჯარიმომდე მოტანის საშუალებას უპრობლემოდ? ამას ხომ მწრთვნელი უნდა ამჩნევდეს, მაგრამ ალბათ სხვაზე (მ.შ. ფეხბურთელებზე) დაბრალება უფრო ადვილია. მოკლედ ვაისი წინა შესარჩევის მსგავსად ჩაამთავებს ამ შესარჩევსაც, დაუყონებლივ უნდა გაუშვათ!
ლაშა
27 მარტი 2019 10:19
1
აისს არ უთქვამს ლორიამ წაგვაგებინა თამაშიო. მაგან თქვა, კედელი დაყენა არასწორადო. თამაში წავაგეთ იმიტომ, რომ მოედნის ცენტრში სადაც ადრე გიორგი სიჭინავა თამაშობდა, შოთა იამანიძე, მანუჩარ მაჩაიძე იმ დონესთან მიახლოებული ნახევარმცველი არ გვყავს. ე.ი. კაცი, ფიზიკურად ძლიერი, დრიბლიორი, რომელსაც მთელი მოწინააღმდეგის გუნდი რომ დაეხვიოს, ბურთს ვერ წაართმევენ.
aburjga
27 მარტი 2019 13:41
6
ალბათ ჩემი ჩამოთვლილი გვარები პირველად გაიგეთ ან ფეხბურთისათვის საერთოდ არ გიყურებიათ?! სხვანაირად ვერ გავიგე ამ დისლაიქების მიზეზები!
aburjga
27 მარტი 2019 21:22
0
რა ლორიამ კედელი არასწორად დააყენა მართლა რა უსირცხვილოდ იქცევი?? წააგებს და ყველაფერს ფებურთელებზე გადაბრალებას იწყებს და აქეთ გეხბურთელებს ლანძღავს კიდე როო ესენი ხომ ბანძ კლუბებში თამაშობენ და აბა როგორ უნდა მოიგონ ამ ბანძებმაო ეგრე გამოდის და მარტო ბიჭებს კი არა გამოდის რომ თლიან საქართველოს კულტურულად გვილანძღავს როცა მოიგრბენ მაშინ არ თამაშობენ ბანძ კლუბებში??????!!! შენკ ბრალი არაფერი არ არიის?? ყოველ წაგებაზე იას გვახსენებს რომ ჩვეები არ თამშობე კარგ კლუბებში და ამით იმართლებს თავს. წადი რაა დაგვანებე თავი.
T.q
27 მარტი 2019 13:32
3
ახალი სირცხვილისათვის უკეთ მოემზადეთ ბელარუსთან ერთა ლიგა რო დაარქვეს იმ სამარცხვინო ტურნირისთვის
შოკირებული გულშემატკივარი
27 მარტი 2019 11:56
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული