ვლადიმირ ვაისი: ლორიამ კედელი არასწორად დააყენა - მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

AutoSharing Option
ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე ირლანდიასთან ნამატჩევს (0:1) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"როგორც ველოდი, მძიმე თამაში იყო. სტანდარტულებზე მეტოქე უკეთ მოქმედებდა.

მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა და გოლი გავუშვით.

შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა. სწრაფ ტემპში შეტევა გაგვიჭირდა და ამიტომ შევცვალე სისტემა.

ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში.

ჩაკვეტაძე მაღალი კლასის შემტევია, ძალიან დაგვაკლდა. მის გარეშე გაგვიჭირდა. ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამიტომ შევუშვი შეცვლაზე გვიან.

მე მაინც ოპტიმისტურად ვარ
განწყობილი. ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. იღბალიც გვჭირდება, რათა ფეხბურთელები იმ მომენტში ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ".

მკითხველის კომენტარები / 114 /
გული არ გავიტეხოთ მეგობრებო გიბრალტართან ხო გვაქ 2 თამაში მერამდენედ ვიძახი საქართველოს ჩემპიონატიდან პირველი და მეორე ლიგებიდან უნდა მიეცეთ ხალხს შანსი როგორც ჰეიგი აძლებს ახალგაზრდებს შეიძლება წავაგოთ მარა იომებენ ბოლომდე ამათ მგონი ნაკრების აბონიმენტი ფედერაციისგან იყიდეს ახლად დაწყებულ საქართველოს ჩემპიონატში ერთი ათი კაცი მაინც არი ვინც ოქრიაშვილზე უკეთეს ფორმაშია რატო არ შეიძლება ცადო აქ წერიტ რო არაფერი გამოდის ხო ჩანს? მარიხუანას ლეგალიზებაზე აქცია რო იკრიბება 2 საათში ერთი აქცია ფედრაციასთან მოვაწყოთ მშვიდობიანი თორე ესე არასდროს გვეშველება
ნოდო
27 მარტი 2019 10:46
1
პირველ ან მეორე კონტრაქტს როდესაც აფორმებდი ნაკრებთან მაშინ არ იცოდი რა კონტიგენტთან მოგიწევდა მუშაობა ფეხბურთელებს რომ აბრალებ ყველაფერს?! მაგრამ ეს უბრალოდ თავის მართლებაა!!!!! წინა შესარჩევის ყველა გუნდის ფეხბურთელები ჩვენ ფეხბურთელებზე ძლიერები არიან თამაში რომ ვერ მოიგე, ან ანდორას ფეხბურთელები სად თამაშობენ რომ ვერ მოუგე?! კარგი, გოლი გავუშვით, მაგრამ ბატონო ვაის თქვენ არ ბრძანებდით თამაშამდე, "მინიმუმ ერთი გოლი უნდა გავიტანოთო"?!!!! მოკლედ რა, როგორც მოსალოდნელი იყო ეს შესარჩევი ციკლიც დაკარგულია და იმისთვის მაინც გამოვიყენოთ ახალმა მწვრთნელმა ნორმალური გუნდი შექმნას და ყველა მათ შორის ირლაანდის მაგვარი გუნდი უპირობოდ სამ ქულას არ გეგმავდეს ჩვენთან და ამასთანავე ერთა ლიგისთვის წესიერად მოვემზადოთ თან ნორმალური ამხანაგური თამაშებითაც არ ვართ მაინცდამაინც განებივრებული. იმედია ფედერაცია სწორ დასკვნებს გააკეთებს.
........
27 მარტი 2019 10:03
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული