ვლადიმირ ვაისი: ლორიამ კედელი არასწორად დააყენა - მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

AutoSharing Option
ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე ირლანდიასთან ნამატჩევს (0:1) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"როგორც ველოდი, მძიმე თამაში იყო. სტანდარტულებზე მეტოქე უკეთ მოქმედებდა.

მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა და გოლი გავუშვით.

შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა. სწრაფ ტემპში შეტევა გაგვიჭირდა და ამიტომ შევცვალე სისტემა.

ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში.

ჩაკვეტაძე მაღალი კლასის შემტევია, ძალიან დაგვაკლდა. მის გარეშე გაგვიჭირდა. ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამიტომ შევუშვი შეცვლაზე გვიან.

მე მაინც ოპტიმისტურად ვარ
განწყობილი. ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. იღბალიც გვჭირდება, რათა ფეხბურთელები იმ მომენტში ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ".

მკითხველის კომენტარები / 114 /
არ მოგბეზრდა თავის დამშვიდება იმით, რომ უფრო ზლიერ მეტოქესთან დამარცხი... თავი ამ ზღაპრებით როდემდე უნდა დავიმშვიდოთ.... 1 წლის უკან , 5 წლის უკან, 10 წლუს უკან .... სულ ესე როგორ შეიძლება იყოს...ილუზიები
ობიექტურ ქომაგს - კითხვა
27 მარტი 2019 08:43
4
პლისუი ისა აქ,რომ ვინც არუნდა ყავდეს რაგაცას მაინც ათამაშებს.ყველაზე დიდი მინუსი ისააქ არ იცის შეცვლა 70 წუთმდე თუ ვინმე არ დაიმტვრა.ეჭვი მაქ შეცვლებზე თამამშობს ოტალიზატორს:):):)
mosexoneli
27 მარტი 2019 08:43
2
ვაისი ყველაფერს ყოველთვის ფეხბურთელებს აბრალებს. არასდროს არაფერს ამბობს საკუთარ პასუხისმგებლობაზე და შევამჩნიე რომ ცოტა ქედმაღლური დამოკიდებულებაც აქვს.
აჩი
27 მარტი 2019 08:42
3
შენს უნდა გქონდეს ღირსება,შენი ქვეყნისა და ხალხის სიყვარული,ვაისი ამას ვერ გასწავლის.სტადიონზე მოსულ ხალხს პატივი უნდა სცე შენი თამაშით.ვაისი გირჩევს ტაქტიკას,შენ უნდა შეასრულო პლუს ამას გული და სიყვარული უნდა დაამატო შენი ხალხის.
kaxi
27 მარტი 2019 09:41
0
კარგით რა. ვერ ათამაშებს ეს კაცი ამ გუნდს და ვერ არჩევს სწორ ფეხბურთელებს თამაშებისათვის. შეცვლების გაკეთების აზრზე არ არის. ქართულ ფეხბურთს ვითამაშებთო. ამან რა იცის ქართული ფეხბურთი? ყავდათ აგერ ცხადაძე რომელმაც მართლა დააწყებინა რაღაცის თამაში მაგრამ არ მისცეს საშუალება. ქართულ ფეხბურთს სჭირდება ქართველი მწვრთნელი რომელიც ადგილობრივ ფეხბურთს კარგად იცნობს, აქვს თანამედროვე ვარჯიშის სისტემები ათვისებული და არ იქნებავ მიკერძოებული შეხედულების ამა თუ იმ ფეხბურთელის მიმართ. ეგრედ წოდებუნლი ნეპოტიზმი, ნაცნობ მეგობრობა, ვინ ვისი შვილია და ასე შემდეგ უნდა მოისპოს. არჩევანი არის გამოუყნებელი ხშირად....ეეჰ რაიონებს მიხედეთ ყველა გუნდს რომ თბილისში აქვს ბაზა როგორ შეიძლება?
ნიკო
27 მარტი 2019 08:25
6
აკა,ცხადაძემ ფული კი არ მოითხოვა ბევრი,კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შეცვლას არ დაეთანხმა.სხვაობა ძალიან დიდია.სიტყვას რომ იტყვი და ხელს მოაწერ,კეთილი ინებე და შეასრულე პირობა.
სოსო
27 მარტი 2019 12:58
1
ყოველ შემთხვევაში ესტონეთის დონის გუნდებთან 4:0 ცხადაძი შემდეგ არ წაგვიგია! რაღა დროს ცხადაძეზე ლაპარაკია! ცხადაძე კი არა ტოპმიულერი და კუპერი გვყავდნენ მწვრთნელები და არველაძეები და ქინქლაძე თავდამსხმელები... და მაშინაც შედეგი არ გვქონდა.
aburjga
27 მარტი 2019 10:23
1
ყველა გამოხმაურება
დროზე გააგდეთ ეს უთავმოყვარეო მწვრთნელი, თორემ შენ გაგაგდებთ, კობიაშვილო.
Status quo
27 მარტი 2019 08:20
9
პირველი ტაიმი წააგეს, მაგრამ მეორე ფრე ჰო იყო?)))) ახა ხა ხააა.. მაპატიეთ)) არ ვარ დაბოლილი, უბრალოდ ტრაგედია იუმორად ხდება))) მგონია, ვაისმა და კობიმ ეს შესარჩევი აკციეს უფრო ბელარუსთან მოსამზადებლად.
Geo
27 მარტი 2019 07:46
3
ვაისს დამსახურება აქვს და ნუ დაუკარგავთ
არ ვაგინოოთ
27 მარტი 2019 07:30
13
რაც ფეხბურთელებია ისეც ტრენერი, რაც ალხანა ის ჩალხანა
Zaza
27 მარტი 2019 07:14
3
არავინ თხოვს საქართველოს სიყვარულს, ქართული ენის სწავლას, მაგრამ ამ სიტყვების შემდეგ და იმის გათვალისწინებით , რომ ტიპი მხოლოდ ნაკრების თამაშის დროს ჩამოდის საქართველოში, მე პირადად აღარ ვაპირებ ნაკრების თამაშის ყურებას , მანამ სანამ ეს უპრინციპო და უთავმოყვარეო კაცი იქნება ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი... აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წინა შესარჩევი მოგების გარეშე ჩაამთავრა.
ჩაკვეტაძე რომ არა ყაზახეთიც მოგვიგებდა და ლატვიაც . სანამ დროა ახალი მწვრთნელი დავნიშნოთ, თორემ ბელორუსს ვერ გავცდებით (ამ ჯგუფზე საუბარი ზედმეტია, თვითონაც აღნიშნა არამხოლოდ დღეს, არამედ მაშინ როცა ჯგუფები დაკომპლექტდა). თუ კი ბელორუსს გავცდით, წინ გაცილებით ძლიერი კოსოვო გველოდება. კოსოვოს ფეხბურთელები კი ,,მაღალი დონის კლუბებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში'' ..ვაი-სირცხვილო
Homeros
27 მარტი 2019 05:42
11
ნაწყვეტი "ილიადადან"
kote
27 მარტი 2019 07:23
2
,,ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში. ’’ - გავიგეთ რომ ბანძი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ შენ რომ არაფერი შეგიძლია მაგას რატომ არ აღნიშნავ?!
,, ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. იღბალიც გვჭირდება, რათა ფეხბურთელები იმ მომენტში ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ" - მწვრთნელი , რომელიც 2 ტურის შემდეგ გვეუბნება, რომ შანსი არ გვაქვს ისეთ ჯგუფში სადაც გრანდი არ გვყავს,სულაც რომ მაჩანჩალა ნაკრები ვიყოთ , პანღურით არის გასაგდები...
Homeros
27 მარტი 2019 05:31
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული