ნახევარმცველი ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებში შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ გუნდს დუბლინში არ გაჰყვა და ოფიციალურად ითქვა, რომ მუხლის არეში მცირე დისკომფორტი იგრძნო.
დღეს ჯანომ სამარაში "კრილია სოვეტოვთან" ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
29 მარტს რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში "კრილია" ტულის "არსენალს" უმასპინძლებს.
ჯანოს გუნდი 24 ქულით მე-11 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
P.S თუ ამ კაცს არ უშვებენ, ვინმე მეორე მწვრთნელი დაუნიშნეთ. ვაისი დააყენებს შემადგენლობას და შეუძლია ჩაჯდეს თვითმფრინავში და გაფრინდეს, მეტს მაინც ვერაფერს აკეთებს ცუდის მეტს მოედანზე, მეორე ტრენერი შეიტანს ცვლილებებს თამაშის მსვლელობისას.