ჯანო ანანიძე განმარტავს, რატომ არ გაჰყვა ნაკრებს დუბლინში

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ევროპირველობის შესარჩევი ციკლის მატჩში შვეიცარიასთან კი ითამაშა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს დუბლინში ირლანდიასთან სათამაშოდ არ გაჰყვა. ამან გულშემატკივრების გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით ანანიძემ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.

"მოგესალმებით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემს გულშემატკივრებსა და მხარდაჭერებს გვერდში დგომისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვისგანაც ძალიან დადებითი გზავნილები მივიღე, შვეიცარიელი ფეხბურთელისთვის გაწეული იმ მცირე დახმარებისთვის, რომელიც მინდორზე აღმოვუჩინე.

მინდა განვმარტო ირლანდიაში ჩემი არყოფნის მიზეზი, რადგან ამ ვითარებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საქმე ისაა, რომ შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ ნაოპერაციები მუხლის ტკივილი ვიგრძენი,
რომელიც ოდნავ გასიებულიც იყო. ამის თაობაზე ნაკრების ექიმს ვესაუბრე და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ხანგრძლივი გადაფრენებისგან თავი შემეკავებინა და გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა რამდენიმე დღიანი პაუზა ამეღო.

23 მარტის შემდეგ 6 დღე გავიდა და ამიტომაც გადავწყვიტე, დღეს მეთამაშა, თუმცა სრულად მაინც არ ჩავამთავრე შეხვედრა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძველი ტრავმები თავს აღარ შემახსენებს, სრულად მოშუშდება და ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები ჩემი ნაკრებისთვის და ასევე გუნდისთვის. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის", - წერს ჯანო ინსტაგრამზე.

29 მარტს, რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში "კრილია სოვეტოვი" საკუთარ მოედანზე ტულის "არსენალთან" 0:1 დამარცხდა, ჯანო კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
რატომღაც მგონია,რომ ვაისს, დაბეჯითებით რომ ეთქვა მისთვის ძალიან მჭირდებიო, ჯანო წაყვებოდა და ნატკენი ფეხითაც ითამაშებდა ასე,რომ ამ ბიჭზე ნუ გადავტეხავთ ჯოხს და ნუ გავაკეთებთ დასკვნებს ისე, რო არ ვიცოდოთ შინაური ამბები!!!
გიორგი
30 მარტი 2019 12:42
2
ჯანოს გარდა ნებისმიერ ფეხბურთელში შევიტან ეჭვს :) ქვეყნის მიმართ სიყვარული პატარა ასაკიდანვე გამოაჩინა დროშით რომ დადიოდა თამაშებზე ერთადერთი სამწუხაროდ სპარტაკის დონეს ვერ გაცდა მაგრამ თავისი საქმისა თვითონ იცის
NIGHT
30 მარტი 2019 11:57
4
ყველას მიმართ დიდი პსტივცემის მიუხედავად, ვაისმა ხშირად ვინც ტრავიანობს იმ ფეხბურთელებზე არ უნდს აწყოს ნაკრები. თორემ სულ არეულ დარეული ნაკრები გვეყოლება
გოგა
30 მარტი 2019 11:39
0
სირცხვილია ეს ყველაფერი. ვარჯიშითაც ივარჯიშა სრული დატვირთვით. ვისაც პირველ ადგილზე სამშობლო,ეროვნული ნაკრები და ქართველი გულშემატკივარი არ უყენია დაახვიონ ნაკრებიდან.მაგალითი თუ უნდათ ქართველი მორაგბეებისგან აიღონ სულს და გულს რომ დებენ მინდორზე.თავს აკლავენ მოწინააღმდეგეს და ფეხებს და ტრაკს არ უფრთხილდებიან. ამიტომაც უყვარს ხალხს განსაკუთრებით.
BAGRATI
30 მარტი 2019 10:40
17
ჯანოსათვის დაბრალება,ნაკრებში თამაში არ უნდაო,მარაზმად მიმაჩნია.ეს განმარტება კი,ვფიქრობ, ჯანოზე ადრე,ნაკრების სამედიცინო ცენტრს უნდა გაეკეთებინა.მაშინ კითხვებიც აღარ გაჩნდებოდა.სხვა საქმეა,რომ შვეიცარიასთან ისე ვერ ითამაშა,როგორსაც ველოდით.
სოსო
30 მარტი 2019 09:34
6
შენ ითამაშე ნაკრებში კარგად და თუ გინდა მაგ ტყუილსაც დაგიჯერებთ.
დავით 67
30 მარტი 2019 09:20
27
გეთანხმები დავით. სიცრუეა. 6 დღის მერე ვითამაშეო. მანამდე - 26 მარტს, ანუ როცა ნაკრები ირალნდიასთან თამაშობდა, სამარაში ივარჯიშა. არაუშავს, შენი თქმის არ იყოს მაგასაც დავიჯერებთ და ხმას არ ამოვიღებთ, ოღონდ ითამაშონ.
დავითს
30 მარტი 2019 11:05
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული