ილოცონ, რომ თავიანთი გვარები სხვებმაც არ აღმოაჩინონ სადისციპლინო კომიტეტზე, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობიაშვილის ინფორმაციით, სადისციპლინო კომიტეტზე, რომელიც მალე ჩატარდება, უკვე გამოვლენილი ფეხბურთელებისა და კლუბების გარდა, სხვა ფეხბურთელების და კლუბების სახელებიც გაჟღერდება, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვის ნიშნები საეჭვო მატჩებზე.
„ეს არ არის დასასრული. გარწმუნებთ, ძალიან მალე სადისციპლინო კომიტეტზე სხვა ფეხბურთელების და არ გამოვრიცხავ, სხვა კლუბების სახელები აღმოჩნდეს; ხაზს ვუსვამ, ჩვენი მოკვლევით. მინდა ასევე ყველა გავაფრთხილო - არ გაბედონ მსგავსი რამ. ილოცონ, რომ თავიანთი გვარები არ აღმოჩნდეს იქ“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
interpressnews.ge