განაცხადში რამდენიმე ლეგიონერია და ისინი ინგლისის ნახევრად პროფესიონალურ კლუბებში თამაშობენ. ერთადერთი, ვინც შედარებით მაღალ დონეზე თამაშობს - 19 წლის ლუი ანესლია, რომელიც "ბლექბერნის" სარეზერვო კლუბში მიმდინარე წლის იანვარში გადაბარგდა და პრემიერლიგა 2-ში 17 წუთიც ითამაშა.
ასე გამოიყურება გიბრალტარის 31-კაციანი განაცხადი:
მეკარეები: დეილი კოლინგი (ევროპა), მეტ კეიფერი (გიბრალტარ ფენიქსი), კაილ გოლდვინი (გიბრალტარ იუნაიტედი)
მცველები: ლუი ანესლი (ბლექბერნი U23, ინგლისი), ერინ ბარნეტი (გიბრალტარ იუნაიტედი), ეთან ბრიტო (მონს
ნახევარმცველები: ენტონი ბერდონი (უკლუბოდ), ენდრიუ ერნანდესი (სენტ ჯოზეფი), ენტონი ერნანდესი (ლინკოლნ რედ იმპსი), ელეინ პონსი (ლინკოლნ რედ იმპსი), მაიკლ რუიზი (ლინკოლნ რედ იმპსი), ლიამ უოლქერი (ევროპა).
თავდამსხმელები: ლი კასკიარო (ლინკოლნ რედ იმპსი), ჯემი კუმბერსი (ვესთ დიდსბარი და ჩარლტონი, ინგლისი), თიჯეი დებარი (ევროპა), ჯონ პოლ დუარტე (სენტ ჯოზეფი), დილან ფიქოქი (ლინკოლნ რედ იმპსი), ადამ პრისტლი (ოსეტ იუნაიტედი, ინგლისი), რის სტიჩი (ალფერტონ თაუნი, ინგლისი).
საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 7 ივნისს, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
ერთი დებიუტანტით - საქართველოს შემადგენლობა გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ ცნობილია
როგორ ფორმაში ხვდებიან საქართველოს ნაკრების მოთამაშეები მომავალ ორ შეხვედრას