ვლადიმირ ვაისის სია - სლოვაკის "ხუშტურებით" შედგენილი განაცხადი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სამხრეთ კორეასთან ამხანაგური შეხვედრისა და დანიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მატჩისთვის ცნობილია. ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელს უხმო, რამაც არაერთგვაროვანი შთაბეჭდილებები დატოვა.

ხშირად არის, როდესაც სლოვაკს შემადგენლობის შერჩევისას აკრიტიკებდნენ, თუმცა ამჯერად გარკვეულ უსამართლობასაც აქვს ადგილი და ვერ ვიტყვით, რომ ეს საუკეთესოთა ნაკრებია.

ჯერ კიდევ სანამ შემადგენლობა გამოცხადდებოდა, ჩვენ ვწერდით, რომ ვაისს დიდი თავის ტკივილი ელოდა ფეხბურთელების შერჩევისას, თუმცა ეს არ ითვალისწინებდა გარკვეული საჭირო ფეხბურთელების განაცხადს მიღმა დატოვებას. შევეცდებით, პოზიციონირებით მივყვეთ.

მეკარეები

გიორგი ლორია და გიორგი მაკარიძე საქართველოს ნაკრების
უცვლელი მეკარეები არიან, როინ კვასხვაძე კი სიაში ტრავმის გამო ვერ მოხვდა.

რაც შეეხება ლაზარე კუპატაძეს, მასზე უკეთესი ვარიანტებიც იყო: ლუკა გუგეშაშვილის, გიორგი მამარდაშვილის და მიხეილ ალავიძის სახით. თუმცა პირველ ორს ახალგაზრდულში უხმეს, მესამე კი სლოვაკისთვის უცნობია და ნაცნობი ვარიანტი გაიმეორა.

ყველაზე გასაკვირი და უცნაური ფაქტი ის არის, რომ ლაზარე კუპატაძე თავის კლუბშიც კი არ არის ნომერ პირველი მეკარე. ალავიძე პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და კუპატაძეს 2019 წელს ეროვნულ ლიგაში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ლუქსემბურგში - 3.

დაცვა

ცენტრალური დაცვის შემადგენლობა ლოგიკურიც იყო და კითხვებიც არ არის, მაგრამ როდის მერე გახდა ჯამბულ ჯიღაური ფლანგის მცველი? ერთხელ უკვე ვიხილეთ ვაისის მიერ მსგავსი არჩევანი და გვახსოვს მისი გადაწყვეტილების კრახიც.

ამავდროულად, ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ნიკა მალი უნდა იყოს ნაკრებში გამოძახებული. ამ ეტაპზე მისი საჭიროება ახალგაზრდულ ნაკრებში უფროა. შესაბამისად, არც უნდა ყოფილიყო. რადგან ოთარ კაკაბაძის შემცვლელების დიდი არჩევანიც არ გვაქვს, შეიძლებოდა ჯიღაურის თანაგუნდელის, ლევან გეგეჭკორის გამოძახება.

ნახევარდაცვა

ჯაბა კანკავა ნაკრებში რატომ უნდა გამოიძახო? ის დისკვალიფიკაციის გამო დანიასთან შეხვედრაში ვერ ითამაშებს და ამხანაგურ შეხვედრაში რა უნდა გააკეთოს ისეთი, რაც სლოვაკმა არ იცის ან არ უნახავს? თავისუფლად შეეძლო კანკავა დაესვენებინა და იმავე შემთხვევაში ლაშა პარუნაშვილი გამოეძახებინა.

დანიის ნაკრებთან რთული დაპირისპირებიდან გამომდინარე, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ მურთაზ დაუშვილს ვაისი ნაკრებში უხმობდა, რადგან ის კანკავას სტილის მოთამაშეა და მეტოქის შეტევების ჩაშლის პროცესში საკმაოდ დიდი როლი დაეკისრებოდა. ვაისის პრაგმატულობიდან გამომდინარე, დანიასთან სამ საყრდენ ნახევარმცველს მაინც უნდა ველოდოთ. გაფართოებულ შემადგენლობაშია ნიკა კვეკვესკირი, რომელსაც, თუ მოასწრებს გამოჯანმრთელებას, ალბათ, ნაკრებში ვიხილავთ.

ახლა კი ისეთ გადაწყვეტილებაზე უნდა ვისაუბრო, რაც ნებისმიერ შემთხვევაში სამარცხვინოა.

საქართველოს ნაკრები საერთაშორისო დონეზე სუსტი გუნდია. ჩვენ არ გვყავს ვარსკვლავები და თითოეული მოთამაშე ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. ჩვენს ნაკრებში მუდმივად არის ტრავმიანობა, ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო დრო არა აქვთ და არც ეს სანაკრებო პაუზა არის გამონაკლისი.

ამ დროს კი განაცხადს მიღმა დარჩნენ ლუკა ზარანდია და გიორგი ხარაიშვილი. ეს ორი ფეხბურთელი გამოძახებულ შემტევ ნახევარმცველთა 90 პროცენტზე უკეთეს ფორმაშია და ისინი უფრო მეტად იმსახურებდნენ ნაკრების განაცხადში ყოფნას. ლუკა ზარანდიას მიმართ არასათანადო დამოკიდებულება აქამდეც იგრძნობოდა. არ გამოვრიცხავთ, ეს გარკვეული მიკროკონფლიქტით იყოს გამოწვეული. ხოლო გიორგი ხარაიშვილის არგამოძახებას კი ახსნა არა აქვს.

ერთა ლიგამდე საქართველოს ნაკრებმა რა თამაშებიც უნდა ჩაატაროს, ყველა მატჩი ფორმალობაა და აუცილებლად უნდა მიეძღვნას "გუნდის" შექმნას, რომელიც გააზრებული კომბინაციებითა და გარკვეულ სათამაშო სქემაზეა მორგებული. ამ გუნდში ძირითადში თუ არა, სათადარიგოდ მაინც უნდა მოიაზრებოდეს ხარაიშვილი - ზარანდია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ტრავმიანობიდან გამომდინარე, წამყვანი მოთამაშეების გარეშე ყოფნა ჩვენთვის ჩვეული პრობლემაა.

რაც შეეხება დებიუტანტებს, ორივე ფეხბურთელის სიაში მოხვედრა ვივარაუდეთ. "რუბინიდან" ნაკრებში მოხვდა ზურიკო დავითაშვილი და "დინამოდან" - ლევან შენგელია.

აგრეთვე, აღნიშვნის გარეშე არ მინდა ერთი ფაქტი დავტოვო, ყველა ნაკრები კოორდინირებული უნდა იყოს ერთმანეთთან. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევს ახლა იწყებს, მთავარ ნაკრებს კი შესარჩევით გასვლის შანსი არა აქვს. ხომ არ აჯობებდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ვაისს ცეცაძისთვის დაეთმო?

თავდასხმა

უთავდამსხმელობიდან გამომდინარე, ვაკო ყაზაიშვილს უკვე ფორვარდად მოვიაზრებთ, თუმცა ჯერჯერობით ამან შედეგი არ გამოიღო, თუმცა სხვა გზაც არ გვაქვს. არც სხვა არჩევანი გვაქვს, კარგა ხნის უთამაშებელ გიორგი ქვილითაის რომ არ ვუხმოთ.

alt2 დებიუტანტი - ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

altსაქართველოსა და დანიის ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

altაზიური ვეფხვები - რას წარმოადგენს საქართველოს მეტოქე სამხრეთ კორეის ნაკრები?

altვლადიმირ ვაისის თავის ტკივილი - ვინ გამოიძახოს? როცა ნახევარზე მეტი ფეხბურთელი ფორმაში არ არის

მკითხველის კომენტარები / 55 /
დავიწყებ იქიდან რომ ცხადაძე ამაზე კვალიფიციური მწვრთნელია და ამაზე უკეთეს ნაკრდბსაც დააყენებდა ეჭვი არ მეპარება. როდის მორჩება ეს მაფიოზობანა ფედერაციებში ჩემი კაცი იმ მთავრობის კაცი ამ მთავრობის კაცი, ამასობაში ჭაობიდან ვერ ამოვდივართ. მეორე ის რომ რომც გავიდეთ ევროპაზე კი კარგია ყველას გაგვიხარდება მაგრამ მერე? ამ მწვრთნელით გჯერათ რო ჭღირსეულად ვითამაშებთ და ჩვენ სიტყვას ვიტყვით? მე არ მჯერა სამწუხაროდ. იმედია ვცდები იმედია
გულშემატკივარი
29 აგვისტო 2019 10:47
7
ვაისის მიღწევები ნახე და შემდეგ ცხადაძის და მერე დაფიქრდი შენი კომენტარის სისწორეში :))
გიგა
29 აგვისტო 2019 17:37
5
გიგას ...ერთი მითხარი ან ერთმა რას მიაღწია ან მეორემ? უფრო სწორედ კახას არ აცალეს ის მიეღწია რაც ვაისამ მიაღწია , და შენ ამას მიღწევას ეძახი ......კახამ იმ მოკლე ხანში მებრძოლი გუნდი ჩამოაყალიბა რომელიც სწორ ფეხბურთს თამაშობდა ....ვაისამ მხოლოდ გააგრძელა და ფეხბურთელების შერჩევაც არ იცის წესიერად .....და არც შეცვლები კიდევ ! ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა რომ ბალტიკელები უბრალოდ ფორმაში არ იყვნენ და ადვილად მოვუგეთ ,კაზახეთთან ჯაკვეტამ გვიშველა და გიბლარტართან აღარ ვამბობ არაფერს.....ასე თუ გაგრძელდება მაგრა ჩავისვრით ბელორუსებთან და მაშინ მიხვდები რომ მე მართალი ვარ! ცხადაძე ნაკრებში!
ემზარ დუისბურგი
30 აგვისტო 2019 01:28
2
ყველა გამოხმაურება
ადრეც ვწერდი და უფრო და უფრო ვრწმუნდები-მაისში არის საბჭოთა კავშირის დონის მწვრთნელი,იმ სკოლის ზეგავლენა ეტყობა.იმიტომაც იყო რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის გუნდებთან მიაღწია წარმატებას ერთა ლიგაზე.თორე რომელ ევროპულ გუნდს მოუგეს ერთი მითხარით.დაჟე ანდორასთან ითამაშებს ფრე.
კახა ქ.
28 აგვისტო 2019 15:54
5
ვაისი აზრზე არ არის და არც თავიდან იყო. მწვრთნელი რომელიც საქართელოსი არ ცხოვრობს და შიდა ჩემპიონატს არ ადევნებს თვალს ნაკრებშI არ უნდა მუშაობდეს. მილტონ ჰეიგის მაგალითი უნდა აეღო რომელმაც ალღო აუღო საქართველოს და ქართულ ხასიათს, რაც მორაგბეეებში უფრო ნაკლებად იჩენს თავს ვიდრე ფეხბურთელებში სამწუხაროდ.
niko
28 აგვისტო 2019 15:18
8
მართლაც უცნაურად იქცევა ეს კაცი, არ ვიცი მოგსავნილი ხომ არაა.დდ
Kkk
28 აგვისტო 2019 13:09
8
სტატიის ავტორს ბრავო!
jiji
28 აგვისტო 2019 15:37
10
აღარ მოვიდა დრო რომ შეცვალონ??? წადი ....წადიიიიიი!!!
doni
28 აგვისტო 2019 14:47
7
ეს ვაისი ჯადოქარი ხომ არაა სასწაული მოახდინოს,ერთი უნიჭო ვიღაცის პროტეჟე მწვრთნელია,მეტი არ იცის და რა ქნას....მაგი აქამდე იყო გასაშვები გუნდიდან,მაგრამ ვერ ელევიან ვიღაც ვიღაცეები,მაგისთანა და უფრო უკეთესი მწვრთნელები საქართველოს ჩემპიონატშიც გვყავს,რომლებმაც ქართველ ფეხბურთელებზე მეტი იციან და უფრო უკეთესად გაწვრთნიან ვიდრე ვაისმა,მაგრამ ვისაც ეხება ეს საკითხი ისინი ყურს არ იბერტყავენ.კლოდ სორელისა და მილტონ ჰეიგის მსგავსი მწვრთნელი გვინდა საფეხბურთო ნაკრებისთვის
ბეგო
28 აგვისტო 2019 14:34
10
რა ფეხბურთელებიც გვყავს ის კი გამოიძახა და რას ერჩით ავტორ რომ ამბობ ზარანდიაო ხო ყავდა გამოძახებული ვერ გაამართლა მის გემოვნებაში და მის ტაქტიკას ვერ მოარგო თუ ვარსკვლავია ეხლა ზარანდია რო მთელი ევროპას დაქაჩული აქ თვალები როდის ჩავიგდებთ ხელშიო არკაში თამაშობდა და იქწდანაც გაუშვეს უარეს გუნდში.ან კიდე პარუნაშვილი მაგაზე უკეთესი ნინეა არაა ახალგაზრდა და პერსპექტიული მაგათმა უკვე დაამთავრეს მაღალ დონეზე თამაში.ერთადერთი ჩაკვეტაზემ დაიწყო კარგად და ისეც დაამტვრიეს.ასე რომ ჯერ დიდძალი შრომა ფეხბურთელებს რო მესამე ლიგებში არ ითამაშონ და ისიც ზამენაზე.არაგვყავს პროფესიონალები არაა ხალხო ათასი დოკარით მეტს ვინც გადაუხდის და ბმვ ს მისცემს იმ კლუბში წავლენ
თემური
28 აგვისტო 2019 15:28
15
გალაქტ6იონ ესაკია უკვე ნაკრების მწვრთნელია?ასე უაპელაციოდ რას ყოფს ცხვირს იქ საცა მისი ადგილი არაა?
თამაზი
28 აგვისტო 2019 22:44
21
გალაქტიონმაც უნდა ჩაყოს ცხვირი და სხვა მისნაირებმაც, რომ მწვრთნელი იქნება თუ ფედერაცია 100 ჯერ დაფიქრდეს და ერთხელ გაჭრას
ჯონი
29 აგვისტო 2019 01:36
3
მოდით რა რომის პაპზე დიდ კათოლიკებაფ ნუ მოგაქვთ თავი ! ჟურნალისტის გადასაწყვეტი არაა მწვრთნელი ვის გამოიძახებს , გარდა ამისა ყველამ იცის (და თუ სტატიის ავტორისთვის ცნობილი არაა უთხარით ), რომ ნაკრების სიას ფედერაცია ადგენს სამწუხაროდ ეს მანკიერი პრაქტიკა არ ამოიძირკვა !
გიო
29 აგვისტო 2019 00:36
11
მეც ასე მგონია უკვე სამწუხაროდ .....და კიდევ მგონია რომ რახან ცხადაძემ ამათ თამაშის წესებს არ აყვა იმიტომ მოიცილეს ,აბა რას მივაწერო კობიმ რომ თქვა რამოდენიმე დღით ადრე არსად არ ვუშვებთ ცხადაძეს მე ვარ ამის გარანტიო თუ მისდაგვარი ,გახსოვთ ხომ?
ემზარ დუისბურგი
30 აგვისტო 2019 01:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული