საქართველო-კორეის რესპუბლიკა - სამზადისი და ფეხბურთელთა მატჩისწინა კომენტარები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების 25 ფეხბურთელი წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩისთვის უკვე სამი დღეა სტამბოლში ემზადება.

"ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე" გამართული ორი ვარჯიშის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდის საწვრთნელი პროცესი 4 სექტემბერს ს.კ. "ბაშაქშეჰირის" ფათიჰ თერიმის სახელობის სტადიონზე წარიმართა.

არენა, რომელიც 17 800 გულშემატკივარს იტევს, ოფიციალურად 2014 წელს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა მასშტაბის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მატჩს უმასპინძლა.

5 სექტემბერს აღნიშნულ სტადიონზე კორეის რესპუბლიკისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ თავდაპირველად დასახელებული შემადგენლობის შემდეგ ნაკრებს საბა კვირკველია და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ნაკრებისა და "შახტარის" მცველი ამჟამად გუნდთან ერთად სტამბოლშია და ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ არის. დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშა ლაშა დვალმა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა ფეხბურთელი კორეის წინააღმდეგ.

ნაკრების დებიუტანტები ზურიკო დავითაშვილი და ლევან შენგელია საწვრთნელ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან.

საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა კორეის რესპუბლიკისა და დანიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე ფიფას რეიტინგში 37-ე პოზიციას იკავებს. საქართველოს ნაკრები კორეის რესპუბლიკის ეროვნულ გუნდს პირველად შეხვდება.

ჩვენი ნაკრების მსგავსად, პაულო ბენტუს გუნდისთვის სტამბოლში დაგეგმილი ამხანაგური მატჩი ოფიციალური შეხვედრის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.

კორეის რესპუბლიკის ნაკრებთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები სტამბოლიდან თბილისში ჩარტერული რეისით დაბრუნდება და დანიასთან შეხვედრისთვის მოემზადება.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

5 სექტემბერი 17:30 (თბილისის დროით) სტამბოლი, ბაშაქშეჰირის სტადიონი

კორეის რესპუბლიკა - საქართველო

8 სექტემბერი 20:00 თბილისი, დინამო არენა
საქართველო - დანია

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, დვალი, გვილია, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე (ოქრიაშვილი)ანანიძე(დავითაშვილი) კიტეიშვილი(კვარაცხელია)ქვილითაია
გადასარევი გიორგი
01:49 05-09-2019
3
მაკარიძე. კაკაბაძე კაშია ტაბიძე ხარაბაძე. დაუშვილი ანანიძე ოქრიაშვილი გვილია კვარაცხელია. ყაზაიშვილი.
romani bejanidze
01:41 05-09-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული