საქართველო VS დანია - შეგვიძლია საკუთარი ღირსების დაცვა?

AutoSharing Option
დღეს, 8 სექტემბერს 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მატჩში დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი წარმოადგენს.

სატურნირო მდგომარეობა

საქართველოს ნაკრები 4 ჩატარებული მატჩის შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს 3 ქულით, ერთადერთი გამარჯვება გიბრალტარის ნაკრებთან მოიპოვა (3:0). საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის მიზერული შანსი აქვს, ამისთვის დარჩენილი 4 შეხვედრის მოგება სჭირდება და მეტოქეების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება დანიას ის ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს 8 ქულით, მათ ჯგუფიდან გასვლის დიდი შანსი აქვთ, თუმცა კონკურენციაში ირლანდიისა და
შვეიცარიის ნაკრებები არიან. მეტოქეს თბილისური 3 ქულა სჭირდება.

პირველი შეხვედრა კოპენჰაგენში ამ ორ გუნდს შორის დანიელთა გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები

დანიაში ჩატარებული შეხვედრისგან განსხვავებით, თბილისში საქართველოს ნაკრებს ჯაბა კანკავა დისკვალიფიკაციის გამო, ნიკა კვეკვესკირი ტრავმის გამო და გიორგი ნავალოვსკი არ გამოძახების გამო ძირითად შემადგენლობაში ვერ ეყოლება. ამავდროულად განსხვავებული იქნება სათადარიგო სკამიც.

სამხრეთ კორეასთან ნაკრების შემდეგ, შემადგენლობაში ცვლილებებს უნდა ველოდოთ. დიდი ალბათობით სლოვაკის ნაკრები მეტად უფრო დაცვითი იქნება და რამდენიმე პოზიციაზე ცვლილებები მოხდება. მაგალითად მეკარის პოზიციაზე პირველი ნომერის - გიორგი ლორიას დაბრუნება არ გამოვრიცხოთ.

ცვლილებები ნაკლებად შეეხება დაცვას, რადგან სხვა არჩევანი ნაკლებად გვაქვს. ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია და ჯიმი ტაბიძე სავარაუდოდ პირველივე წუთებიდან დაიწყებენ, შესაძლებელია ლევან ხარაბაძის გია გრიგალავათი ჩანაცვლება.

ცენტრალურ ზონაში გიორგი აბურჯანია - ოთარ კიტეიშვილის წყვილს დღევანდელ შეხვედრაშიც უნდა ველოდოთ, თუმცა საყრდენ პოზიციაზე მურთაზ დაუშვილის დამატება ვაისისგან არ უნდა გაგვიკვირდეს.

ნაკრებს გამოაკლდა ზურიკო დავითაშვილი, მიზეზი ტრავმაა. ვის შეარჩევს მის პოზიციაზე რთული სათქმელია, წინა შეხვედრაში ვერც გიორგი პაპუნაშვილმა და ვერც საბა ლობჟანიძემ თავი ვერ წარმოაჩინა.

სამხრეთ კორეასთან მომენტების რეალიზაციის პრობლემიდან გამომდინარე, გიორგი ქვილითაიას დღეს უპირობოდ მიეცემა ძირითად შემადგენლობაში ყოფნის საშუალება.

სავარაუდო შემადგენლობა: გიორგი ლორია - ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, გია გრიგალავა - გიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი, მურთაზ დაუშვილი, ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი - გიორგი ქვილითაია

მეტოქე

დანიის ნაკრები მთავარი მწვრთნელის ოგე ჰარეიდეას გარეშე ჩამოდის, რადგან ოპერაცია გაიკეთა და მის მაგივრად მისი ასისტენტი იონ დალ ტომსონი თავკაცობს გუნდს. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში ჩამოსვლამდე ტომსონის ხელმძღვანელობით დანიამ გიბრალტარი 6:0 გაანადგურა.

საქართველო და დანია ერთმანეთს ისტორიაში სულ ოთხჯერ დაუპირისპირდნენ და უპირატესობა ჩვენი მეტოქეების მხარესაა - 3 გამარჯვება და 1 ფრე.

პირველად ეს ორი გუნდი ერთმანეთს 2004 წელს, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შეხვდა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. სწორედ თბილისში დაკარგული ქულების გამო ვერ მოახერხეს სკანდინავიელებმა მუნდიალზე მოხვედრა.

მეორე მატჩი ამავე ტურნირის ეგიდით გაიმართა. გამარჯვება გაბრაზებულ დანიელებს დარჩათ, რომლებმაც საქართველოს დიდი ანგარიშით, 6:1 სძლიეს.

რაც შეეხება მესამე შეხვედრას, ის 2013 წელს გაიმართა. ამხანაგურ მატჩში "ჯვაროსნები" 1:2 დამარცხდა. ქართველთაგან ერთადერთი გოლი ირაკლი ძარიამ გაიტანა.

ბოლო შეხვედრა კი 10 ივნისს გაიმართა, სადაც დანიელებმა 5:1 გვძლიეს. ერთადერთი გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა.

მოლოდინი

საქართველოს ნაკრების დანაკლისიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია რაიმე სახის პერსპექტივაზე ისაუბრო. იმ ფონზე, როდესაც ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ვლადიმირ ვაისის ტაქტიკა საერთოდ არ მუშაობს.

სასურველია გულშემატკივარი მრავლად მოვიდეს სტადიონზე, რადგან ეს ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იქნება იმისა, რომ გარკვეული სახის დადებით შედეგს მივაღწიოთ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თუ კანონო არ ირღვევა,ვერავინ ვერავის ვერაფერს ვერ აუკრძალავს,მითუმეტეს ვერც ფეხბურთის თამაშს და ვერც განსაკუთრებით თავისი აზრის გამოხატვას,თუ შეურაწყოფასაც არ მივაყენებთ ერთმანეთს ეს ძალიან კარგი იქნება! საქართველოს ნაკრების თამასი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს,ძალიან სუსტი გუნდია მაგრამ მე თამასზე დღეს მაინც მაინც მივდივარ და ვუგულშემატკივრობ საქართველოს ნაკრებს,იმიტომ რომ მე დღეს ეს შემიძლია სხვა არაფერი. თამაშის შემდეგ კი დავაფიქსირებ ჩემს აზერს. გამარჯვებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს. დანარჩენს თამაშის შემდეგ დავწერ
gogia
18:38 08-09-2019
0
როდესაც მოწინააღმდეგე კლასით უფრო მაღალია მეტოქე უპირისპირდება ბრძოლისუნარიანობით. ვნახოთ.
დავით 67
18:32 08-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული