საქართველო VS დანია - შეგვიძლია საკუთარი ღირსების დაცვა?

AutoSharing Option
დღეს, 8 სექტემბერს 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მატჩში დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი წარმოადგენს.

სატურნირო მდგომარეობა

საქართველოს ნაკრები 4 ჩატარებული მატჩის შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს 3 ქულით, ერთადერთი გამარჯვება გიბრალტარის ნაკრებთან მოიპოვა (3:0). საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის მიზერული შანსი აქვს, ამისთვის დარჩენილი 4 შეხვედრის მოგება სჭირდება და მეტოქეების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება დანიას ის ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს 8 ქულით, მათ ჯგუფიდან გასვლის დიდი შანსი აქვთ, თუმცა კონკურენციაში ირლანდიისა და
შვეიცარიის ნაკრებები არიან. მეტოქეს თბილისური 3 ქულა სჭირდება.

პირველი შეხვედრა კოპენჰაგენში ამ ორ გუნდს შორის დანიელთა გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები

დანიაში ჩატარებული შეხვედრისგან განსხვავებით, თბილისში საქართველოს ნაკრებს ჯაბა კანკავა დისკვალიფიკაციის გამო, ნიკა კვეკვესკირი ტრავმის გამო და გიორგი ნავალოვსკი არ გამოძახების გამო ძირითად შემადგენლობაში ვერ ეყოლება. ამავდროულად განსხვავებული იქნება სათადარიგო სკამიც.

სამხრეთ კორეასთან ნაკრების შემდეგ, შემადგენლობაში ცვლილებებს უნდა ველოდოთ. დიდი ალბათობით სლოვაკის ნაკრები მეტად უფრო დაცვითი იქნება და რამდენიმე პოზიციაზე ცვლილებები მოხდება. მაგალითად მეკარის პოზიციაზე პირველი ნომერის - გიორგი ლორიას დაბრუნება არ გამოვრიცხოთ.

ცვლილებები ნაკლებად შეეხება დაცვას, რადგან სხვა არჩევანი ნაკლებად გვაქვს. ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია და ჯიმი ტაბიძე სავარაუდოდ პირველივე წუთებიდან დაიწყებენ, შესაძლებელია ლევან ხარაბაძის გია გრიგალავათი ჩანაცვლება.

ცენტრალურ ზონაში გიორგი აბურჯანია - ოთარ კიტეიშვილის წყვილს დღევანდელ შეხვედრაშიც უნდა ველოდოთ, თუმცა საყრდენ პოზიციაზე მურთაზ დაუშვილის დამატება ვაისისგან არ უნდა გაგვიკვირდეს.

ნაკრებს გამოაკლდა ზურიკო დავითაშვილი, მიზეზი ტრავმაა. ვის შეარჩევს მის პოზიციაზე რთული სათქმელია, წინა შეხვედრაში ვერც გიორგი პაპუნაშვილმა და ვერც საბა ლობჟანიძემ თავი ვერ წარმოაჩინა.

სამხრეთ კორეასთან მომენტების რეალიზაციის პრობლემიდან გამომდინარე, გიორგი ქვილითაიას დღეს უპირობოდ მიეცემა ძირითად შემადგენლობაში ყოფნის საშუალება.

სავარაუდო შემადგენლობა: გიორგი ლორია - ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, გია გრიგალავა - გიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი, მურთაზ დაუშვილი, ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი - გიორგი ქვილითაია

მეტოქე

დანიის ნაკრები მთავარი მწვრთნელის ოგე ჰარეიდეას გარეშე ჩამოდის, რადგან ოპერაცია გაიკეთა და მის მაგივრად მისი ასისტენტი იონ დალ ტომსონი თავკაცობს გუნდს. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში ჩამოსვლამდე ტომსონის ხელმძღვანელობით დანიამ გიბრალტარი 6:0 გაანადგურა.

საქართველო და დანია ერთმანეთს ისტორიაში სულ ოთხჯერ დაუპირისპირდნენ და უპირატესობა ჩვენი მეტოქეების მხარესაა - 3 გამარჯვება და 1 ფრე.

პირველად ეს ორი გუნდი ერთმანეთს 2004 წელს, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შეხვდა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. სწორედ თბილისში დაკარგული ქულების გამო ვერ მოახერხეს სკანდინავიელებმა მუნდიალზე მოხვედრა.

მეორე მატჩი ამავე ტურნირის ეგიდით გაიმართა. გამარჯვება გაბრაზებულ დანიელებს დარჩათ, რომლებმაც საქართველოს დიდი ანგარიშით, 6:1 სძლიეს.

რაც შეეხება მესამე შეხვედრას, ის 2013 წელს გაიმართა. ამხანაგურ მატჩში "ჯვაროსნები" 1:2 დამარცხდა. ქართველთაგან ერთადერთი გოლი ირაკლი ძარიამ გაიტანა.

ბოლო შეხვედრა კი 10 ივნისს გაიმართა, სადაც დანიელებმა 5:1 გვძლიეს. ერთადერთი გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა.

მოლოდინი

საქართველოს ნაკრების დანაკლისიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია რაიმე სახის პერსპექტივაზე ისაუბრო. იმ ფონზე, როდესაც ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ვლადიმირ ვაისის ტაქტიკა საერთოდ არ მუშაობს.

სასურველია გულშემატკივარი მრავლად მოვიდეს სტადიონზე, რადგან ეს ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იქნება იმისა, რომ გარკვეული სახის დადებით შედეგს მივაღწიოთ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თუ კანონო არ ირღვევა,ვერავინ ვერავის ვერაფერს ვერ აუკრძალავს,მითუმეტეს ვერც ფეხბურთის თამაშს და ვერც განსაკუთრებით თავისი აზრის გამოხატვას,თუ შეურაწყოფასაც არ მივაყენებთ ერთმანეთს ეს ძალიან კარგი იქნება! საქართველოს ნაკრების თამასი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს,ძალიან სუსტი გუნდია მაგრამ მე თამასზე დღეს მაინც მაინც მივდივარ და ვუგულშემატკივრობ საქართველოს ნაკრებს,იმიტომ რომ მე დღეს ეს შემიძლია სხვა არაფერი. თამაშის შემდეგ კი დავაფიქსირებ ჩემს აზერს. გამარჯვებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს. დანარჩენს თამაშის შემდეგ დავწერ
gogia
08 სექტემბერი 2019 18:38
0
"შეურაწყოფის" სწორ ფორმას რომ ისწავლი,მერე აკომენტარე სხვის ნაკლზე
წადი რაჟა ძამიკო სახლში!
08 სექტემბერი 2019 18:58
0
როდესაც მოწინააღმდეგე კლასით უფრო მაღალია მეტოქე უპირისპირდება ბრძოლისუნარიანობით. ვნახოთ.
დავით 67
08 სექტემბერი 2019 18:32
0
ადმინ უზრდელობა დასჯადია ხო იცი და კომფლიქტების წყაროა რატო უკეთებ ამას წახალისებას. დაბლოკე და მორჩა შე დალოცვილო.თუ გისწორდება რო ხოცავენ ერთმანეთს ახალგაზრდები.
zaza
08 სექტემბერი 2019 18:05
0
ვიტყვი არ ვუყურებ აწი ნაკრების თამაშსთქო,ვილანძღავ ვაგინებ სიმწრისგან ხშირად,მაგრამ ყოველი თამაშია წინ მაინც იმედიანად ვარ, ეს ჩემი ნაკრებია და მიყვარს რა ვქნა. წარმატებები ჩვენს ნაკრებს
გოგა
08 სექტემბერი 2019 17:57
0
ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რომ მეტოქის კართან არ ცდილობენ საჭირო პასის გაკეთებას და უმეტესობა ყველანაირად ცდილობს რომ თვითონ დაარტყას კარისკენ და თავისიანი რომ უკეთეს პოზიციაში ელოდება პასს ვერ ამჩნევენ. ამ საქმეში უკონკურენტო არის ყაზაიშვილი.
David
08 სექტემბერი 2019 17:50
1
მე რომ მკითხო გულშემატკივრობა უნდ აუკრძალო ამ ჩასაფრებულ,გასხმულ ხალხს. მთავარი ომი წააგეს და ახლა სპორტსმენებზე იყრიან ჯავრს.რაგბიც იმიტომ ევასებათ რომ იგებენ თორემ ექვს ერში რო ვიყოთ სტადიონთან ახლოს არ ჩაივლიან. თქვენი დამარცხებულის კომპლექსი ფეხბურთზე ნუ გადაგაქვთ,ქვეყანა ამოქაჩეთ და ამათზე მერე გაბრაზდით.ახლა რო ქინქის და შოთის გაიძახიან ის ხალხი აგინებდა სტადიონზე მაგათ ზუსტად,ვინც ვერ იბრძოლა და უბანში დარჩა საკუთარი ჩასვრილობა კი მინდორზე მოთამაშე ადამიანებს დააბრალა.არ უნდა ამას დიდი ფროიდი და იუნგი, ხელისგულზეა ყველაფერი
წადი რაჟა ძამიკო სახლში!
08 სექტემბერი 2019 15:42
12
ძალიან შემდგარი ვარ, და ტყუილად გგონია შეუმდგარი ადამიანები აკომენტარებენ აქ. ვერ ვიბრძოდი რადგან პატარა ვიყავი მაშინ, აი ტრიბუნები კი კარგად მახსოვს იმ დროინდელი.ილია რომ ცოცხალი იყოს შენნაირები ესროდნენ ზუსტად, რა იცი შენ ილიას შესახებ?ან რა წაგიკითხავს,არ მითხრა ახლა რო არტურ ლაისტის მოგონებებს იცნობ ილიას შესახებ. ან ქვათა ღაღადი გაქვს გადაბულბულებული, ან მაჩაბლის და ილიას თარგმანებს ჩაღრმავებიხარ. მე აქ ფეხბურთელებს ვიცავ და კომლექსი რისი უნდა მქონდეს შე გორსალავ? საერთოდ იცი რა არის არასრულფასოვნების კომპლექსი ან ფსიქოანალიზის მოძღვრება ან კანტი იცი ან ჰეგელი?მე გერმანიიდან გწერ და ჩემს საქმეს ძალიან მაგრად ვაკეთებ,თუ გინდა ჩამოდი და დაგეხმარები ჩემი განხრით:)))
cadi raja dzamiko saxlSi
08 სექტემბერი 2019 18:44
1
ძალიან აგრესიული ხარ და დაკომპლექსებულის შთაბეჭდილებას ტოვებ, შენ სად იბრძოლე? აქ კომენტარებისთვის როგორ გცალია თუ ასეთი დაკავებული და შემდგარი ხარ? მითხარი ერთი რითი მჯობიხარ? სამწუხაროდ მომრავლდნენ შენნაირები, სულ ტალახს, რომ ისვრიან და ყველაფერს სხვას აბრალებენ. რისი თავი გაქვს ერთი, იქნებ ილია ჭავჭავაძეს ველაპარაკები და მე მეშლება რაღაც, გაგვეცანი ჯერ და მერე დაგვარიგე ჭკუა...
levani
08 სექტემბერი 2019 17:11
7
რა ღირსებაზეა ლაპარაკი, თავს ხომ ვერ გადავახტებით? აშკარად და ბევრად ძლიერი გუნდია და რაგბი ხომ არ არის ხასიათით მოვუგოთ? ფეხბურთის თამაშის ცოდნით, კლასით და ფიზიკური მომზადებით ასჯერ აღგვემატებიან.ამისათვის ბოლო თამაშიც საკმარია
????
08 სექტემბერი 2019 15:39
2
საქართველოს *ნაკრები* არ წააგებს (დანიას დიდი კუში აქვს)
გრიგოლ1408
08 სექტემბერი 2019 14:46
6
Raga dros daushvilia,sircxvilia! Gelashvili,dvalihvili da uhac atamahet Ra daahaves maat?
Kika
08 სექტემბერი 2019 14:43
1
არასწორი მიმართულებით ვითარდება ქართული ფეხბურთი, რა ღირსებაზე მელაპარაკებით? ხეჩიკაშვილი რომ სპორტის მინისტრი გვყავდა და სფფ-ს ვინ მართავს?? პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები. გამორიცხეთ ქართული ფეხბურთის წარმატება! ღირსება მათთვის უცხოა.
გიორგი
08 სექტემბერი 2019 14:41
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული