კონორ ჰურიჰანი: შევეცდები, საქართველოს ისევ გავუტანო - თბილისში თამაში არასოდეს არაა ადვილი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროშესარჩევი ციკლის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ირლანდიამ დუბლინში "ასტონ ვილას" ნახევარმცველ კონორ ჰურიჰანის გოლით 1:0 დაამარცხა (იხ. ვიდეო). მან ეროვნული გუნდის ვარჯიშის შემდეგ ის შეხვედრა გაიხსენა და მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ჩემი თამაშით არასოდეს ვარ კმაყოფილი, საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი გახლავართ. შესაძლოა, ქართველებთან გატანილი გოლი კარიერის დასასრულს სიამაყით გავიხსენო, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის.

ნაკრებში ჩატარებულ 14 მატჩში 1 გოლი გავიტანე და ისიც ქართველებთან. მეტი გოლი მინდა. შემდგომ გამართულ 5-6 შეხვედრაში შემეძლო 1-2 გოლის გატანა, მაგრამ არ გამომივიდა.

ბოლოს,
როდესაც თბილისში ვითამაშეთ, მე სათადარიგო ვიყავი, შეინ დაფიმ კი გაიტანა. მძიმე მატჩი იყო. იქ თამაში ადვილი არასოდესაა.

დანია კარგი გუნდია და საქართველო დაუზავდა. ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს. ქართველებს ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ, მათი გუნდი კი წლიდან წლამდე უკეთესი ხდება. სახლში დავამარცხეთ და იგივე ამჯერადაც უნდა გავაკეთოთ.

თავი არ უნდა დავზოგოთ და შედეგს მივაღწიოთ. ისინი ჩვენთან პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან, მაგრამ იმედია, შაბათ საღამოს დადებით შედეგს მივაღწევთ", - ციტირებს ჰურიჰანის "ინდეპენდენტი".

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩი თბილისში 12 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვაჟას- წადი ყანაში ბიძიკო მწვანილს და პამიდორს წყალი დაასხი არ გაგინადგურდეს იმას მიხედე ხოლო შენ ჩემამდე 2 საუკუნეც რომ იცხოვრო იმის მეათედსაც ვერ ისწავლი და ვერ გაიგებ სამყაროს შესახებ, მე იმას ვიკვლევ თუ რატომ იბადებიან შენნაირი ადამიანები ამ ცხოვრებაზე ბოღმას და კრიტიკას რომ ადამიანი ვერ ან შეგნებულად არ ანსხვავებს იმას რა უნდა ელაპარაკო და გააგებიო მაგრამ შენნაირი ხალხია ფარისევლები და მედროვეები ეს სოციუმი დამყაყებული და აყროლებული რომ გაქვთ და გაფარჩაკების პიკზე რომ იმყოფებით და ქვეყანაც იგივე დღეში გყავთ მარა აეწვათ სიმართლე არ არის კარგი მოსასმენუ ხო
Anj: Antey
13 ოქტომბერი 2019 11:28
1
ირლანდია არაა ძლიერი გუნდი.სამწუხაროა რომ ჯანო,ოქრი,ყაზა ადრე დაბერდნენ ფეხბურთისთვის. ერთი ჭკვიანი მწვრთნელი სანთლით საძებარია, არ ვამბობ ტაქტიკაზე და მაღალ მატერიებზე, უბრალოდ საჭირო ფეხბურთელების დაყენებაზე ძირითადში და დროულ შეცვლებზე. აბა როგორ გაიტანენ გოლს თუ ნახევარდაცვის სამი კაცის მქკ არის დაახლ 20 %. ქვილითაია ამათ აძლევდა პასებს ,იმის მაგივრად იქეთ მოემარაგებინათ. ამ სამ ფეხბურთელს მე გამოვიყვანდი შეცვლაზე არაუმეტეს 15 წუთი თამაშის ბოლოს. დასკვნა მწვრთნელი გვინდა უფრო ჭკვიანი კაცი. ისე ჩვენები 20-21 წლამდე კარგები არიან , მარა მერე ვერ ვითარდებიან, როცა უკვე საკუთარ თავს შენ თვითონ უნდა მოსთხოვო, როცა შენ თვითონ უნდა გაზარდო საკუთარი თავი
თამაზი
13 ოქტომბერი 2019 00:39
0
10 ქულა და მეტი თუ ავიღეთ ამ ჯგუფში დადწბითად შევაფასებ ვაისის მუშაობას.
დავით
09 ოქტომბერი 2019 10:02
2
ეს არის წლის თამაში, რაც თბილისში იმართება! შური ხომ უნდა ვიძიოთ, ამ ყოყლოჩინა ირლანდიელებზე? ესენი არიან ერთ-ერთი ყველაზე ფსიხი ნაცია ევროპაში.. მაგრამ როგორ უნდა იყვნენ, ეს ღამურის რძით გაზრდილები, ჩვენზე მეტად არანორმალურები? კატლეტივით უნდა შევჭამოთ, თავის კარტოფილის პიურეთი.. ოხ, როგორ არ მომწონს ამათი ანტიფეხბურთის სტილი..
ყველანი სტადიონზე, ხალხოო!
ქუთაისელი
09 ოქტომბერი 2019 09:55
1
ამათ და უკრაინელებს ვერასოდეს ვერ მოუგეთ რა...(
გოგა
09 ოქტომბერი 2019 09:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული