საქართველოს ნაკრები სირცხვილს გიორგი ქვილითაიამ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარი ძლივს  დაამარცხა - 3:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვაისმა ჯგუფის აუტსაიდერთან შემტევი შემადგენლობა დააყენა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა შენგელიასა და ხარაიშვილს მისცა.

მისცა და გამოიყენეს კიდეც - დებიუტში შენგელიას ჩინებული პასით ანგარიში ხარაიშვილმა გახსნა. ცოტა ხანში ხარაიშვილს დუბლის შესრულება მართებდა, მაგრამ ახლო მანძილიდან თავურით ბურთი კარს ააცილა. სამაგიეროდ, არ ააცილა კანკავამ, რომლის 35 მეტრიდან დარტყმულ ბურთს მასპინძელთა მეკარე ვერ შესწვდა.

"ჯვაროსნებმა" შეტევები გააგრძელა და 37-ე წუთზე ლობჯანიძეს გოლის გატანა გოლკიპერმა არ დაანება.

მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა ეტყობა საქმე მოთავებულად ჩათვალა, მოეშვა და გიბრალტარს 5 მომენტი ჰქონდა - ჯერ ლორიამ უოლკერის დარტყმული მოიგერია, შემდეგ დე ბარი მცველებსაც გასცდა და მეკარესაც და მახვილი კუთხიდან ააცილა ბურთი მიზანს; მერე კი 38 წლის კასციარომ, რომელიც პოლიციაში მსახურობს, დალაშქრა ლორიას კარი.

ცნობისათვის, გიბრალტარს აქამდე 7 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა, რომელსაც სერგენტი ეუხეშა, მაგრამ მსაჯმა დაინდო და არ გააძევა.

72-ე წუთზე ლორიამ უოკერის შორიდან დარტყმული ბურთი ცხრიანიდან გამოაძრო, 74-ე წუთზე კი რ. ჩიპოლინამ ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში კიტეიშვილმა ვერ გამოიყენა შანსი, ბრიტომ საკუთარ საჯარიმოში კაკაბაძე წააქცია, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და ბოლოს ქვილითიამ სირცხვილს გადაგვარჩინა.

ეს ვაისის "ეპოქაში", ალბათ, საქართველოს ნაკრების ყველაზე სუსტად ჩატარებული მატჩი იყო.

გიბრალტარი. "ვიქტორია"
გიბრალტარი - საქართველო 2:3
გოლები: 0:1 ხარაიშვილი (10), 0:2 კანკავა (20), 2:1 კასციარო (66), 2:2 რ. ჩიპოლინა (74), 2:3 ქვილითაია (84)

გიბრალტარი: გოდვილი, ჯ. ჩიპოლინა (ბარნეტი 82), სერგენტი, კასციარო, ბადრი (ერნანდესი 81), უოლკერი (პონსი 90), ოლივერო, რ. ჩიპოლინა, მოუელჰი, დე ბარი, ბრიტო

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი (კვირკველია 90+5), კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე, შენგელია, ხარაიშვილი (კიტეიშვილი 61), ლობჯანიძე (ქვილითაია 68)

მკითხველის კომენტარები / 101 /
ვაისი გასშვებია იმიტომ რომ შემადგენლობის სწორად დაყენება არ იცის, ასევე შეცვლებს საერთოდ ამოვარდნილს აკეთებს ლოგიკიდან. მერე ყველაზე მათავარი რაღა დროს ნავალოვსკი, ოქრიაშვილი, ანანიძეა ნაკრებში? 8 წელია ვერაფერს შვებიან, ასევეა ყაზაიშვილზეც რომელიც მხოლოდ ამერიაკზე ფიქრობს!
dato
16 ოქტომბერი 2019 14:22
5
ხარაიშვილის ამბავი მაინტერესებს მხოლოდ, ჩვენი ნაკრების თამაშზე რამის დაწერა დროის უქმი კარგვა იქნებოდა.
გიორგი
16 ოქტომბერი 2019 11:25
0
გიბლარტარი უსუსტესი გუნდია,ჩვენებზე არაფერს არ ვიტყვი.
ნიანია ბაკურიანი
16 ოქტომბერი 2019 09:59
1
ქვილითაიამ და ლორიამ გადაგვარჩინეს, ვაისის ხელში რონალდუ რომ იყოს ისიც ქინძი გახდება!
სააკაძე
16 ოქტომბერი 2019 09:41
3
სამი ნაწერი დამიბლოკეთ ? თუ წავედი და აწი აღარ დავწერე აქ არაფერი, მერე რას უშVებით რეიტინგს ?
გადასარევი გიორგი
16 ოქტომბერი 2019 01:16
2
რაცაა ესაა,მეტი არ შეგვიძლია,ესაა დღევანდელი ჩვენი მოცემულობა და ჯგუფში ბოლო ან ბოლოსწინა ადგილი...გამოსავალი არაა...გვირაბის ბოლოს ისევ სიბნელეა
კიდევ კარგი რომ მოვიგეთ....მაგრამ ასშკარად რაღაცეები ძირეულადაა შესაცვლელი....მანამდე უეფას და ფიფას იმედად უნდა ვიყოთ შეიძლება ამათ მოიფიქრონ ჩვენდა სასიკეთოდ რამე
kako
16 ოქტომბერი 2019 12:21
0
მოკლედ ატყდა პანიკები,როგორც ყოველთვის,კარგად ვითამაშებთ და წავაგებთ,მაინც უკმაყოფილოები ვართ,ცუდათ ვითამაშებთ და მოვიგებთ,მაინც არ გოგვწონს. ძალიან მაგრად მინდა ბელარუსიასთან და შემდეგ კოსოვისთან ძალიან ცუდათ ვითამაშოთ და მოვიგოთ და ევროპაზე გავიდეთ.სტატისტიკა ექსპერტებმა ითვალონ.ლამაზი და სწორი ფეხბურთი ახალგაზრდებმა უნდა ითამაშონ,რომ განვითარდნენ,რასაც აკეთებენ კიდეც,დიდ ნაკრებში მთავარი შედეგია.არაერთმა ნაკრებმა წაიმტვრია კისერი გიბრალტართან ან სულ მინიმუმ მარტივად ვერ მოუგო.თუმცა,რათქმაუნდა არ იყო სასიამოვნო მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაში,მაგრამ ვისაც მეტნაკლებად მაღალ დონეზე ფეხბურთი უთამაშია,კარგად მოეხსენება,რომ არის ხოლმე ესეთი თამაშები როდესაც „სუსტ გუნდთან“ ვერ იგებ თამაშს. ამიტომაცაა ნათქვამი ბურთი მრგვალიაო.წარმატებები,ვემზადებით ბელარუსიისათვის,ოცნება უნდა აგვიხდეს აუცილებლად,ჩაკვეტაძე,კვარაცხელია და დავითაშვილი სჭირდება ნაკრებს.იმედია მარტისთვის ფორმაში იქნებიან
მიდით ბიჭებო
16 ოქტომბერი 2019 07:57
9
გუშინ რომ გადავხედე შემადგენლობას დავწერე მეთქი რაღაც სამარცხვინოს გვიპირენ,დისლაიქებით დამახრჩეთ,ეხლა რას იტყვით,მოგეწონათ თამაში???
ბათუმის ფანი
16 ოქტომბერი 2019 01:28
4
ძაან აბუქებთ.განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.2-2ზეც აშკარად ჩანდა რო გავუტანდით.მოიგეს რა გინდათ.აუცილებლად5-0 უნდა მოეგოთ?ზედმეტი დაღლის გარეშე მოიგეს.მე პირადად დარწმუნებული ვიყავი რო გოლს გაგვიტანდნენ.ამ თამაშზე ქონდათ მთელი შესარჩევი დამიზნებული.სხვათაშორის ირლანდიამაც 1-0 მოუგო.
gocha
16 ოქტომბერი 2019 01:22
19
რაში იფლანგება მილიონები, მკვდრები არიან მკვდრები
123
16 ოქტომბერი 2019 10:35
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული