საქართველოს ნაკრები სირცხვილს გიორგი ქვილითაიამ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარი ძლივს  დაამარცხა - 3:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვაისმა ჯგუფის აუტსაიდერთან შემტევი შემადგენლობა დააყენა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა შენგელიასა და ხარაიშვილს მისცა.

მისცა და გამოიყენეს კიდეც - დებიუტში შენგელიას ჩინებული პასით ანგარიში ხარაიშვილმა გახსნა. ცოტა ხანში ხარაიშვილს დუბლის შესრულება მართებდა, მაგრამ ახლო მანძილიდან თავურით ბურთი კარს ააცილა. სამაგიეროდ, არ ააცილა კანკავამ, რომლის 35 მეტრიდან დარტყმულ ბურთს მასპინძელთა მეკარე ვერ შესწვდა.

"ჯვაროსნებმა" შეტევები გააგრძელა და 37-ე წუთზე ლობჯანიძეს გოლის გატანა გოლკიპერმა არ დაანება.

მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა ეტყობა საქმე მოთავებულად ჩათვალა, მოეშვა და გიბრალტარს 5 მომენტი ჰქონდა - ჯერ ლორიამ უოლკერის დარტყმული მოიგერია, შემდეგ დე ბარი მცველებსაც გასცდა და მეკარესაც და მახვილი კუთხიდან ააცილა ბურთი მიზანს; მერე კი 38 წლის კასციარომ, რომელიც პოლიციაში მსახურობს, დალაშქრა ლორიას კარი.

ცნობისათვის, გიბრალტარს აქამდე 7 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა, რომელსაც სერგენტი ეუხეშა, მაგრამ მსაჯმა დაინდო და არ გააძევა.

72-ე წუთზე ლორიამ უოკერის შორიდან დარტყმული ბურთი ცხრიანიდან გამოაძრო, 74-ე წუთზე კი რ. ჩიპოლინამ ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში კიტეიშვილმა ვერ გამოიყენა შანსი, ბრიტომ საკუთარ საჯარიმოში კაკაბაძე წააქცია, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და ბოლოს ქვილითიამ სირცხვილს გადაგვარჩინა.

ეს ვაისის "ეპოქაში", ალბათ, საქართველოს ნაკრების ყველაზე სუსტად ჩატარებული მატჩი იყო.

გიბრალტარი. "ვიქტორია"
გიბრალტარი - საქართველო 2:3
გოლები: 0:1 ხარაიშვილი (10), 0:2 კანკავა (20), 2:1 კასციარო (66), 2:2 რ. ჩიპოლინა (74), 2:3 ქვილითაია (84)

გიბრალტარი: გოდვილი, ჯ. ჩიპოლინა (ბარნეტი 82), სერგენტი, კასციარო, ბადრი (ერნანდესი 81), უოლკერი (პონსი 90), ოლივერო, რ. ჩიპოლინა, მოუელჰი, დე ბარი, ბრიტო

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი (კვირკველია 90+5), კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე, შენგელია, ხარაიშვილი (კიტეიშვილი 61), ლობჯანიძე (ქვილითაია 68)

მკითხველის კომენტარები / 101 /
ძაან აბუქებთ.განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.2-2ზეც აშკარად ჩანდა რო გავუტანდით.მოიგეს რა გინდათ.აუცილებლად5-0 უნდა მოეგოთ?ზედმეტი დაღლის გარეშე მოიგეს.მე პირადად დარწმუნებული ვიყავი რო გოლს გაგვიტანდნენ.ამ თამაშზე ქონდათ მთელი შესარჩევი დამიზნებული.სხვათაშორის ირლანდიამაც 1-0 მოუგო.
gocha
16 ოქტომბერი 2019 01:22
19
კოსოვოს გიბრალტარის შედარება როგორ შეიძლება კოსოვო ვაისის ნაკრებს გახევს.ამიტომ თუ რამე გვინდა გვეშველოს ვაისი უნდა მოშორდეს ნაკრებს ან ფედერაციამ დაიხუროს ქუდი.ხარაიშვილს არ ათამაშებდა ათამაშა და გოლი გაიტანა ეგრე იქნება ზარანდიაც. რაღა დროს ნავალოვსკია. ათამაშე ახალგაზრდები მაგრამ მე როგორც ვაკვირდები ჩაწყობით ხდება სასტავის დაყენება.ნეტა რა ღირს მე არმათამაშებენ ერთი ათი წუთი.მერე წამოვწვები მინდორზე და გამომცვლის აბა რას იზამს
გრიგოლი1408
16 ოქტომბერი 2019 01:21
12
გელა ნუგზარაშვილი რომ გვყოლოდა შეტევაში დიდი ანგარიშით მოვიგებდით
გიორგი
16 ოქტომბერი 2019 01:20
9
ქართველები რათქმაუნდა ყოველთვის ვგულშემატკივრობთ ჩვენს ნაკრებს კარგია თუ ცუდია ჩვენია და ეს გვყავს მაგრამ როცა ასეთ თამაშს ხედავ გულშემატკივარს ხომ უნდა სცე პატივი ხომ არსებობს რაღაცა ღირსება თავმოყვარეობა გიბრალტარი რო შეგიტევს 7 ჯერ კარში დაგირტყავს და 2 გოლს გაგიტანს ამის მერე მე პირადად ძალიან დიდი ეჭვი გამიჩნდა იმის, რომ საქართველოს ნაკრები დაძლევს თუ არაა ბელარუსის ბარიერს მთელი ქვეყნის ოცნება რომ ერთხელ მაინც გავიდეს გუნდი რომელიმე ჩემპიონატზე 30 წელია ამას ელოდება ქართველი გულშემატკივარი ფეხბურთს თამაში ისწავლა ყველაამ ასეთ თამაშ რომ ვხედავ გული მტკივაა ესაა ქართველი გულშემატკივრის შეურაწყობა ვაიი ასეთ მოგებას და ვაიი ასეთ 3 ქულას.
Giorgi
16 ოქტომბერი 2019 01:19
1
დაიკიდეთ , რაც არის არის, დაცვა ვაფშე რას გავდა , აიგდეს მეორე ტაიმი , ესენი ვინ მიგდია , ბელგია საფრანგეთი და გრანდები 5 ნოლს რო იგებენ მაშინაც ბოლო წუთებზეც თავ ტრა... იტ....ვენ.
ემირი
16 ოქტომბერი 2019 01:18
4
სამი ნაწერი დამიბლოკეთ ? თუ წავედი და აწი აღარ დავწერე აქ არაფერი, მერე რას უშVებით რეიტინგს ?
გადასარევი გიორგი
16 ოქტომბერი 2019 01:16
2
ძალიანაც კარგი ეს, რომ მოხდა. ჩვენებმაც დაამუღამონ, გასატანის გატანა დაძაბულ სიტუაციაში. მომავალში გამოგვადგება !
niko
16 ოქტომბერი 2019 01:10
23
ელგუჯა ლობჟანიძე აღარ გააკაროთ ნაკრებსს!!
Giorgi
16 ოქტომბერი 2019 01:09
13
და რომელი უნდა გააკარო თუ ძმა ხარ მითხარ
lelo
16 ოქტომბერი 2019 01:25
6
ან თქვენ რას წვალობთ ან ჩვენ რას გვიშლით ნერვებს? წადით ბიძიკო სხვა სპეციალობა იპოვეთ!
koko
16 ოქტომბერი 2019 01:09
11
სამწუხაროდ ჩვენი გუნდის კლასი არ გვაძლევს თავს უფლება მივცეთ გიბრალტარისნაირ გუნდებთანაც კი მოშვებულად ან მთელი ძალის დაუხარჯავათ ვითამაშოთ
giorgi 3
16 ოქტომბერი 2019 01:08
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული