ევროშესარჩევ ტურნირზე გიბრალტართან ნამატჩევს (3:2) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:
"რა თქმა უნდა, მოპოვებული გამარჯვება და სამი ქულა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ადვილი არ იყო. ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ და საწყის 30 წუთში ორი გოლი გავიტანეთ.
პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ კონცენტრაცია უნდა შეგვენარჩუნებინა, შეტევაში უფრო აქტიურად გვეთამაშა და მესამე გოლი გაგვეტანა. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებდით, რომ თამაში სრულად გაგვეკონტროლებინა.
სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა. ამ მომენტმა გუნდზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა, ნახევარდაცვასა და დაცვაში გარკვეული პერიოდი კონტროლი
დავკარგეთ. ორი შეცდომის შედეგად ორი გოლი მივიღეთ.
გაგვიმართლა, რომ ბოლოს გოლი გავიტანეთ და მოვიგეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ ყოფილა ადვილი და მეორე ტაიმის გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის პრობლემა იყო".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მაგრამ დრო ღარ არის, გინდა არ გინდა ბელარუსთან ამან უნდა გაიყვანოს.
ბელარუსი ძალიან სუსტია ამას გამოვაგდებთ და მერე არ ვიცი :)
კარგი ახალგაზრდებ გვყავს, თუ დააყენა ესენი მივიღებთ შედეგს, თუ ისევ ინვალიდებს გაომეკიდა მაშინ რა გითხრათ
სანამ ტყუილში ვიცხოვრებთ ყველაფერზე თვალს დავხუჭავთ და ვიტყვით "არაუშავს"
მაქამდე არაფერი არ გვეშველება.