ვლადიმირ ვაისი: კონცენტრაცია დავკარგეთ - გაგვიმართლა

AutoSharing Option
ევროშესარჩევ ტურნირზე გიბრალტართან ნამატჩევს (3:2) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"რა თქმა უნდა, მოპოვებული გამარჯვება და სამი ქულა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ადვილი არ იყო. ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ და საწყის 30 წუთში ორი გოლი გავიტანეთ.

პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ კონცენტრაცია უნდა შეგვენარჩუნებინა, შეტევაში უფრო აქტიურად გვეთამაშა და მესამე გოლი გაგვეტანა. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებდით, რომ თამაში სრულად გაგვეკონტროლებინა.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა. ამ მომენტმა გუნდზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა, ნახევარდაცვასა და დაცვაში გარკვეული პერიოდი კონტროლი
დავკარგეთ. ორი შეცდომის შედეგად ორი გოლი მივიღეთ.

გაგვიმართლა, რომ ბოლოს გოლი გავიტანეთ და მოვიგეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ ყოფილა ადვილი და მეორე ტაიმის გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის პრობლემა იყო".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 24 /
ეს ვაისი რომ გონებაშეზღუდულია ამას რა მტკიცება უნდა.
მაგრამ დრო ღარ არის, გინდა არ გინდა ბელარუსთან ამან უნდა გაიყვანოს.
ბელარუსი ძალიან სუსტია ამას გამოვაგდებთ და მერე არ ვიცი :)
კარგი ახალგაზრდებ გვყავს, თუ დააყენა ესენი მივიღებთ შედეგს, თუ ისევ ინვალიდებს გაომეკიდა მაშინ რა გითხრათ
lasha
16 ოქტომბერი 2019 17:46
7
სანამ ფედერაციას მართავს გაუნათლებელი და არფრის მცოდნე ხალხს, მანამდე არც ეროვნულ ჩემპიონატს ეშველება რამე, არც ნაკრებში გვყოლება წესიერი მწვრთნელი და სულ ვიქნებით ასე მაჩანჩალები...ჩვენში რომ უვიცობა ფასდება მეტი მეორე არ მეგულება ევროპაში.
პაატა
16 ოქტომბერი 2019 17:44
6
წერეთელს დავესესხები-ფურთხის ღირსია ქართული ფეხბურთი?!!. ყველგან ყველაფერი ვითარდება, ჩვენთან პირიქით-ან უკეთეს შემთხვევაში ბუქსაობს. მენტალური პრობლემა არის. აგერ 19- ნებმა მოიგეს-თუ ხორვატებმა წააგეს? ჯერ არ ვიცი, თამაში არ მინახია მაგრამ მაინც ყოჩაღ სვანაძეს და ბიჭებს, მაგრამ მერე ემართებათ რაც ემართებად. ხორვატები მოუმატებენ -ჩვენები პირიქით- X6 -ში ჩაიფლობიან და მორჩა....მკაცრი შეფასებაა? გამომტყუეს, მწარე რეალობაა..
გუსანი
16 ოქტომბერი 2019 16:27
2
და მაინც, ნაკრების შემოდგომის სერია, დადებითად უნდა შეფასდეს...
Teimurazi
16 ოქტომბერი 2019 16:15
11
ქეცბაიას ნაკრები უფრო კარგ ფეხბურთს თამაშობდა ვიდრე ეს ნაკრები დარწმუნებული ვარ ქეცბაიას რო ყავდეს ეს შემადგენლობა უფრო უკეთესად ათამაშებდა ნაკრებს.
Giorgi
16 ოქტომბერი 2019 14:03
17
ქართველები რათქმაუნდა ყოველთვის ვგულშემატკივრობთ ჩვენს ნაკრებს კარგია თუ ცუდია ჩვენია და ეს გვყავს მაგრამ როცა ასეთ თამაშს ხედავ გულშემატკივარს ხომ უნდა სცე პატივი ხომ არსებობს რაღაცა ღირსება თავმოყვარეობა გიბრალტარი რო შეგიტევს 7 ჯერ კარში დაგირტყავს კუთხურებს მოგიწვდის და 2 გოლს გაგიტანს ამის მერე მე პირადად ძალიან დიდი ეჭვი გამიჩნდა იმის, რომ საქართველოს ნაკრები დაძლევს თუ არაა ბელარუსის ბარიერს, მთელი ქვეყნის ოცნება, რომ ერთხელ მაინც გავიდეს გუნდი რომელიმე ჩემპიონატზე 30 წელია ამას ელოდება ქართველი გულშემატკივარი ფეხბურთს თამაში ისწავლა ყველაამ მსოფლიოში ჯუჯა სახელმწიფოებიც კი უკვე შედეგებს დებენ ასეთ თამაში, რომ ვხედავ გული მტკივაა ესაა ქართველი გულშემატკივრის შეურაწყობა რომელიც თვეობით ელოდება ნაკრების თამაშს და ვაიი ასეთ მოგებას და ვაიი ასეთ 3 ქულას. ახლა იტყვიან "გამპრავებლები" გიბრალტარმა სომხეთს მოუგოოო რაში გვაინტერესებს ჩვენ ახლა სომხები ირლანდია კიდე რომ გახადეს გრანდი 11 თამშიდან ერთი რომ ვერ მოვუგეთ
სანამ ტყუილში ვიცხოვრებთ ყველაფერზე თვალს დავხუჭავთ და ვიტყვით "არაუშავს"
მაქამდე არაფერი არ გვეშველება.
Giorgi
16 ოქტომბერი 2019 13:59
1
რა ცხვირპირი ჩამოგტირით ხალხო, ნაკრებში სამმა დებიუტანტმა ითამაშა, დაცვაში ნავალოვსკიმ (რომელიც არაა კონდიციებში და ნაკრებშიც ბევრი გაუცდა) პლიუს ტრამვირებული ფეხბურტელები, სხვათაშორის კიტეიშვილმა და შენგელიამ მცირე ტრამვებით გააგრძელეს თამაში, ნორმალური შემცვლელი არ გვყავდა და რეალურად ხარაიშვილის ტრამვის შემდეგ 15 წუთიანი მონაკვეთი ჩააგდეს და მაშინ 4 ჯერ დაგვირტყეს სახიფათოთ და გოლებიც დაცვის შეცდომის ხარჯზე გავუშვით. ჩავარდნა ყველას მოსდის, ეს ნაკრები ყველა თამაშში ბოლომდე იხარჯება, მე მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი. იმედია ჯანო მოუმატებს ოქრი ჩაკვე მჭედლო, პაპუნაშვილი, გვილია შევლენ ფორმაში, დავითაშვილი და კვარაცხელიაც დაგვემატება და გავალთ პლეიფით. ასეთი თანაბარი ძალის და მონდომებული ფეხბურთელები დიდი ხანია არ გვყოლია.
semi
16 ოქტომბერი 2019 13:41
11
უთავმოყვარე, ზარმაცი და უქნარა ერი ვართ, ფეხბურთელებიც ხომ ჩვენივე ნაწილია, ამაშია პრობლემა, რაც ერი ის ბერი,
zmo
16 ოქტომბერი 2019 13:11
2
ori checdoma dauchvito, gvekaipeba, oric dauchvit a orasic, gibraltars ro or kutxurs ver chaucodeb, ra enagvleba am kacs kai xelpasiak, aravin akritikebs, dabroniliak adgili da mudmivi samsaxuri sakartvelochi, goimebi kavs dacherili pederaciachi, bravo vaisi, magari chemsrulebeli kopila es kaci.
KUTAISELI
16 ოქტომბერი 2019 13:00
0
ჩვენ გვყავს ნაკრები რომელიც არ აგებს მსოფლიოს მე-10-ე ნაკრებთან და 2 გოლს უშვებს მსოფლიოს 195 ქვეყანასთან, დარწმუნებული ვარ შვეიცარიაში ისე ითამაშებენ რომ ყველას გაგვაკვირვებენ, ვინ ელოდა რომ დანიასთან და ირლანდიასთან გოლს არ გავუშვებდით ან ვის ეგონა 2 გოლს გიბრალტარი გაგვიტანდა? ეეეჰ ჩვენი მენტალიტეტი ასეთია ზუსტად ყველაფერში.
roma
16 ოქტომბერი 2019 12:42
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული