გვინდა თუ არა ჯოვინო ფლამარიონი საქართველოს ნაკრებში და როგორია წარსული გამოცდილება? [+გამოკითხვა]

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში თუ ლეგიონერი ბურთს კარგად გააგორებს, შემდეგ აუცილებლად იწყება საუბარი მის ნატურალიზებაზე. ეს ხშირად არათუ ნაკრების გაძლიერებითაა განპირობებული, არამედ ინტერესით, თუ როგორ მოერგება ესა თუ ის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებს.

ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი ბათუმის "დინამოს" თავდამსხმელის, ჯოვინო ფლამარიონის გაქართველებაზე, რომელიც საქართველოში მესამე წელს ატარებს. მოგეხსენებათ, ხუთი წელია საჭირო, რათა ფეხბურთელმა ქართული პასპორტის აღება შეძლოს.

ჯოვინო არ ყოფილა არც პირველი და არც უკანასკნელი. გვახსოვს, ალბათ, აბაიომი ოვონიკოკო, თუ როგორი ზარ-ზეიმით გადავეცით ნიგერიელს საქართველოს პასპორტი. თუმცა ოვონიკოკომ "გაგრაში" კარგი ასპარეზობის შემდეგ ვერც
"ზესტაფონში" ითამაშა, შემდეგ უცხოეთშიც ვერ ააწყო კარიერა, ბოლოს პორტუგალიის ქვედალიგელ "მირანდელაში" იყო და მას შემდეგ მისი საფეხბურთო კვალი იკარგება...

ცოტა დააკლდა გაქართველებამდე თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონის" ყოფილ მცველ რენე ფერეირა დოს სანტოსს. ბრაზილიელ ფეხბურთელს საქართველოში ყოფნა კიდევ ნახევარი წელი ესაჭიროებოდა, რომ მოქალაქეობა მიეღო. მის ნაკრებში თამაშზე აქტიურად საუბრობდა მაშინდელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე და გულშემატკივართა უმრავლესობა ფიქრობდა, რომ მას საქართველოს ნაკრებში უნდა ეთამაშა.

რენემ საქართველოს შემდეგ ბრაზილიის ჩემპიონატში დიდი პერიოდი დაჰყო და ამჟამად პორტუგალიის ჩემპიონატის კლუბ "მარიტიმუში" გამოდის, ოღონდ შეცვლილი ამპლუით, ის საყრდენი ნახევარმცველია.

altმკითხველთა უმრავლესობის აზრით, რენე ფერეირამ საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოს

30 წლის იყო ჩისკო მუნიოსი, როდესაც თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა. მალევე დაიწყო მის ნატურალიზებაზე საუბარი. თვითონ ფეხბურთელიც ამბობდა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურდა, თუმცა 30 წლისა და 35 წლის ჩისკო - ეს სხვადასხვა მოცემულობა უნდა ყოფილიყო, თანაც ოთხ წელიწადში საქართველო დატოვა და 35 წლისამ კარიერა დაასრულა.



მაშინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამაც ამ აზრს დასცინა:

"კარგით რა, ხალხნო. რა ჩისკო... გადახედეთ ქართული ფეხბურთის ისტორიას, როგორი ფეხბურთელები გვყავდა. რომელ ჩისკოზეა ლაპარაკი. თანაც, წესებით, უცხოელი 5 წელი უნდა თამაშობდეს შენს ქვეყანაში, ნაკრებში გამოსვლის უფლება რომ დართონ. ეს დრო რომ გავა, ჩისკო თითქმის ჩემი ტოლი იქნება...".

გვინდა თუ არა ჯოვინო ნაკრებში?

23 წლის ბრაზილიელი საქართველოს ჩემპიონატში კარგად თამაშობს, თუმცა ვერ ვიტყვით, საუკეთესოაო. მაგრამ მისი ასაკიდან და მომავლის პერსპექტივიდან გამომდინარე, შეიძლება ამაზე ფიქრიც. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ნაკრებში თავდამსხმელები ჭირს, არავინ იცის, მომავალში ეს ფეხბურთელი როგორ ითამაშებს. შეიძლება ოვონიკოკოს გზა გააგრძელოს ან კარგი კარიერა აიწყოს.

თანაც, რას ვკარგავთ? არაფერს. უბრალოდ საკითხავია, რამდენად შეძლებენ ბათუმელები დანარჩენი ორი წელი მის შენარჩუნებას? მოგეხსენებათ, ბრაზილიელს ამ ზაფხულსაც სურდა აჭარიდან აბარგება, მას ამჟამად ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე პრაღის "სლავია" ეპატიჟებოდა. ხოლო ბათუმელებმა მისი შეჩერება კონტრაქტით შეძლეს.

ბრაზილიელს "დინამოსთან" 2021 წლის ბოლომდე აკავშირებს კონტრაქტი, 5 წელი კი ორი თვის შემდეგ უსრულდება, 2022 წლის თებერვალში.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ნუ ვეძებთ მიზეზებს ვის და რატომ უნდა, ან მოუნდება როდისმე საქართველოს ნაკრებში თამაში. ადამიანი თუ შენი დროშის ქვეშ გამოდის შენს გვერდში ეს პატივსაცემია და დასაფასებელი. ჩვენ ყველას მათ მადლობა უნდა უთხრათ და პატივი ვცეთ. ასეთები ჩვენ ახლაც გვყავს სპორტში და სულ ახლა ხანს გვასახელა უკრაინელმა ძალოსანმა. მე მივესალმები ყველა სპრტში თუ ვინმე ჩვენს დროშით გამოვა და დიდი მადლობელი ვიქნები მათი. ეს იგივია ომში ჩვენს გვერდში დადგეს და იომოს ჩვენი დროშის ქვეშ.
Geo_Dinamo
30 ოქტომბერი 2019 17:35
18
მეგობარო ისტორიიდან მაინც არ იცი რომ ჩვენს მეფეებს სხვა ტომის ხალხი ჩამოყავდათ მტერთან საბრძოლველად და ასახლებდნენ (ყივჩაღები)აქ? თუ სპორტი ომი არ გონია, რატომ არის ასე აღტკინებით რომ მოუწოდებთ ხოლმე ჩვენს რაგბისტებს რუსებთან საბრძოლველად? ოლიმპიადა პირველად საბერძნეთში იმიტომ გაიმართა რომ მთავარი მიზანი უსისხლო შეჯიბრი იყო, იგივი ბრძოლა და ლტოლვა გამარჯვებისათვის მაგრამ უსუსხლოდ. აბა კითხე ყველა სპორტსმენს რამდენი ოფლი და სისხლი აქვთ დაღვრილი დიდი წარმატების მოსაპოვებლად
Geo_Dinamo
30 ოქტომბერი 2019 23:37
6
არ არის არანაირად იგივე. ომში ადამიანი სიცოცხლეს წირავს შენს გამო, აქ კი ცდილობს ნაკრების დონეზე სადმე ითამაშოს რომ უკეთესი აგენტების თვალთახედვის არეში მოხვდეს. მეტი გზა გაეხსნას, ფასი აეწიოს, რაც თავისთავად ცუდი არაა და ყველა სპორტსმენს უნდა ჰქონდეს წინსვლის მიზანი. უბრალოდ შედარება არ მგონია მართებული
ცუდი შედარებაა
30 ოქტომბერი 2019 21:23
10
ქართველების ალბათ არა მთავარი თუმცა მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენი უკიდურესობებისაკენ მიდრეკილებაა. არა მხოლოდ ფეხბურთში, პოლიტიკაში და ბიზნესშიც... თუ არ გავხდით ევროპულად პრაგმატულები გაგვიჭირდება ევროპულად წარმატებულობაც. აღნიშნულ საკითხში პრაგმატულობა კი იმაში გამოიხატება რომ არაფერს ვკარგავთ! ვცადოთ (თუ თვითონ თანახმაა და თუ გამოგვივიდა), გამოვიძახოთ ერთ შეკრებაზე, ვნახოთ როგორ მოერგება კოლექტივს და რაც მთავარია ორ შეხვედრაში შევხედოთ რისი მაქნისია სხვების ფონზე... კიდევ ერთხელ პ რ ა გ მ ა ტ უ ლ ო ბ ა! სწორად დასვა შეკითხვა ავტორმა, რას ვკარგავთ? პასუხი ერთმნიშვნელოვანია, არაფერს! ხოდა წინ ვისაც გეხებათ. ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლიბსო, აგერ გვაქვს მშვენიერი მაგალითი ბილბაოს ატლეტიკის სახით რომელიც ბასკებისთვის ნეკრებზე მეტია. არ ათამაშებენ არასდროს არაბასკ ფეხბურთელს. შედეგად დღევანდელი ფეხბურთის სპეციფიკიდან გამომდინარე ერთადერთი რისთვისაც იბრძვის და მომავალშიც იბრძოლებს ეს გუნდი პრიმერადან არგავარდნაა. ჩემპიონობას ვინ ჩივის სავარაუდოდ ევროთასებზეც 10 წელუწადში ერთხელ თუ მოხვდებიან. აი ესაა ლიგიკური შედეგი ჯიუტობისა და უკიდურესობებისკენ მიდრეკილებისა. ბრწყინვალე უკრაინის ნაკრებშია ბრაზილიელი მარლოსი, არანაკლებ რუსეთში გილერმე, საფრანგეთი, გერმანია, იყტალია, ესპანეთში ხომ საერთოდ ვინ მოთვლის რამდენი არა სატიტულო ერის წარმომადგენლები თამაშობენ... ხოდა ჩვენ კი ვიძახოთ რომ ქართველები ვართ და განსაკუთრებულები ვართ. კი განსაკუთრებული განსაკუთრებით ფეხბურთში....
ზაზა
30 ოქტომბერი 2019 17:34
15
მოდას აყოლილი მატრაკვეცები
გრიგოლ1408
30 ოქტომბერი 2019 17:23
15
ქეცბაააა :D :D :D არ მახსოვდა მისი ეს კომენტარი და ბევრი ვიცინე :D :D
irakli
30 ოქტომბერი 2019 16:43
0
ზუსტად ასეთი ფორვარდი გვჭირდება თან ძალიან კარგად თამაშობს აი არ მესმის ეგ ლოგიკა მარტო ქართველები იტალიაზე მაგრები ვართ ფეხბურთში გერმანიაზე საფრანგეთზე თუ ინგლისზე??? ისინი თუ ათამაშებენ ჩვენ რატო არ უნდა ვათამაშოთ? პირიქით არ უნდა გაგვიხარდეს რომ უცხოელი კაცი მოირგებს საქართველოს ნაკრების მაისურს და ჩვენი ქვეყნის სახელით დაიხარჯება მოედანზე და ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს??
Giorgi
30 ოქტომბერი 2019 16:39
16
არავითარ შემთხვევაში!!! არა! საქართველოს ნაკრებში უნდა თამაშობდნენ ქართველები! მოვიგებთ ქართველები მოვიგებთ! წავაგებთ ქართველები წავაგებთ!
aburjga
30 ოქტომბერი 2019 16:24
39
აქ კარგი გამოხმაურება გავაკეთე და გთხოვთ დადოთ! ეს კი არა, ის გამოხმაურება დადეთ!
aburjga
31 ოქტომბერი 2019 12:19
1
ხოო ვოვა გუცაევი და აფშევი ხიხი იყო ხო?
ჯონდო
30 ოქტომბერი 2019 16:35
10
ქეცბაია რა კაცია ;დდ მევასება იმენა ;დდდდდდდ
ბაჩო
30 ოქტომბერი 2019 16:23
1
ჩვენ გვინდა ერთია ჯოვინოს უნდა ეს მეორეა, იმის გათვალისწინებით რო ჯოვინოს სხვა გუნდში თამაში სურდა და ამასთან ერთად საუბარია ევროპულ კლუბ(ებ)ზე, არანაირად არაწყობს საქართველოსა და ბრაზილიის პასპორტის ქონა, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არაევროკავშირის ქვეყნის პასპორტის მქონე ფეხბურთელებზე შეზღუდვაა (3-ზე მეტი მსგავსი ფეხბურთელის ყოლა არ შეიძლება)... აქედან გამომიმდინარე, სულ რო 5 წელი შეუსრულდეს მის ქართულ კარიერას, რისი ეჭვის მეპარება, მაგრამ მაინც, მეეჭვება ისურვოს ჩვენი პასპორტის აღება.
Transfermarkt
30 ოქტომბერი 2019 16:21
3
ტყუილია ეგ ინფორმაცია.
semi
30 ოქტომბერი 2019 17:58
5
ბრაზილია ევროკავშირია ? ))))))
ლაშა
30 ოქტომბერი 2019 17:01
9
იყოს რას გვიშლის, თუ ათამაშდა ხო კაი თუ არადა რას ვკარგავთ?
ჯონი
30 ოქტომბერი 2019 16:05
9
ა რ ა ! ! !
ადამიანი
30 ოქტომბერი 2019 15:33
26

სიახლეები პოპულარული