შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზე ანშლაგი იქნება - ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია!

AutoSharing Option
15 ნოემბერს, ევროპირველობის შესარჩევ მატჩში შვეიცარია საქართველოს ნაკრებს სენტ-გალენში უმასპინძლებს. მატჩისადმი ინტერესი უდიდესია და "კიბუნ-პარკის" 19 694-იან სტადიონზე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

მასპინძელთათვის ამ შეხვედრის მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან D ჯგუფში 11 ქულით მესამე ადგილზე არიან, ირლანდიას და დანიას კი 12-12 ქულა აქვთ. "ჯვაროსნებთან" ფეხის დაცდენის შემთხვევაში,  ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდს ძალიან გაუჭირდება ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება.

შეგახსენებთ, თბილისში შვეიცარიელებმა ჩვენს გუნდს 2:0 მოუგეს, თუმცა საქართველოს ნაკრებმა დანიასა და ირლანდიას ქულები დააკარგვინა და ეს, რა თქმა უნდა, შვეიცარიელებს აფრთხობს. ისიც გასათვალისწინებელია,
რომ "ჯვაროსნებისთვის" ამ მატჩს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს და ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშებს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
რავა გოუკვირდენ 19 ათასი კაცი ამგენთან 55 ათასი რო დაესწროს გადეირევიენ ალბათ ეჰ რა დრო იყო 19 ათასიი კაცი გარეთ რჩებოდა დინამოს ტამაშზე ასაი ათასი რო შიგნით იჟდა.
sosia
08 ნოემბერი 2019 11:03
1
ეხლა გაირკვევა ვის ჩავტოვებთ ჯგუფში ისე შვეიცარიას გაუდებდეს კაი იქნება
თემური
08 ნოემბერი 2019 00:21
2
როდის იყო ვაისი უწნეხოთ ათამაშებდა?!
ვამეხი
07 ნოემბერი 2019 23:14
3
შვეიცარია დაჭრილი დათვით შემოგვიტევს და ჩემი აზრით უპრობლემოდ მოგვიგებს!! იმედია ღირსეულად ვითამაშებთ და არ გავნადგურდებით.
zaza
07 ნოემბერი 2019 22:03
2
ვიგებთ, დაერხა შვეიცარიას
ოდდსპორტალი
07 ნოემბერი 2019 20:20
3
წნეხის გარეშე როდის ვთამაშობთ ჩვენ? :დ აი თამაშის დროს უკვე ეტყობათ რო საკუთარ თავს ებრძვიან პირველ რიგში პასის მიცემა/მიღების დროს და ა.შ.
აბგდ
07 ნოემბერი 2019 20:03
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული