ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან მიდის? - "სოჭისთვის" პრიორიტეტული კანდიდატი არ არის

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერ "სოჭის" მწვრთნელი ალეკსანდრ ტოჩილინი გადააყენეს. გუნდი დროებით მის თანაშემწეს, რომან ბერეზოვსკის ჩააბარეს და როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, დაიწყო "მკითხაობა", ვის დანიშნავენ ამ პოსტზე.

ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც დასახელდა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებული კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება.

აგრეთვე განიხილება დან პეტრესკუს, ვალერი კარპინის, დმიტრი ხოხლოვის და ყურბან ბერდიევის კანდიდატურები და მათგან ყველაზე რეალური ეს უკანასკნელია. ბერდიევმა "რუბინი" ზაფხულში დატოვა, მას შემდეგ უმუშევარია და championat-ის მტკიცებით, "სოჭისთან" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას. თუ მხარეები შეთანხმდნენ, ბერდიევი ნაახალწლევს
ჩაიბარებს გუნდს.

რაც შეეხება ვაისს, მან თქვა, რომ არ იცის, გააგრძელებს თუ არა საქართველოს ნაკრებში მუშაობას.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თუ წასვლა იყო აქამდე უნდა წასულიყო, ეხლა უკვე არ მოსულა იმიტომ რომ, ახალი მწვრთნელი რომ დანიშნო, მარტამდე თამაში ნაკრებს არ აქვს, პირდაპირ ბელორუსიასთან მოუწევს გამოყვანა და ფიქრობთ 4 დღეში, ანუ შეკრების დროს დაალაგებს მაგრად გუუნდს ? თუ ამ პერიოდის განმავლობაში ვაიბერში ჯგუფს შექმნიან და იქ გაარჩევენ კომბინაციებს? ეხლა ცვლილებას რა აზრი აქვს ვინმე თუ ახსნით კარგი იქნება.
DAVE
21 ნოემბერი 2019 00:39
7
აბა თუ დარჩა ისეც ფაიზაღი წაგებულია მაშინ მაგის ხელში და მარტამდე ჯერ დროა, იქნება ვინმე ისეთი დანიშნინ ზამენას დროზე რო გააკეთებს მაინც , სხვაზე აღარააა ბაზარი...
..
21 ნოემბერი 2019 07:10
5
დაახლოვებით იგივე კომენტარი დავწერე მეც,მაგრამ არ გამომიქვეყნეს.„ექსპერტებმა“ ეხლა რომ ვაისის წასვლას ითხოვთ ნახევარფინალის წინ,ძალიან გთხოვთ განგვიმარტოთ,ახალი მწვრთნელი როგორ შეძლებს გუნდის მართვას?მემგონი ზოგიერთებს მართლა ჰგონიათ,რომ ნაკრების ბიჭები ყოველდღიურად ერთად ვარჯიშობენ(ესეთი კომენტარიც წავიკითხე გუშინ :-) )
„ექსპერტებო“
21 ნოემბერი 2019 06:17
2
ხომ ვიძახდით რუსეთის ინტერესების გამტარებელია ეს კაცი მეთქი,სამშობლოში ბრუნდება
ქართველი
21 ნოემბერი 2019 00:03
15
იქნებ ვეღირსოთ ამ აკვიატებული კაცის წასვლის დღეს
...
20 ნოემბერი 2019 23:06
9
მე რომ მისმენდეს ვურჩევდი რომ წავიდეს! არ დარჩება უმუშევარი და დაისვენებს!
aburjga
20 ნოემბერი 2019 22:41
6
კი, წესით უნდა დაღლილიყო ამდენი ლანძღვა-გინებისაგან!
aburjga
21 ნოემბერი 2019 09:25
1
ახლა დაღლილია ვითომ?
20 ნოემბერი 2019 23:13
2
უნდა ვილოცო რომ ვინმეს მაინც მოუნდეს მისი წაყვანა. აგერ რუსეთის უპირობო აუტსაიდერმა არ ინება ჩვენი ნაკრების მწვრთნელი.
G.LA
20 ნოემბერი 2019 22:32
10
რა არ იცის. ძალიან კარგად იცის რომ უნდა წავიდეს.
გრიგოლ1408
20 ნოემბერი 2019 21:31
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული