ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან მიდის? - "სოჭისთვის" პრიორიტეტული კანდიდატი არ არის

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერ "სოჭის" მწვრთნელი ალეკსანდრ ტოჩილინი გადააყენეს. გუნდი დროებით მის თანაშემწეს, რომან ბერეზოვსკის ჩააბარეს და როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, დაიწყო "მკითხაობა", ვის დანიშნავენ ამ პოსტზე.

ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც დასახელდა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებული კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება.

აგრეთვე განიხილება დან პეტრესკუს, ვალერი კარპინის, დმიტრი ხოხლოვის და ყურბან ბერდიევის კანდიდატურები და მათგან ყველაზე რეალური ეს უკანასკნელია. ბერდიევმა "რუბინი" ზაფხულში დატოვა, მას შემდეგ უმუშევარია და championat-ის მტკიცებით, "სოჭისთან" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას. თუ მხარეები შეთანხმდნენ, ბერდიევი ნაახალწლევს
ჩაიბარებს გუნდს.

რაც შეეხება ვაისს, მან თქვა, რომ არ იცის, გააგრძელებს თუ არა საქართველოს ნაკრებში მუშაობას.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თუ წასვლა იყო აქამდე უნდა წასულიყო, ეხლა უკვე არ მოსულა იმიტომ რომ, ახალი მწვრთნელი რომ დანიშნო, მარტამდე თამაში ნაკრებს არ აქვს, პირდაპირ ბელორუსიასთან მოუწევს გამოყვანა და ფიქრობთ 4 დღეში, ანუ შეკრების დროს დაალაგებს მაგრად გუუნდს ? თუ ამ პერიოდის განმავლობაში ვაიბერში ჯგუფს შექმნიან და იქ გაარჩევენ კომბინაციებს? ეხლა ცვლილებას რა აზრი აქვს ვინმე თუ ახსნით კარგი იქნება.
DAVE
00:39 21-11-2019
7
იქნებ ვეღირსოთ ამ აკვიატებული კაცის წასვლის დღეს
9
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული