ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთა ლიგის კენჭისყრა, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა.

უეფამ გამოავლინა ის წყვილი, რომლის გამარჯვებული ერთა ლიგის ფინალში ითამაშებს და ჩვენდა სასიხარულოდ, ეს საქართველოსა და ბელარუსის წყვილი გახდა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩსაც სახლში გამართავს და ეს შეხვედრა 26 მარტს გაიმართება. ფინალური მატჩები კი 31 მარტს ჩატარდება.

ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ჩრდ. მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს ასევე თბილისში მიიღებს, რაც ბუნებრივია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსებს ზრდის.

მკითხველის კომენტარები / 64 /
მინდა წარმტება ვუსურვო საქართველოს ნაკრებს ეს დიდი შანსია ჩვენთვის და ჩვენი სიტყვა ვთქვაათ ევროპაზე წარმატებები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს
არსენი
22 ნოემბერი 2019 20:50
0
მიმაჩნია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასაც მაგრად უნდა ვუქომაგოთ, თორემ თბილისში კოსოვოს ჰიმნზე ათიათასობით ადამიანის ფეხზე წამოდგომა არ იქნება კოსოვოს აღიარების რაღაცნაირი ნიშანი?!
N
22 ნოემბერი 2019 20:03
2
ამაზე დავწერე კომენტარი მეც, ჯერესერთიდა საერთოდ რანაირად შემოვლენ ვინ შემოუშვებს და დიდი ალბათობით კოსოვო და ჩვენ თუ გავალთ თამაში ნეიტრალურზე იქნება
Emiri
22 ნოემბერი 2019 23:34
3
რა გაატრაკეთ საქმე კოსოვო კოსოვო.ჯერ გაცდესმაკედონიას და მერე იძახეთ კოსოვო ეგ ერთი.მერე მეორე კოსოვო მაკედონია ბელარუსი კი არა.ისეთი შანსი გვაქვს სუ რო გერმანია და ბრაზილია ჩამოვიდნენ უნდა მოვიგოთ ხალხო.ვსოოო სხვა გზა არაა წერტილი.
emzo
22 ნოემბერი 2019 19:53
1
მესმის რო ყველას თავის ქვეყანა უყვარს მაგრამ ქილიკი იმაზე რო არცერთია გრანდი როცა შენც იმ ლიგაში იყავი არასწორია და თან ფინალის მოგებამდე იქ გასვლაა საჭირო წინ წასული მელაო უკან ჩამორჩებაო ბრძენს ტყუილა კი არ უთქვამს ჩემის აზრით გასვლაზე უფრო თავისუფლად ითამაშებდნენ
ნოდო
22 ნოემბერი 2019 19:40
8
აბა ჰე,აბა ჰო,ბრძოლა და კიდევ ბრძოლა,ფეხბურთის სპეციალისტებმა გააშუქონ თითოეული ნაკრების შესაძლო კანდიდატი ამ ოთხი თვის განმავლობაში.
ზას.
22 ნოემბერი 2019 19:07
0
აი ეს მესმის!ამაზე უკეთესი რამ სიზმარშიც არ დაგვესიზმრებოდა,2 მატჩის მოგება შენივე კალიბრის გუნდებთან შენსავე მოედანზე და ეგარი ის, რასაც მთელი ქვეყანა ამდენი ხანი ასე შევნატრით.მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო.რაც შეილება ადრე უნდა დაიწყოს გუნდის შეკრება.ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული გულშემატკივრებზე,ისეთი ატმოსფერო უნდა შევქმნათ სტადიონზე რომ მე-12 მოთამაშეთ უნდა გადავიქცეთ,ცოტა იღბალიც დაა...თუ ყველაფერი ასე იქნა გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება.
ღმერთო ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად ამყოფე.
ქობულეთელი
22 ნოემბერი 2019 19:04
0
ფაქტი ერთია,რო დიდი უპირატესობა მივიღეთ,მაგრამ უეჭველი გასულები ვართ და ა.შ საუბარი არ იქნება მართალი. დარწმუნებული ვარ ყველაფერს გაკეთებენ ბიჭები,რო 1981 განმეორდეს ქართველი ხალხისთვის,ყველაზე მეტად გვჭირდება ეს ჩვენ..
გოგა
22 ნოემბერი 2019 18:58
2
რატომღაც მგონია მაკედონია შეგვხვდება ფინალში,თუმცა სულერთია არცერთი არაა გრანდი და თბილიში ორივეს მოვუგებთ. გამართლება ამას ქვია ორივე თამაშისთვის შინ მოვემზადებით და პლუს თუ მეტოქეები 120 წუთს ითმაშებენ პარალელურ შეხვედრას მთლად უკეთესი:)
ზუგდიდი
22 ნოემბერი 2019 18:51
2
რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს პრობლემების მოგვარება და რაც შეიძლება ადრიანად მოხდეს ნაკრების შეკრებე შეთამაშება
ოკ
22 ნოემბერი 2019 18:18
0
ჩაკვეტაძე გვყავდეს და ამათ ჰაერში გადავხევთ
Emiri
22 ნოემბერი 2019 17:21
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული