ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთა ლიგის კენჭისყრა, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა.

უეფამ გამოავლინა ის წყვილი, რომლის გამარჯვებული ერთა ლიგის ფინალში ითამაშებს და ჩვენდა სასიხარულოდ, ეს საქართველოსა და ბელარუსის წყვილი გახდა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩსაც სახლში გამართავს და ეს შეხვედრა 26 მარტს გაიმართება. ფინალური მატჩები კი 31 მარტს ჩატარდება.

ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ჩრდ. მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს ასევე თბილისში მიიღებს, რაც ბუნებრივია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსებს ზრდის.

მკითხველის კომენტარები / 64 /
Kosovo gadagvivlis
Nino
22 ნოემბერი 2019 16:20
62
სამივეს მოგება უნდოდა და ვერ დანიამ, ვერც ირლანდიამ და ვერც შვეიცარიამ ვერ გადაგვიარა და რაღა კოსოვო გადაგვივლის?
გიორგიპირველი
22 ნოემბერი 2019 17:05
1
კოსოვოს მაკედონია მოუყომარებს
Irakli Apkhaidze
22 ნოემბერი 2019 17:01
0
ყველა გამოხმაურება
ეს არ არის მხოლოდ საფეხბურთო ან თუნდაც სპორტული მასშტაბის შანსი. ეს არის შანსი უკანასკნელი 30-წლეულით გაწამებული, პოლიტიკური რეალობით გადაღლილი, საკუთარი თვითშეფასების კუთხით რწმენაშერყეული, გაუტანლობით, ომებით, ყველა ფრონტზე ლოკალური დამარცხებებით გადაღლილი, უამრავი კატასტროფებით და უბედური შემთხვევებით გატანჯული, ყველასაგან (ევროპისგან, ამერიკისგან, რუსეთისგან, ნატოსგან, ევროკავშირისაგან, ბიძინასგან) გადაგდებული ქვეყნისათვის და ხალხისათვის მოაწყოს საერთო-სახალხო ზეიმი და გულიანად გაიხაროს ერმა და ბერმა, თუნდაც ერთი დღით იყოს ერი შერიგებული და კონსოლიდირებული!
დათი
22 ნოემბერი 2019 16:18
5
რა ვიცი ძმაო ეს შანსიც თუ გავუშვით ხელიდან და მაშინ მართლა გადავხნათ სტადიონები და დავთესოთ სიმინდი და ლობიო მაინც ნახევარი საქართველო მშიერი კვდება
soso
22 ნოემბერი 2019 16:13
0
ასეთ შანს გამოყენება უნდა. თუ ფინალში გავალთ ისიც თბილიში იქნება, ეს ხომ ჩვენს ნატვრის ასრულებას უფრო ზრდის. მჯერა ასრულდება ჩვენი ნატვრა და ყველა ერთად გავიხარებთ, მჯერა ბიჭები თავს არ დაზოგავენ და წარმატებას მიაღწევენ. მადლობა ხარისტიასს ის შარი ამოიღო ჩვენ რომ გვინდოდა. ვერც წარმომიდგენია ფინალის მოგებას თბილიში რა სიხარული მოყვება სრულიად საქართველოში. წარმატება საქართველოს.
G.LA
22 ნოემბერი 2019 16:08
0
საბურთალო გავიხსენოთ მეგობრებო საბურთალო.... ფრთხილად!
ara
22 ნოემბერი 2019 16:04
14
ფიფამ გარიცხოს ბელარუსი და კოსოვო და ეგ არის რა სრული ბედნიერებისთვის და პირდაპირ დაგვსვას ევროპაზე :)
max
22 ნოემბერი 2019 16:03
12
ცრემლები მერევა 48 წლის ვარ და წარმომიდგენია რა მოხდება ჯერ ბელორუსი დავამარცხოდ და მერე ფინალიც მოვიგოთ ეს იქნება 38 წლის შემდეგ 13 მაისის გამეორება და ღმერთს ვთხოვოთ ყველამ ერთად ეს მოხდეს და მოუწოდოთ ყველას ეს ოთხი თვე მიუძღვნად ფეხბურთს მაქსიმალურად და ვიყოთ ლოგიკის ჩარჩოებში დდა წინასწარ ილუზიები არ იყოს დიდი თუ პატარა გავერთიანდეთ წარმიდგინეთ ეს რომ პირველად ხდებოდეს ხორვატიაში მტრებიც კი გაერთიანდებოდნენ
zurabi
22 ნოემბერი 2019 16:01
1
ფაქტიურად, ამომწურავად თქვი ჩემი სათქმელი
Fani
22 ნოემბერი 2019 17:04
0
Ha exla tqven icit da tqvenma marifatma.es 3 gundic xo shveicaria,dania da xorvatia araa.eseti shansi kide rodis iqneba vin icis.ori tamashia da orive saxlshi meti ra gindat?
Misha
22 ნოემბერი 2019 16:00
0
არ ინერვიულოთ და გულს გაუფრთხილდით, ყველაფერი კარგად იქნება!!!
კარდეოლოგი
22 ნოემბერი 2019 15:57
0
თუ კოსოვო გავიდა ფინალში, ნეიტრალურზე უნდა მოვითხოვოთ. არ უნდა ვუმასპინძლოთ. ამით სერბეთს ვაწყეინებთ. ეს იგივეა მათ რომ აფხაზეთს უმანსპინძლონ და ამით პრაქტიკულად აღიარონ. თუნდაც ვერ გავიდეთ, აფხაზეთი მეტია ვიდრე ფეხბურთი
პოლიტიკა ფეზბურთზე მეტია
22 ნოემბერი 2019 15:52
29
კოსოვოელი სპორტსმენები არაერთხელ ჩამოსულა, ასე რომ პრობლემა არაა.
კოსოვოსა და აფხაზეთს შორის დიდი განსხვავებაა. კოსოვო აღიარა მსოფლიოს უდიდესმა ნაწილმა, ხოლო აფხაზეთი თითქმის არავინ.
1
22 ნოემბერი 2019 17:53
1
ალბათ უმეტესობა დაგეთანხმებით ამ აზრში. საინტერესოა UEFA-დან რა პასუხი მოყვება? მათი კენჭისყრის უგულველყოფა კი გამოგვივა, მარა ჩვენი მყარი არგუმენეტი გვაქს.
G.LA
22 ნოემბერი 2019 16:42
10
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული