ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთა ლიგის კენჭისყრა, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა.

უეფამ გამოავლინა ის წყვილი, რომლის გამარჯვებული ერთა ლიგის ფინალში ითამაშებს და ჩვენდა სასიხარულოდ, ეს საქართველოსა და ბელარუსის წყვილი გახდა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩსაც სახლში გამართავს და ეს შეხვედრა 26 მარტს გაიმართება. ფინალური მატჩები კი 31 მარტს ჩატარდება.

ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ჩრდ. მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს ასევე თბილისში მიიღებს, რაც ბუნებრივია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსებს ზრდის.

მკითხველის კომენტარები / 64 /
ეს არის თითქმის 100%-იანი შანსი! ამაზე მეტი რა შეიძლებოდა მე ვერ წარმომიდგენია. ორთავე თამაშის შანსი შინაურ კედლებში, არა მგზავრობა და ადაპტაცია, ნაცნობი გარემო და გულშემატკივარი... დარწმუნებული ვარ შეიქმნება ყველნაირად კომფორტული მოსამზადებელი გარემო ჯერ ნახევარფინალისათვის და შემდგომ (ღმერთმა ქნას) ფინალისათვის. ეხლა უკვე ყველაფერი მართლაც ფედერაციასა და მწვრთნელ-ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. რაც გულშემატკივრებზე იქნება დამოკიდებული, დარწმუნებული ვარ მაგ კუთხით არც ჩვენ შევირცხვენთ თავს.
ანესთეზეოლოგი
22 ნოემბერი 2019 15:48
3
აჰა, აგერ ბურთი აგერ მოედანი! ბიჭები დადებენ სულს და გულს მჯერა! ჩაკვე დაგვიბრუნოს ღმერთმა ჯანმრთელი!♥️
მარტვილსკი
22 ნოემბერი 2019 15:49
2
ერთი ის მაინტერესებს აქ ვინ დაძვრება ანომიმურად ვირთხასავით და "დისლაიქებს" ვინ აძლევს გახარებული და ოპტიმისტი გულშემატკივრების კომენტარებს? ვინ ცდილობს ეროვნული სულის ჩაკვლას თუ დაცინვას, არ ვიცი რა დავარქვა. ყველა აღფრთოვანებული და გახარებულნი ვართ, რომ საჩვენოდ მოეწყო ყველაფერი, ასეთი კლავიატურის ვირთხები კი ცდილობენ მოწამლონ პოზიტიური გარემო. Sportall.ge-ს მოდერატორებს მოვუწოდებ, ცოტა სერიოზულად დააყენონ სტატიების დაკოემტარების საკითხი. არარეგისტრირებული მომხმარებელი ვერც უნდა წერდეს და ვერც აფასებდეს კომენატრს, ყველას არ უნდა შეეძლოს სხვადასხვა სახელით რაც უნდა ის წეროს.
ანესთეზეოლოგი
22 ნოემბერი 2019 16:33
8
კოსოვოს ნაკრების ფეხბურთლები საკლუბო დონეზე თანაშობენ: ლაციო, ბაზელი, ბრემენის ვერდერი, ჰერენვენი, ინგლისის ჩემპიონშიპი, ბელგია და ა.შ. ნუ ქმნით ზედმეტ წნეხს, 100% მაგ ფეხბურთელებს ვერ მოუგებ, ზედმეტი მოლოდინები და ვალდებულება შეიქმნა საბურთალოს შემთხვევაშიც და რა შედეგი გამოიღო ნახეთ ყველამ. უდაძაბულესი მატჩები იქნება, ამიტომ წინასწარ ლაპარაკი - აქ წაგება ღალატია და ესეთი შანსი აღარ გვექნება და ა.შ. - გარდაუვალ მარცხამდე მიგვიყვანს. ყველა გულშემატკივარს ვთხოვ, თავშეკავებულები ვიყოთ და გავერთიანდეთ. ჩვენზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული მერწმუნეთ)
ვაჟა
22 ნოემბერი 2019 16:55
3
რა გაატრაკეთ საქმე კოსოვო კოსოვო.ჯერ გაცდესმაკედონიას და მერე იძახეთ კოსოვო ეგ ერთი.მერე მეორე კოსოვო მაკედონია ბელარუსი კი არა.ისეთი შანსი გვაქვს სუ რო გერმანია და ბრაზილია ჩამოვიდნენ უნდა მოვიგოთ ხალხო.ვსოოო სხვა გზა არაა წერტილი.
emzo
22 ნოემბერი 2019 19:53
1
ძაან გამიხარდა! ეს კიდევ ერთი დიდი მოტივაციაა ფინალი გადაჭედილ დინამოზე! მჯერა რო შეგვიძლია! თუმცა ერთი ამხანაგური კარგი იქნებოდა ბულგარეთთან ან რუმინეთთან
ბასკი
22 ნოემბერი 2019 17:05
0
ყურადღება, ყურადღება! ქართული ფეხბურთის ისტორიაში 1981 წლის შემდეგ პირველად, გვაქვს უნიკალური შანსი ერთ მუშტად შეიკრას ქართველი ერი და უდიდესი სიხარული მიიღოს, რაც თუნდაც დროებით დაგვავიწყებს ყოველდღიურ პრობლემებს და ახალ მუხტს მისცემს ქვეყანაში ფეხბურთის (და არა მხოლოდ მის) განვითარებას! უეფამ შანსი ჯერ მოგვცა, ახლა გაგვიზარდა. ჯერი ჩვენზეა! ამ შანსის განიავება იქნება დანაშაული ერის წინაშე (არ ვაჭარბებ), ამიტომ უნდა შეიკრას ერი და ბერი, ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი, ქომაგები და ფუნქციონერები და
მაშინ, მჯერა ჩვენ სანუკვარ მიზანს მივაღწევთ! ღმერთმა დალოცოს საქართველო!
patrioti
22 ნოემბერი 2019 16:29
3
ცრემლები მერევა 48 წლის ვარ და წარმომიდგენია რა მოხდება ჯერ ბელორუსი დავამარცხოდ და მერე ფინალიც მოვიგოთ ეს იქნება 38 წლის შემდეგ 13 მაისის გამეორება და ღმერთს ვთხოვოთ ყველამ ერთად ეს მოხდეს და მოუწოდოთ ყველას ეს ოთხი თვე მიუძღვნად ფეხბურთს მაქსიმალურად და ვიყოთ ლოგიკის ჩარჩოებში დდა წინასწარ ილუზიები არ იყოს დიდი თუ პატარა გავერთიანდეთ წარმიდგინეთ ეს რომ პირველად ხდებოდეს ხორვატიაში მტრებიც კი გაერთიანდებოდნენ
zurabi
22 ნოემბერი 2019 16:01
1
ფაქტიურად, ამომწურავად თქვი ჩემი სათქმელი
Fani
22 ნოემბერი 2019 17:04
0
ღმერთი ჩვენსკენ!!!
sormona
22 ნოემბერი 2019 15:46
0
ვაშა ვაშა და კიდევ ვაშა!! წარმოიდგინეთ საქართველოს ვგულშემატკივრობთ ფინალზე და მოვიგეთ, რამხელა ოვაცია და ენერგია წამოვა მთელი საქართველო იქ იქნება. აი ესაა შანსი ეხლა ერთმანეთი გავახაროთ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ აი ესააა შანსი და გამოყენება უნდა ))
asaqsdasa
22 ნოემბერი 2019 15:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული