"ტორპედოს" ამბები ბოლო ეტაპზეა. ან 26 იანვრამდე კლუბს ოფიციალურად ეყოლება ინვესტორი, თუ არა და, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ლიგა 9 გუნდით ჩატარდებოდა, რაც არაზუსტი ინფორმაციაა. იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის "ტორპედო" ფეხბურთელების მიმართ დავალიანებას ვერ დაფარავს, ეროვნული ლიგის ლიცენზიას ჩამოართმევენ, შემდეგ კი, დებულების მიხედვით, მის ნაცვლად პლეი-აუტში დამარცხებული, წინა სეზონის მე-8 გუნდი იასპარეზებს. ამ შემთხვევაში ეს კლუბი "რუსთავია".
"რუსთავს" კი ეროვნულ ლიგა 2-ში, ანალოგიურად, პლეი-აუტში დამარცხებული მე-8-ადგილოსანი გუნდი "გურია" ჩაანაცვლებს.
თუმცა, ამავდროულად, ეროვნულ ლიგა 2-ში ჯერ კიდევ გაურკვეველია "შევარდენისა" და "ცხინვალის" ბედი.
ამ ყველაფერს კი მომავალ კვირაში ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტს.
გაარკვიეთ და დაწერეთ.
უმაღლეს ლიგაში დარჩენას ვუსურვებ ტორპედოს! როგორიც არ უნდა იყოს ის - ქუთაისისთვის მაინც ბევრს ნიშნავს! ქუთაისელი გულშემატკივარი მედროვე არარის, რეგიონალლიგიანი ტორპედოც ისევე ეყვარებათ - როგორც ჩემპიონი!
კოლხეთი 1913 რომელიც უმაღლესში მილიონ ლარზე მეტი მიიღო და მეორე ლიგაში 700 ათასამდე და მაინც ლამის კლუბის მოკვეთაზე იყო საუბარი და ალბათ უბრალოდ მიჩქმალეს.
ცხინვალი , რომელიც მეორე ლიგაში იღებდა 600 ათას ლარს ქვეყნის ბიუჯეტიდან.
რატომ ხდება საუბარი კლუბების დასჯაზე და რატომ ტყდება ჯოხი კლუბზე , მაშინ როდესაც ამ ფულის "შემჭმელი" ხალხი აგრძელებს მშვიდ ცხოვრებას ვითომ არაფერი მომხდარა .
განა ეს არ არის სახელმწიფო დანაშაული ? ქვეყნის ფულის შეჭმა? ან ვისთან მიაქვთ წილი რომ მერე პოულობენ მხოლოდ კლუბს და სჯიან მას და არა ნამდვილ დამნაშავეს?
პ.ს. ან რატომ მარტო შემსრულებლები მოკვეთეს ფეხბურთიდან და არ დაიჭირეს ორგანიზატორები ? იმისთვის ხომ არა რომ ფიფა და უეფასთვის ნაცარი შეეყარა თვალებში იმაზე რაც ხდება სინამდვილეში.
რას ნიშნავს ტორპედოს ვინ ჩაანაცვლებს და რა მაფიაა ტორპედოს წინააღმდეგ რომ მოქმედებს?