ვინ ჩაანაცვლებს ეროვნულ ლიგაში "ტორპედოს", თუ იტალიელების ამბავი არ გამოვა

AutoSharing Option
"ტორპედოს" ამბები ბოლო ეტაპზეა. ან 26 იანვრამდე კლუბს ოფიციალურად ეყოლება ინვესტორი, თუ არა და, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ლიგა 9 გუნდით ჩატარდებოდა, რაც არაზუსტი ინფორმაციაა. იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის "ტორპედო" ფეხბურთელების მიმართ დავალიანებას ვერ დაფარავს, ეროვნული ლიგის ლიცენზიას ჩამოართმევენ, შემდეგ კი, დებულების მიხედვით, მის ნაცვლად პლეი-აუტში დამარცხებული, წინა სეზონის მე-8 გუნდი იასპარეზებს. ამ შემთხვევაში ეს კლუბი "რუსთავია".

"რუსთავს" კი ეროვნულ ლიგა 2-ში, ანალოგიურად, პლეი-აუტში დამარცხებული მე-8-ადგილოსანი გუნდი "გურია" ჩაანაცვლებს.
თუმცა, ამავდროულად, ეროვნულ ლიგა 2-ში ჯერ კიდევ გაურკვეველია "შევარდენისა" და "ცხინვალის" ბედი.

ამ ყველაფერს კი მომავალ კვირაში ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტს.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ყველას გვტკივა ტორპედო მაგრამ იმის გამო რომ შენი გუნდი გავარდება პრეზიდენტის უტვინობის გამო საქართველოს ნაკრების ბელორუსთან ამოტენვა როგორ უნდა ისურვოს ფსიქიკურად ნორმალურმა ადამიანმა???
ბათუმის ფანი
24 იანვარი 2020 14:09
2
iuventusis da reinjersis magalitebi ak uadgiloa, magat camkvani gamartuli chempionati akvt, da tundac aseti gundebis gagdeba mat chempionats ar etkoba, da chven, chven ra donis chempionati gvak amasac xo unda chexedot, aba dinamo tbilisi vardebodes , ert ambavs atexavdit, atasi kaci gamochdeboda marto mtavrobachi romelic mzad ikneboda daxmareboda, televizorchi meti arapeli ikneboda, asi kaci dadis sul tbilisis stadionebze, isic pegburtelebis natesavebi, da torpedos stadioni xchirad xalxs ver itevs, talgebs aketebs xalxi, erti romel stadionze ginaxiat torpedos garda chida chempionatchi talgebi damisaxelet,tbilisis iketac arsebobs sakartvelo da cota meti kuradgeba unda sxva kalakebs , maindamainc acharasnairad turketis sagvartan unda vcxovrobdet ro mtavrobam kuradgeba mogvakcios.
x
24 იანვარი 2020 13:46
7
ქუთაისის ტორპედო ქუთაისის გუნდი იყო. თბილისისი დინამო კი ქუთაისში გაზრდილი და აქედან წასული ფეხბურთელებით სავსე.. ჰოდა წაგვართვით ქუთაისს ისედაც ცოცხალ მკვდარი ფეხბურთი.. ფედერაციამ იჩალიჩოს და საერთოდ თბილისის ჩემპიონატი ჩაატარეთ , რეგიონში სიარული მაინც გეზარებათ.. აგვიხდა ნანატრი ქართული ოცნება
მამაქალაქელი
24 იანვარი 2020 13:45
14
ეეეეჰ... აფსუს... ჯერ კიდევ მაისს-ივნისში ვაფრთხილებდი ტორპედოს ფანკლუბს, სპეციალურად გადააქვთ თქვენი ყურადღება ტორპედოს პრობლემებიდან, რა დროს "კობიაშვილმა ჩხეტიანს არაკორექტულად მიმართაო"?! მართლაც და რა დროს ეგ იყო. თურმე ფედერაცია და კობი მაქსიმუმს აკეთებდნენ ტორპედოს გადასარჩენად, ჩაჩავა და კომპანია კი გუნდს ღუპავდა ამ დროს. მაშინვე ვწერდი - აუდიტის მეტი არაფერი გიშველით თქო. დასაჭერი - უნდა დაიჭირო. ის ხომ უბრალო ქურდი არ არის, მან ქალაქის სიყვარული და იმედი გაქურდა. აი მისი არ გაწირვის პოლიტიკის შედეგი. იქნებ და მართლა მოხდეს სასწაული და ეშველოს ტორპედოს. ყველა გაიხარებს საქართველოში. მაგრამ ჩაჩავას ნამოქმედარის აუდიტი აუცილებლად უნდა ჩატარდეს! ეს ტორპედოს და ქუთაისს კი არა, მთელ ქართულ ფეხბურთს სჭირდება.
alexandre
24 იანვარი 2020 13:43
0
აი ასე იცის კერძო პირების და კერძო საკუთრების საბიუჯეტო ფულით დაფინანსებამ, როცა კერძო ხარჯავს კლუბზე რამდენიმეჯერ ნაკლებს ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტი.
სფფ-ს მიერ კეთილი ვითომ კეთილი სურვილებით და სინამდვილეში ცუდი გააზრებულობით,დაბალი ცოდნით გაფორმებული საფეხბურთო ულტრა სოციალიზმმა ფეხები გაფშიკა. სამტრედიამ მიაღწია წარმატებას და მესამე წელსვე საფინანსო კრიზისში მოხვდა, გავარდა მეორე ლიგაში,ტორპედომ მიაღწია და მაშინვე კრიზისში მოხვდა.ვიტ ჯორჯია ამოვიდა და ისიც ინანსებმა გააგდო. წარმატების შემოქმედ ბიჭებს ყრიან და ყოველ ახალ სეზონს ახალი შემადგენლობით იწყენებ.
იმედია რომ ფედერაცია აწი მაინც ისწავლის რაიმეს და საბიუჯეტო ფულს სახერხად არ ჩაუგდებს ხელში მაქინატორებს. დაამთავრეთ კლუბების ბიუჯეტის ფინანსირება, მხოლოდ მიღწევების სტიმულირება და მორჩა.
Jango
24 იანვარი 2020 13:35
1
თუ ტორპედო გაწირეთ და გაგზავნეთ ეს კლუბი მეოთხე ლიგაში ჩემთვის ისედაც გაფარჩაკებული საქართველოს ფეხბურთის ყურებას აზრი აღარ ექნება და გულით ვუსურვებ ბელარუსთან ამოტენვას და სრულ დასამარებას ტორპედო ქუთაისის დაშლას ქართული ფეხბურთი ვერასოდეს ვერ მოინელებს რაც ასე ბევრს ნდომებია როგორც ჩანს და ტორპედოს გულშემატკივრები ამას ასე იოლად არ გადაყლაპავენ ყოველ ტურის ცენტრალური შეხვედრებზე ელოდეთ ჩვენი ფედერაციის "მოსალოც სიტყვებს" რასაც უეფა ურეაგიროდ არ დატოვებს და დაგამხობთ თავზე მთლად მაგ ფეხბურთს თუ ვაი ფეხბურთს და დარჩით მერე გორის და დინამოს ამარა და სემჩკის ჭამაც აღარ დაგჭირდებათ იმ 20 კაცსაც რომელიც დადის ეროვნული ლიგის თამაშებზე
Apolos
24 იანვარი 2020 13:35
34
მაგარ გულზე მყოფო გულშემატკივარო,რომ გადაწყევლე მთელის საქართველოს საკლუბო ფეხბურთი და ნაკრებიოც მიაყოლე ზედ დესერტად,ცოტა იურიდულად რომ გაიწაფოთ და კლუბის სხვისი ფულით გულშემატკივრობას საკუთარი ჯიბით ფულშემატკივრობა გაუწიოთ არ გსურთ? არ გინდათ სეზონურად 600-700 ლარად მომუშავეებმა,დააფინანსოსთ 5-7-10 000 დოლარიანი ხელფასებით სტადიონზე მორბენალი ბიჭების დასაქმება? :) არ გინდათ ხო, ასეა ასე.... რომ გდომოდათ მერიას აატალახებდით 200 000 ქუთაისელი და სააქციო საზოგადოება დიდი ხანია გექნებოდათ.
მეგონა რომ ეს გასაჭირი უფრო მეტ შემართებას და კონსოლიდაციას მისცემდა ქუთაისელ გულშემატკივრებს და ფულშემატკივრებად იქცეოდნენ, მაგრამ მხოლოდ საიტებზეა გულშემატკივრობა
Artanuji
24 იანვარი 2020 17:06
2
აუ მართლა რა იუვე გააგდეს და ტორპედო გამოიყვანეს სასწაული საქართველოსი....როცა ფულებს ჭამდნენ მაშინ რატომ არავინ არ იღებდა ხმას ამ უდიდესი კლუბისგან?
ზეზვა
24 იანვარი 2020 13:07
10
ინვესტორი რეალობაა, რა დონის და რა საფეხბურთო გამოცდილების არიან ეს სხვა საკითხია! ტორპედოსთვის ესეც საჩუქარია, მაგრამ მათ არ უნდათ ვალებიანი კლუბი, აქ მარტო ხელფასებზე არარის ლაპარაკი, სხვა უამრავი ვალია კიდევ კომუნალურების! სტადიონიც კი არაა კლუბის საკუთრება! სახელმწიფო ამ თანხებს არ ჩამოწერს, სტადიონს არ თმობენ და ასეთი კლუბი რეალურად ვინმეს უნდა?
უმაღლეს ლიგაში დარჩენას ვუსურვებ ტორპედოს! როგორიც არ უნდა იყოს ის - ქუთაისისთვის მაინც ბევრს ნიშნავს! ქუთაისელი გულშემატკივარი მედროვე არარის, რეგიონალლიგიანი ტორპედოც ისევე ეყვარებათ - როგორც ჩემპიონი!
ბასკი
24 იანვარი 2020 12:31
3
ტორპედო კიარა იუვენტუსი რეინჯერსი ფიორენტინა და ა.შ მოუკვეთიათ თავის დროზე. მიხედეთ დააფინანსეთ და არავინ ხელს არ ახლებს. არ შექმნეს ეროვნული ტრაგედია
gio
24 იანვარი 2020 12:27
13
ტორპედო არსად არ გავარდება,ყველაფერი კარგად იქნება
jaba
24 იანვარი 2020 12:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული