ვინ ჩაანაცვლებს ეროვნულ ლიგაში "ტორპედოს", თუ იტალიელების ამბავი არ გამოვა

AutoSharing Option
"ტორპედოს" ამბები ბოლო ეტაპზეა. ან 26 იანვრამდე კლუბს ოფიციალურად ეყოლება ინვესტორი, თუ არა და, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ლიგა 9 გუნდით ჩატარდებოდა, რაც არაზუსტი ინფორმაციაა. იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის "ტორპედო" ფეხბურთელების მიმართ დავალიანებას ვერ დაფარავს, ეროვნული ლიგის ლიცენზიას ჩამოართმევენ, შემდეგ კი, დებულების მიხედვით, მის ნაცვლად პლეი-აუტში დამარცხებული, წინა სეზონის მე-8 გუნდი იასპარეზებს. ამ შემთხვევაში ეს კლუბი "რუსთავია".

"რუსთავს" კი ეროვნულ ლიგა 2-ში, ანალოგიურად, პლეი-აუტში დამარცხებული მე-8-ადგილოსანი გუნდი "გურია" ჩაანაცვლებს.
თუმცა, ამავდროულად, ეროვნულ ლიგა 2-ში ჯერ კიდევ გაურკვეველია "შევარდენისა" და "ცხინვალის" ბედი.

ამ ყველაფერს კი მომავალ კვირაში ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტს.

მკითხველის კომენტარები / 32 /
CHEN BATUMELO DINAMO TBILISIS PANO CHKVIANAD IKAVI TORE MOGNAXAV DA GIMKURNALEB KARGAD,
1
ქუთაისის და მისი ტორპედო,ქართული ფეხბურთის ხერხემალი იყო და არის,მისი წაქცევით,ქართული ფეხბურთი,ისედაც ოჩოფეხზე მდგარი,მაგრად გაფარჩაკდება.
ზესტაფონის მარგვეთი ქართული ფეხბურთის ჩინოვნიკებმა დაასამარეს და იმერეთის ამ ზონაში მოკლეს ფეხბურთი,ქუთაისის ტორპედოსაც თუ იგივე დაემართა ამაში ბრალი ფეხბურთის ჩინოვნიკებთან ერთად ქალაქის ხელმძღვანელობის ძალიან დიდი იქნება და საბოლოოდ იმერეთში ხელში შეგვრჩება უღიმღამო უინტერესო გუნდები,რომელიც ქართულ ფეხბურთს არაფერში წაადგება.
ზასტაველი
21:06 24-01-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული