ვინ ჩაანაცვლებს ეროვნულ ლიგაში "ტორპედოს", თუ იტალიელების ამბავი არ გამოვა

AutoSharing Option
"ტორპედოს" ამბები ბოლო ეტაპზეა. ან 26 იანვრამდე კლუბს ოფიციალურად ეყოლება ინვესტორი, თუ არა და, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ლიგა 9 გუნდით ჩატარდებოდა, რაც არაზუსტი ინფორმაციაა. იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის "ტორპედო" ფეხბურთელების მიმართ დავალიანებას ვერ დაფარავს, ეროვნული ლიგის ლიცენზიას ჩამოართმევენ, შემდეგ კი, დებულების მიხედვით, მის ნაცვლად პლეი-აუტში დამარცხებული, წინა სეზონის მე-8 გუნდი იასპარეზებს. ამ შემთხვევაში ეს კლუბი "რუსთავია".

"რუსთავს" კი ეროვნულ ლიგა 2-ში, ანალოგიურად, პლეი-აუტში დამარცხებული მე-8-ადგილოსანი გუნდი "გურია" ჩაანაცვლებს.
თუმცა, ამავდროულად, ეროვნულ ლიგა 2-ში ჯერ კიდევ გაურკვეველია "შევარდენისა" და "ცხინვალის" ბედი.

ამ ყველაფერს კი მომავალ კვირაში ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტს.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ძალიან მაინტერესებს რატომ არ ხდება ჟურნალისტური გამოძიება საქართველოში იმისა თუ როგორ დაედო ვალები ტორპედოს რომელმაც 2 მილიონი ევრო დაახლოებით მიიღო მარტო ევროთასებიდან.
კოლხეთი 1913 რომელიც უმაღლესში მილიონ ლარზე მეტი მიიღო და მეორე ლიგაში 700 ათასამდე და მაინც ლამის კლუბის მოკვეთაზე იყო საუბარი და ალბათ უბრალოდ მიჩქმალეს.
ცხინვალი , რომელიც მეორე ლიგაში იღებდა 600 ათას ლარს ქვეყნის ბიუჯეტიდან.
რატომ ხდება საუბარი კლუბების დასჯაზე და რატომ ტყდება ჯოხი კლუბზე , მაშინ როდესაც ამ ფულის "შემჭმელი" ხალხი აგრძელებს მშვიდ ცხოვრებას ვითომ არაფერი მომხდარა .
განა ეს არ არის სახელმწიფო დანაშაული ? ქვეყნის ფულის შეჭმა? ან ვისთან მიაქვთ წილი რომ მერე პოულობენ მხოლოდ კლუბს და სჯიან მას და არა ნამდვილ დამნაშავეს?
პ.ს. ან რატომ მარტო შემსრულებლები მოკვეთეს ფეხბურთიდან და არ დაიჭირეს ორგანიზატორები ? იმისთვის ხომ არა რომ ფიფა და უეფასთვის ნაცარი შეეყარა თვალებში იმაზე რაც ხდება სინამდვილეში.
მიხაელ
24 იანვარი 2020 12:15
0
gadagickvetiat ukve kvelaperi, torpedos magivrad rustavs umzadebt adgils, im rustavs romelic chasaprebuli iko pederaciachi, roca licenzirebis dro iko , machinac mzad ikvnen chaenacvlebiat torpedo, axla ak ar davickeb torpedos keba didebas, 2 dgeak mtavrobas dasapikreblad daexmaros tu ara torpedos, kargad dapikrdit sanam gadackvetilebas miigebt, torpedos gagdeba arapels kais ar moutans kvekanas, vinc araris chaxeduli torpedos sakmechi nu gagikvirdebat rato aris torpedos tema mtavrobis donemde misuli.
x
24 იანვარი 2020 11:54
13
რატო უსწრებთ ჟურნალისტები ყველაფერს წინ? რა არაპროფესიონალიზმია, ეს რა არი? არ ველოდი ბუჯო!/ ჯერ იყო გვაზეიმეთ ეს მთელ საქართველოს ტორპედოს გაიტალიელება და ეხლა იძახიით საერთოდ უნდა მოკვეთონოო?? ჯერ გააარკვიეთ, და მერე დაწერეთ მთელი სიზუსტით! ჭორაობა რომ არ გამოგივიდეთ! (და რა გჭირთ ტო!) / ( ისე ბათუმის სტადიონის მშენებლობა მახსენდება, მაკეტებს რო გამოაქვეყნებდნენ და ვითომ რომ იწყებდნენ მუშაობას, დაახლოებით ასეა ახლა ტოროედოს გასხვისების ამბავი)
Vasili
24 იანვარი 2020 11:41
3
ასეთი გაუსაძლისი და სამარცხვინო სიტუაცია თითქმის არ მახსენდება, მოწინავე 20 გუნდიდან 3-ის ბედი გაურკვეველია?... ფონდის შექმნის ერთ-ერთი წინაპირობა ის არ იყო რომ ე-ლიგაში გუნდების ფინანსური მდგრადობა გაზრდილიყო?..
მეორე ამბავია ტორპედოს გაგდება არ გაბედოთ, მაშინ ზესტაფონმა, საპოვნელამ და სხვა ბანკროტირებულმა გუნდებმა (რომელიც მრავლადაა მე-3 და რეგინ-ლიგაში) რა დააშავეს?..
და ყველაფერს თავი დავანებოთ და გასაგებია რომ დღეს ქართUლ ფეხბურთში ფულის ჩადება უფრო ქველმოქმდებაა, მარა ნუთუ იმდენი ფეხბურთზე შეყვარებული ბიზნესმენი არ მოიძებნა ან ქვეყანაში ან მის გარეთ რო ე.წ #1 სახეობაში ფული ჩადოს?..
Irakli Apkhaidze
24 იანვარი 2020 11:35
2
თქვენ რა სულ გაგიჟდით. ისედაც ერთ ხელზე ჩამოსათვლელი გუნდები გვყავს რომელთაც გააჩნიათ საფეხბურთო ტრადიციები?! ფორს-მაჟორზე არაფერი გსმენიათ!? გააგდეთ ტორპედო, შემდეგ დინამოც მიაყოლეთ, გურია ისედაც დაღუპულია, იყავით თქვენ ბაგებში, თბილ კაბინეტებში, და ჩაატარეთ თბილისის პირველობა! ბედნიერათ ბრძანდებოდეთ ბატონებო!!!
G.A.L.
24 იანვარი 2020 11:25
8
ვინ იტალიელები რას წერთ თუ იცით. არცერთ ჟურნალისტს აზრად არ მოგივიდათ გაარკვიოთ რა შესაძლო ინვესტორზეა საუბარი? ვინ არიან ეს იტალიელები?ამიტომაც არავის არ სჯერა ამ "იტალიელების" ინვესტორობა.
გაარკვიეთ და დაწერეთ.
გელა ნუგზარაშვილი
24 იანვარი 2020 11:17
0
არ გაბედოთ ტორპედოს უმაღლესიდან გაგდება!
რას ნიშნავს ტორპედოს ვინ ჩაანაცვლებს და რა მაფიაა ტორპედოს წინააღმდეგ რომ მოქმედებს?
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
24 იანვარი 2020 11:05
23
რა უტვინოები არიან ჩვენი ფედერაციის წარმომადგენლები,გუნდების დაფინანსება ხდება და ფული არ აქვთო იძახიან კლუბებზე.არანაირი კონტროლი...მაგრამ თვალს ხუჭავენ იმიტომ რომ თვითონაც გაისქელეს ჯიბეები.
ზეზვა
24 იანვარი 2020 10:53
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული