ბელარუსი ფეხბურთელი: საქართველოს ნაკრები არც გერმანიაა და არც ნიდერლანდები

AutoSharing Option
ტულის "არსენალის" ახალწვეულმა, ბელარუსმა ფეხბურთელმა იური კოვალიოვმა რუსულ myslo.ru-სთან კომენტარი ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალის შესახებ გააკეთა.

"ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებთან შანსები 50/50-ზეა. პატივისცემის მიუხედავად, საქართველო არც ნიდერლანდები და არც გერმანია არ არის. ეს გუნდები შესარჩევ ეტაპზე ჩვენს ქვეჯგუფში იყვნენ. შემდეგ ეტაპზე გასვლას ვეცდებით", - აღნიშნა კოვალიოვმა.

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებ გუნდებს შორის ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალური შეხვედრა 26 მარტს, თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება. ამ შეხვედრაში გამარჯვებული ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში ჩრ. მაკედონიასა და კოსოვოს შორის მოგებულს საკუთარ
მოედანზე შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოდნავ ძლიერი მწრთვნელით ბელორუსებს მეორე შემადგენლობითაც მოვუგებთ
თეიმურაზ რეხვიაშვილი
14 თებერვალი 2020 14:07
0
თვითონ ხომ გლიჯავენ ყველაფერს,ჩვენ გვაქვს ერთ პლუსი თამაში თბილისშია.
გოჩა
12 თებერვალი 2020 14:44
0
მასე მართალი ხარ ბრატუხა მარა თქვენ უნდა გაგასიმბინოთ.
civi
12 თებერვალი 2020 11:43
0
რაც უფრო მეტს იბლატავებენ, ჩვენთვის უკეთესია.
kaira
12 თებერვალი 2020 11:06
1
სწორად ისაუბრა ამ კაცმა. ერთ დივიზიოში ვიყავით ოთხივე და ერტი ს.... ები ვართო
გოგა
11 თებერვალი 2020 21:13
9
არ გინდა საკუთარ თავზე ლაპარაკი
mdaaa
11 თებერვალი 2020 22:43
7
თქვენთვის ბრაზილია გავხდებით
zena
11 თებერვალი 2020 20:44
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული