საქართველო - ბელარუსი: სამ დღეში ბილეთების ნახევარი გაიყიდა

AutoSharing Option
უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩის, საქართველო - ბელარუსის, ბილეთების ონლაინრეჟიმში გაყიდვა 15 თებერვალს დაიწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ 3 დღეში ბილეთების ნახევარი უკვე გაყიდულია.

ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია "დინამო არენის" სალაროებში 22 თებერვლიდან დაიწყება.

"დინამო არენა" 54 139 მაყურებელს იტევს და 3 სექტორი მეტოქე გუნდის გულშემატკივრებისთვისაა გამოყოფილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული