ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი: თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრებს შორის მსგავსება არის, თუმცა...

AutoSharing Option
ფოტო: pressball.by

სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" ბელარუსის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელ მიხაილ მარხელთან ინტერვიუ ჩაწერა.

Sportall.ge აღნიშნული ინტერვიუს ნაწყვეტს გთავაზობთ:

საუბარი ისტორიით დავიწყეთ. მოგეხსენებათ, ბატონი მარხელი 80-იან წლებში მინსკის "დინამოს" ღირსებას იცავდა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს თბილისს ყოველ წელს სტუმრობდა...
- საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფერო გვხვდებოდა. კალენდარი ისე იყო შედგენილი, რომ თბილისში სეზონის დასაწყისში ჩავდიოდით. ჩვენთვის ეს სასიამოვნო მომენტი და სეზონის პოზიტიური დასაწყისი იყო. საქართველოში რამდენჯერაც უნდა ჩავსულიყავით, ყოველთვის თბილად გვხვდებოდნენ.

ხშირად დასმულა კითხვა - რა საერთოა მაშინდელ თბილისის "დინამოსა" და
დღევანდელ საქართველოს ნაკრებს შორის. რა თქმა უნდა, მარხელს ძველი "დინამოს" მატჩებიც ახსოვს, თანამედროვე ნაკრებიც ჰყავს შესწავლილი და საკუთარი მოსაზრებაც აქვს...

- სიმართლე ითქვას, ძველ "დინამოსა" და საქართველოს დღევანდელ ნაკრებს შორის მსგავსება არის. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "დინამოს" აღმავლობის პერიოდში გაცილებით მეტი გამორჩეული ფიგურა ჰყავდა. ბრწყინავდნენ ყიფიანი, დარასელია... ქართველთა დღევანდელი ნაკრები კი უფრო გუნდურად მოქმედებს, არიან მაღალი ინდივიდუალური კლასის შემსრულებლები. მათ დისციპლინაც გამოარჩევთ. ასე რომ, მეტად სერიოზულ მეტოქეს ვეთამაშებით.

საინტერესოა, ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი საქართველოში თუ ხედავს ფეხბურთელს, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით დიდ ყურადღებას დაუთმობს...
- საქართველოს ნაკრებში ყველა მოთამაშეს განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ. თითოეულ ფეხბურთელს სათანადოდ შევისწავლით. ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, ჯერჯერობით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა არ გამოცხადებულა. ჩვენც ველით და ვემზადებით მოვლენების ნებისმიერი კუთხით განვითარებისთვის.

ინტერვიუს სრული ვერსიის ხილვა შეგიძლიათ lelo.ge-ზე


მკითხველის კომენტარები / 13 /
გვაქვს ორი დიდი და გადამწყვეტი უპირატესობა ბელარუსთან
1 - ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი პარლამენტარია და ევროპარლამენტის ფოიეში მობილურით აქვს ნასაუბრები
2 - გვყავს თავგასიებული მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია მცველი თავდასხმაში დააყენოს, მემარჯვენე მარცხნივ და ცვლილება განახორციელოს თუ გაახსენდება მაშინ :)
max
03 მარტი 2020 22:06
8
3 - გულშემატკივრები გვყავს, რომლებმაც ყოველთვის ყველაფერი მწვრთნელზე უკეთესად იციან ))
max
04 მარტი 2020 01:51
2
ბელარუსი აგრესიულ -სწრაფ თამაშსს შემოგვთავაზებს...ამ დროს ჩვენი ფეხბურთელები იბნევიან ხოლმე და კარგავენ ინდივიადუალიზმს,მით შეცდომებს უშვებენ და ასე რთულ მდგომარეობაში ჩავარდებით. საჭიროა თავად ვითამაშოთ აგრესიული- სწრაფი ფეხბურთი, ბიჭებმა ვ ე რ უნდა იგუონ ბურთი მოწინააღმდეგესთან და ეს მთელი თამაშის მანძილზე და მოვიგებთ.
გლახუნა
03 მარტი 2020 17:12
1
mougebt am beloruss tvini nu gaburget, saxchi vtamachobt bolo bolo, magat tu ar mouget ra gvinda evropaze ro gavdivart, chveni nakrebis koziri gunduri tamachia da ara ert kacze ackobili gundi, roca gvchirdeboda rusetsac mouget, xorvatiasac, chotlandiasac espanetsac da italiamac zlivs mogvigo gamogonili penaltebit tu gaxsovt da tbilischi ori avtogolit, movigebt aucileblad.
x
03 მარტი 2020 16:08
3
გასულ საუკუნეში უწიგნურები ხელის მოწერის მაგივრად ჯვარს სვავდენ და დღეს დისლაიკებს წერენ
შოკირებული გულშემატკივარი
03 მარტი 2020 14:12
3
მინსკის დინამო რთული მეტოქე ნამდვილად არ იყო ჩვენთვის. მხოლოდ 1 უსიამოვნო თამაში მახსოვს თბილისში, ბოლო ტურში (60-იანების ბოლოს). თუ 7-0 მოვუგებდით, მე-3 ადგილზე გავდიოდით (მოსკოვის დინამოს ვასწრებდით, მგონი). პირველ 20-25 წუთში 2-0 ვიგებდით, მაგრამ მერე გაგვიტანეს და საბოლოოდ 2-2 დამთავრდა. სხვა დროს სულ დადებითი ემოციები იყო. მალოფეევის დროს მაგარი თავდასხმა ყავდათ ადამოვი - მალოფეევი - მუსტიგინი - პოგალნიკოვი, მათი მაქსიმუმი მე-3 ადგილი იყო. მალოფეევი 66 წლის მსოფლიოზეც იყო ნაკრებში. ალეინიკოვის დროს კი 1ჯერ გახდნენ ჩემპიონები. Sapbov - ბელანოვი სუფთა ცენტრალური თავდამსხმელი იყო და არა ტიპიური, დათოს ნაირი 10-იანი. ასე რომ არასწორად ადარებ.
alexandre
03 მარტი 2020 13:47
1
ალეინიკოვი მალაფეევი ბევრი არაფრიდ არ ჩამორჩებოდენ რიგ სეზონებში ბევრად გაპიარებულ ათიანებს ტეხნარ ფეხბურთს აჩაღებდენ საბჭოთა მოედნებზე ასევე ბელანოვი ყიფიანი და ალბათ საბჭოთა ფეხბურთში თუ ვინმე 80 აქეთ კლასიკური გაგებით 10 იყო მე ნომერ პირველად მაინც ულვაშებიანი ბავშვის სახით წარმოჩენილი ფიოდორ ჩერენკოვი მიდგას თვალწინ სუსტი მაგრამ ელეგანტური, თამაშის გამლამაზებელი ფეხბურთელი იყო და მას ყიფიანზე და ბელანოვზე წინ თუ არა მათ გვერდზე ნამდვილად იდგა ისიც დიდი ათიანი იყო მაგრამ იმ სიმაღლეზე მაინც ვერ ავიდა ფიზიკურად ორგანიზმს ვერ მოერია ბოლოს, რასაც ევროპული წამყვანი სპორტ საიტები თუ სოც გვერდებში დღესაც ბევრს წერენ მასზე.
Sapbov
03 მარტი 2020 12:25
10
ჩემპიონი რო გახდა მინსკი იმ წელ@საც 4:0 მოუგეთ სტაბილურობა აკლდათ ფიზიკა და დისციპლინა ქონდათ ტექნიკა ნაკლებად ალეინიკოვი უფრო გამონაკლისი იყო ორ ლიდერი ყავდათ კიდე ზიგმანტოვიჩი და გოცმანოვი
zaza
03 მარტი 2020 12:20
0
4-1 მოვუგეთ, არა უშავს.
bmb
03 მარტი 2020 16:19
0
ეიფორიაში ნამდვილას არ უნდა ჩავვარდეთ, თუმცა რეალურად და ობიექტურად, ჩვენს ნაკრებს აქვს საკმარისი შესაძლებლობა რომ დავამარცხოთ ბელარუსის ნაკრები. სიფრთხილეა საჭირო, რადგან კონტრ.შეტევაზე ითამაშებენ და თავის შანსს დაელოდებიან. გაიხსენეთ შარშანდელი ლატვისს ნაკრები, ძლივს მოვუგეთ თბილისში, ისიც საეჭვო პენალტით, დაახლოებით იგივე ფეხბურთს ითამაშებენ. მე მაინც იმის იმედი მაქვს, რომ საყრდენი ზონა - კიტეიშვილი, აბურჯანია, გვილია კარგ ფორმაში არიან, ასევე ფლანგის შემტევები - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ლობჟანიძე, დავითაშვილი და ა.შ. ცენტრ. დაცვასაც არაუშავს - კვირკველია, გრიგალავა, ტაბიძე. აი ფლანგის მცველებზე რა გვეშველება წარმოდგენა არ მაქვს ((
სხვა რაკურსი
03 მარტი 2020 12:04
0
ერთა ლიგაზე ძაან სუსტები თამაშობენ მარა ჩაკვეტაძე თუ ფორმაში არ იქნება მოგების იმედი მაინც არ უნდა გვქონდეს და ვინც ჩემპიონი გახდება ხო საერთოდ ისეთ ძლიერებთან მოუწევს თამაში რო მაგრა შერცხვება
შოკირებული გულშემატკივარი
03 მარტი 2020 11:40
18
ალეინიკოვის დროს მინსკის დინამო ბეგი ბეის კი არა, ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდა...მალაფეევის მსგავსი პასოვკა სხვა არცერთ გუნდს არ ქონდა...ჩემპიონები რო გახდნენ,იმ წელს საოცარი გუნდი იყო მინსკის დინამო...თავისი ხელწერით და თამაშის ტექნიკური სტილით...
ქუთაისი
03 მარტი 2020 11:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული