საქართველო-ბელარუსი: "წესრიგი ამარცხებს კლასს" - მეტოქის იმედი დ 7.4-მილიონიანი პრემია ფეხბურთელებს

AutoSharing Option
ახლოვდება ბელარუსთან ისტორიული მატჩი და აჟიოტაჟი თანდათან მატულობს. ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ ბაზანოვმა ინტერვიუ მისცა pressball-ს და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. სხვათა შორის, ის პროფესიონალი სამხედროა, არტილერისტი; ავღანეთში მსახურობდა, სადაც ოცმეთაური იყო, ბელარუსში კი საარტილერიო პოლკს, შემდეგ კი სარაკეტო ბრიგადას ხელმძღვანელობდა.

- თქვენი შთაბეჭდილებები ნაკრების ახლახან ჩატარებულ სპარინგებზე...
- ძალიან კარგი. ფიფას რეიტინგში 87-ე ადგილზე ვართ, ორი პიზიციით უზბეკეთს ჩამოვრჩებით. ბულგარეთი კი საერთოდ ჩვენზე ძალიან წინაა - 59-ეზე. ორივე გამარჯვებამ გამახარა. მიხაილ მარხელმა, ცნობილი გარემოებების გათვალისწინებით, ეს შეხვედრები ისე ჩაატარა, როგორც დაგეგმილი
ჰქონდა. უზბეკებთან უფრო გამოცდილები ათამაშა, ხოლო ბულგარელებთან საქმეში ახალგაზრდები გამოსცადა და მათი პერსპექტივა ნახა. ვთვლი, რომ სამწვრთნელო შტაბს არც ერთ მატჩში შეცდომა არ დაუშვია.

- კონკრეტულად რამ გაგახარათ?
- თქვენ იცით, რა პრობლემები ჰქონდა ეროვნულ გუნდს წამყვანი მეკარეების ტრავმების გამო, მაგრამ ახალგაზრდა პავლიუჩენკომ უზბეკეთთან თავი ნამდვილ მებრძოლად წარმოაჩინა. ხატკევიჩი კი მარხელმა მხოლოდ მეორედ გამოიძახა და არც შემცდარა - გუნდს სოფიაში ძალიან დაეხმარა. ავიღოთ იგივე პოდსტრელოვი, რომელმაც ბულგარელებთან თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. პლუს, ამ ბიჭს შეუძლია გატანა, არასტანდარტულად მოქმედება.

- ქართველებთან მატჩი ახლოვდება. ალბათ, საქმის კურსში ხართ, როგორი ბუმია იქ, რა ხდება: სტუმრებზე თბილისში ზეწოლა მასპინძელთა მხრიდან გიჟური იქნება...
- ყველაფერი შესანიშნავად გვესმის. ბილეთები თითქმის უკვე კარგა ხანია გაყიდულია, ანშლაგი იქნება. თუმცა ზედმეტი მღელვარება, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას, მწვრთნელებმა თავიანთი უნარიანი მოქმედებებით მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ. ფსიქოლოგიურად ისეა მუშაობა საჭირო, რომ სტუმართა მოედნის და 55-ათასიანი სტადიონის ფაქტორი ძლიერ არ ვიგრძნოთ. რა თქმა უნდა, ამიერკავკასიაში - თბილისში, ერევანსა და ბაქოში თამაში ძნელია და ეს საბჭოთა პერიოდიდანაა ცნობილი, მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ, ეს როგორი უნიკალური შესაძლებლობაა - ორი მატჩის შემდეგ ევრო 2020-ზე გასვლა. გულშემატკივართა გასახარებლად გუნდი თავს არ დაზოგავს.

- და რაში მდგომარეობს მისი მთავარი შანსი?
- შემადგენლობა, ტაქტიკა - ეს სამწვრთნელო შტაბის პრეროგატივაა, მის გადაწყვეტილებებში ჩვენ არ ვერევით. დიახ, მეტოქე ძლიერია. ბევრი ქართველი ფეხბურთელი ევროპულ ჩემპიონატებსა და რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობს. ბუნებრივია, კარგი შემსრულებლები საკმაოდ ჰყავთ, მაგრამ ჩვენ თამაში ისე უნდა ავაწყოთ, რომ გავიმარჯვოთ. ყველა 100%-ით კი არა, არამედ 120%-ით უნდა დაიხარჯოს. ტყუილად კი არაა ასეთი გამონათქვამი: "წესრიგი ამარცხებს კლასს".

- ევროპირველობაზე გასული ნაკრებების ფედერაციებს უეფა სოლიდურ პრემიებს უხდის - 9.25 მილიონ ევროს თითოეულს. რამდენი იქნება გუნდის წილი წარმატების შემთხვევაში?
- ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ უკვე გაახმოვანა ეს ციფრი და ჩვენ მის შეცვლას არ ვაპირებთ. თუ ევროზე გავედით, გუნდი თანხის 80%-ს, ანუ 7.4 მილიონს მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
იქნებ ფედერაციამ გვაცნობოს რამდენ პრემიებს მიიღებენ ჩვენი ფეხბურთელები ამ 9 მილიონიდან.
დიმა
12:11 04-03-2020
2
ბელორუსულ წესრიგში რა იგულისხმება, ეგ მხოლოდ მაგათ ბატკას თუ ეცოდინება, მერე ჩვენი კლასი სად და ვისთან ნახა ამ შეჩვენებულმა, დეეფსო მაგას მისი თვალები....
ოლღა ბებია
01:26 04-03-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული