ერთა ლიგის კენჭისყრაზე კომენტარი კობიაშვილმა და იაშვილმა გააკეთეს

AutoSharing Option
ამსტერდამში ჩატარებულ წილისყრაზე ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა - ესტონეთი, ჩრდილოეთი მაკედონია და სომხეთი. ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ესწრებოდნენ. კობიაშვილმა და იაშვილმა სფფ-ის საიტთან კომენტარები გააკეთეს.

ლევან კობიაშვილი: "ერთა ლიგის შესახებ მხოლოდ პოზიტიურად შემიძლია ვისაუბრო. ვთვლი, რომ ახალმა გათამაშებამ სანაკრებო ფეხბურთი უფრო საინტერესო გახადა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ტურნირი სპორტული კუთხით არის საინტერესო. ის სხვადასხვა დივიზიონში მოასპარეზე გუნდებს საშუალებას აძლევს, ევროპისა და
მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოხვდნენ. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთა ლიგამ ჩაანაცვლა ამხანაგური მატჩები და ამის შედეგად თითოეულმა შეხვედრამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

პირველი გათამაშების შემდეგ, როგორც ჩვენი ჯგუფის გამარჯვებულები, მომავალ სეზონში C დივიზიონში ვიასპარეზებთ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო ფაქტია, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ დღევანდელ წილისყრაზე C დივიზიონის პირველ კალათაში ვიყავით განთესილნი. ვთვლი, რომ საკმაოდ საინტერესო ჯგუფში მოვხვდით, ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის წინააღმდეგ კარგი მატჩები გველის. ჩვენი მიზანი უცვლელია და საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფში პირველობისთვის იბრძოლებს. ამ გზით კი, ჩვენ შევეცდებით, იმ ორ საუკეთესო გუნდში მოვხვდეთ, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებენ".

ალექსანდრე იაშვილი: "ჩვენი ნაკრებისთვის ერთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. ეს პირველმა გათამაშებამ ძალიან კარგად აჩვენა, რადგან ჩვენ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოვიპოვეთ და 26 მარტს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. აქედან გამომდინარე, ერთა ლიგას ნამდვილად დადებითად შევაფასებ.

​რაც შეეხება წილისყრას და ჩვენს ჯგუფს, რა თქმა უნდა, მიზანი უცვლელია და სურვილი გვაქვს, წინა გათამაშების მსგავსად, ჯგუფი ამჯერადაც მოვიგოთ. ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის წინააღმდეგ ნამდვილად საინტერესო მატჩები გველის".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაისს მანდა რაღა უნდოდა ჩვენს ხარჯზე: ხომ მიდის ყაზახეთში?!
N
04 მარტი 2020 13:12
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული