ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლას ვაპირებთ

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე გათამაშებაზე C ლიგის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები  ესტონეთი, ჩრდილოეთი მაკედონია და სომხეთი არიან. ამსტერდამში ჩატარებული წილისყრის შემდეგ კომენტარი ჩრდილომაკედონიელთა 43 წლის მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ გააკეთა.

"მართალი გითხრათ, ახლა კოსოვოსთან ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალზე უფრო ვფიქრობ. ჩვენ ჯგუფში გავიმარჯვეთ და მიზანი ისევ პირველი ადგილის დაკავება იქნება.

ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია ბრძოლა. ასე იქნება ამჯერადაც. ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლას ვაპირებთ.

ისე, ქაღალდზე ეს ჯგუფი მიმზიდველად არ მოჩანს, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა გუნდი მაღალი დონისაა.
ჩემთვის მთავარია, არავისი არ შეგვეშინდეს და ყოველ მატჩში 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
რაიო??? რა მინდაოო???
ჰაჰა
13:09 04-03-2020
0
frtxilad iyavit aravis gadaaskdet
beqnuma
09:55 04-03-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული