[მკითხველთა ფორუმი] რომელი მეკარე უნდა დააყენოს ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში?

AutoSharing Option
26 მარტამდე ძალიან მცირე დრო რჩება და ჩვენ უკვე შეგვიძლია პოზიციის მიხედვით გავარჩიოთ, თუ რომელი ფეხბურთელი იმსახურებს ძირითად შემადგენლობაში გამოჩენას. შეფასებაში უშუალო მონაწილეობა კი თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ, გამოკითხვაში მონაწილეობით და კომენტარის სახით დააფიქსიროთ თქვენი აზრი, თუ რატომ გირჩევნიათ კონკრეტულ მომენტში ესა თუ ის ფეხბურთელი.

პირველი პოზიცია - ეს ნაკრების მეკარეა, სადაც ერთმანეთის კონკურენციაში გიორგი ლორია და გიორგი მაკარიძე მოდიან. ვლადიმირ ვაისი გიორგი ლორიას განსაკუთრებით ენდობა, ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პრაქტიკის გარეშე მყოფ ლორიას სათამაშო დროს აძლევდა.

ვის აირჩევდით, თქვენ რომ
ამის შესაძლებლობა მოგცემოდათ?

გიორგი ლორია


Sportall.Ge

  • ასაკი - 34 წლის
  • სათამაშო ადგილი - "ანორთოსისი" (კვიპროსი - 1-ელ ადგილზეა ჩემპიონატში)
  • სიმაღლე - 1.97 სმ
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 400 000 ევრო (ყველაზე ძვირი 2016 წელს, "კრილია სოვეტოვი" - 1.5 მილიონი)
  • სანაკრებო სტატისტიკა - 73-ჯერ იყო განაცხადში, მათგან 55-ში იყო ძირითად შემადგენლობაში. გაშვებული აქვს 62 გოლი.
  • ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში - 10.06.19. დანია-საქართველო 5:1
  • ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში - 11.09.12. საქართველო-ესპანეთი 0:1
  • საკლუბო კარიერა - თბილისის "დინამო", კრეტის "ოფი", "ოლიმპიაკოსი", "კრილია სოვეტოვი", მახაჭყალის "ანჟი", "მაგდებურგი" და "ანორთოსისი".
  • კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა (გაშვებული გოლი) - 276 მატჩი (279 გოლი)
  • მიმდინარე სეზონი - 19 მატჩი (16 გოლი)
  • კლუბი, რომელსაც მის კარებში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - "ზესტაფონი" (16 შეხვედრაში - 19 გოლი)

გიორგი მაკარიძე


Sportall.Ge

  • ასაკი - 29 წლის
  • სათამაშო ადგილი - "სეტუბალი" (პორტუგალია - მე-11 ადგილი)
  • სიმაღლე - 194 სმ
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 1.5 მილიონი ევრო (არსებული ფასი ყველაზე ძვირია მის კარიერაში)
  • სანაკრებო სტატისტიკა - 42-ჯერ იყო განაცხადში, მათგან 14-ში იყო ძირითად შემადგენლობაში, გაშვებული აქვს 17 გოლი
  • ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში - 26.03.08. ჩრდილოეთი ირლანდია-საქართველო 4:1
  • ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში - 17.10.07. საქართველო-შოტლანდია 2:0
  • საკლუბო კარიერა - თბილისის "დინამო", "ლე მანი", "დოქსა", "ფეირენსე", "მორეირენსე", "რიო ავე", "სეტუბალი"
  • კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა (გაშვებული გოლი) - 180 მატჩი (195 გოლი)
  • მიმდინარე სეზონი - 25 მატჩი (32 გოლი)
  • კლუბი, რომელსაც მის კარებში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - "პორტუ" ( 7 შეხვედრაში 17 გოლი)

ალტერნატიული ვარიანტები: როინ კვასხვაძე და ლაზარე კუპატაძე.

გამოკითხვა





altმსოფლიო ჩემპიონატი, კალენდარი, მეტოქეების დონე - რა უნდა ვიცოდეთ მომავალი ერთა ლიგის შესახებ

altბელარუსული მედია: 55 ათასი ბილეთი ერთ კვირაში გაიყიდა, საბაზო გუნდი კვიპროსის ჩემპიონატიდანაა... საქართველოში ნამდვილი აჟიოტაჟია

altვლადიმირ ვაისი: ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ბელარუსთან მატჩზე ვკონცენტრირდეთ




მკითხველის კომენტარები / 46 /
მეკარეს არა აქვს დიდი მნიშვნელობა თუ ვის დააყენებს. აი თავდამსხმელად აუცილებელია კვარაცხელიას დაყენება და არავითარი ჩაკვეტაძე. კვარაცხელია დღეს ძაან ბევრს შრომობს, თან უფრო ძლიერ ( ბევრად) ჩემპიონატში თამაშობს, ვიდრე ჩაკვეტაძე.
დავით 67
09 მარტი 2020 21:38
4
ალბათ მაინც ლორია უნდა დააყენოს ძირითადში ვინაიდან გადამწყვეტ მატჩში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უფრო სწორია და სავარაუდოდ ეს ასეც იქნება, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით მაკარიძე არაფრით ჩამოუვარდება ლორიას ხოლო სათამაშო კარიერას თუ გავითვალისწინებთ ალბათ დიდი ხნის განმავლობაში-სისტემატიურად უფრო მაღალი დონის ჩემპიონატშიც აქვს ნათამაშები და მიმდინარე პერიოდშიც ასეა, შესაბამისად თუ ლორიამ კლუბი არ შეიცვალა სავსებით ლოგიკური იქნება, რომ მაკარიძე გახდეს ნაკრების ძირითადი მეკარე.
????
09 მარტი 2020 14:11
0
ჩემი სიტყვების კიდევ ერთი დასტური მაკარიძე ბენფიკას თან ტრადიციულად ძირითადშია და ერთ-ერთი საუკეთესოა... და რას აკეთებს ამ დროს ლორია? ზის უქმად
Nene32
07 მარტი 2020 23:15
0
ეს ისტორიული შანსია რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ვინც უკეტეს ფორმაშია უნდა იტამაშოს იმან. დამსახურებაზე თუა მაშინ გაბელია ჩივაძე გუცაევი და ა.შ. ათამაშონ. აი დამსახურებული ხალხი. არაა ბელარუსი გრანდი რო ვერ დავამარცხოთ. მთავარია არ ჩავჯდეთ დაცვაში
777
06 მარტი 2020 16:54
0
თქვენ მე გადამრევთ. რა შუაშია დამსახურებები. შემადგენლობაში უნდ იყოს ის-ვინც კმკრეტულ მომენტში უკეთეს ფორმაშია. მაკაროძე ამ შემთხვევაში მე უალტერნატივო მგონია. დამსახურებებით მართლა გაბელია უნდა დადგეს მაშინ. უალტერნატვოდ მაკარიძე მაგრამ კარგია რომ ერთ პოზციაზე ორ ძლიერი ფეხბურთელი გვყავს.
anz
06 მარტი 2020 13:26
1
შემადგენლობის დაყენება ჩვენი კომპეტენცია არ არის და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთი ვიცი , რომ დაწყებული მწვრთნელიდან გუნდის რგოლებით გაგრძელებული (მეკარე, დაცვა, ნახევარდაცვა, თავდასხმა) ყველგან უპირატესობა გაგვაჩნია. ეხლა მთავარია ფსიქოლოგია, ფსიქოლოგია და კვლავ ფსიქოლოგია. ანგარიშის გამოცნობაც რთულია. რაც ჩემი აზრით შედარებით ადვილია ჩვენი გამარჯვებაა თანაც ძირითად დროში.
გია
06 მარტი 2020 12:21
0
ლორია-კაკაბაძე-კაშია-კვირკველია-გრიგალავა-კანკავა-გვილია-ჩაკვე-ყაზაიშვილი-ლობჟანიძე-ქვილითაია! ეს შემადგენლობა მინდა ბელარუსიასთან და 2-0 ვიგებთ. ხო, ვაისს გადაეცით შეცვლა დროული გააკეთოს.. აბურჯანია-ოქრი-პაპუნაშვილი ვინც უნდა შემოიყვანოს ნებისმიერ ანგარიშზე. 100%- ვიგებთ ჰანდიკაპით, სხვათაშორის სიზმარი ვნახე :) 37-წთ 1-0 კაშია, 67 წთ 2-0 ჩაკვე . ♥️ გვერდში დგომა და ქომაგობა არმოგაკლდებათ ბიჭები. პ.ს. ზოვზივაძე და დაუშვილი არიან კაი ფორმაში , აბა ჯანომ ჩაქიმა და გულდასაწყვეტია...
jiji
06 მარტი 2020 04:36
2
კაკაბას ტრავმა აქვს მეგობარო. ჯიმი ტაბიძე გამოგრჩა - საუკეთესო ფორმაშია ტიპი.
jjjis
06 მარტი 2020 12:23
0
ოღონდაცა რაა..
11.09.12. საქართველო-ესპანეთი 0:1
მაგ შეხვედრაში ლორია, შემთხვევით, ხომ არ დაიმტვრა და გოლი კვასხვაძემ არ გაუშვა?
ალეკო
06 მარტი 2020 03:06
0
შემთხვევით არა! შიმშილამ (ხიზანიშვილმა) დაამტვრია ......
ემზარ დუისბურგი
07 მარტი 2020 00:06
0
ძალიან რთული შეკითხვაა, ალბათ მაინც ლორია, რადგან როგორც აქ მეგობრებმა აღნიშნეს, ლორია ბევრად უფრო შეთამაშებულია დაცვასთან და მშვიდია გაცილებით, რაც პროფესიონალიზმის მაჩვენებელია, თუმცა ფაქტია, რომ მაკარიძე მაგარ ფორმაშია, პორტუგალიაში სამჯერ ტურის მეკარეობა ხუმრობა საქმე არ გეგონოთ, თუმცა ჩაკვემ ის ფეხბურთი თუ ითამაშა, რისი პოტენციალიც აქვს, თუ გინდათ მართლა გაბელია ჩავაყენოთ კარში, მაგას რომ ვენაცვალე.
ბმბ
06 მარტი 2020 00:37
0
ბელარუსთან მაკარიძე-კოსოვოსთან ლორია!
მწვრთნელი
05 მარტი 2020 22:54
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული