გადამყიდველები ხელცარიელნი დარჩნენ - მაკედონიაში ანშლაგს ელოდებიან

AutoSharing Option
26 მარტს, თბილისის დარად, სკოპიეში დიდ მატჩს ელოდებიან და ჩრ. მაკედონია-კოსოვოს მატჩის ბილეთების გაყიდვა 5 მარტს დაიწყეს, რომელიც ტოშე პროევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მაკედონიელთა მთავარი საფეხბურთო არენა 36 400 მაყურებელს იტევს და როგორც ადგილობრივი გამოცემები იუწყებიან, ერთ დღეში 5000-ზე მეტი ბილეთი გაყიდეს.

ბილეთის ღირებულება 300-დან 400 დინარამდე მერყეობს, რაც ჩვენს კურსზე 15 ლარიდან 20 ლარამდეა.

მაკედონიელებმა გულშემატკივართა ინტერესის დაცვისთვის და გადამყიდველებთან საბრძოლველად, წესები მაქსიმალურად გაამკაცრეს და ბილეთებს მხოლოდ პირადობის მოწმობის დადასტურებით ყიდიან, ანუ არავის არ ძალუძს სხვა პიროვნების ბილეთით სტადიონზე
შესვლა, რადგან პირადობებს თამაშის წინ პოლიცია შეამოწმებს.



მკითხველის კომენტარები / 7 /
აახ შე ბოროტო გოგა
ემზარ დუისბურგი
07 მარტი 2020 14:14
2
ნახევარი სტადიონი ცარიელი რომ იქნება,აი ის მორჩენილი სპეკულიანტების ბილეთები ნახევარი ფედერაციას უნდა ერთ ადგილში ჩაუდოთ და დანარჩენი ნახევარი იმ სპეკულიანტებს!!! სტადიონზე ერთი ადგილიც ცარიელი თუ იქნება ეს ფედერაცია უნდა გადადგეს!!!
ზურა
06 მარტი 2020 22:04
21
არანაირი ცარიელი ადგილები არ იქნება
ზურა
07 მარტი 2020 11:20
2
რა 26,მაგათთან კორონა ვირუსი არაა?
ზურა
06 მარტი 2020 22:00
13
ეს დედააფეთქებული პრობლემა ჩვენთნც ხო უნდა მოგვარდეს ბოლობოლო
Buxrika
06 მარტი 2020 20:50
0
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან გადამყიდველებს საკმაო რაოდენობის ბილეთები ექნებათ აღებული, დარწმუნებული ვარ 26-ში მათაც ყველა ბილეთი გაეყიდებათ. სხვა საქმეა რა ფასდ. ისე ვინც ამ თამაშს სულმოუთქმელად ელის ყველა მოახერხებდა თავის ფასში ბილეთის შოვნას. ეხლა თუ გაახსენდა ვინმეს იმას მოუწევს შავ ბაზარზე შოვნა. ეს ყველგან ასე ხდება. დიდი ამბები იქნება სკოპიეშიც, დარწმუნებული ვარ მოიგებს მაკედონია.
ანესთეზეოლოგი
06 მარტი 2020 19:40
1
მეც მასე ვფიფქრობ,რო მაკედონია მოიგებს. ისე 120 წუთი,რო ითამაშონ არ იქნება ურიგო და ჩვენ აქ იოლად მოუგვაროთ ბელარუსებს:)
გოგა
06 მარტი 2020 21:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული