[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?

AutoSharing Option
26 მარტამდე ზუსტად 20 დღე დარჩა. ჩვენ ვაგრძელებთ რუბრიკას "მკითხველთა ფორუმი" და ამჯერად მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვისაუბროთ.

შეფასებაში მონაწილეობისთვის გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება - გამოკითხვაში მონაწილეობით ან კომენტარის სახით.

საქართველოს ნაკრებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ოთარ კაკაბაძე უკონკურენტოა. ფეხბურთელს ხორვატიის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის დროს მიღებული ტრავმის რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვე დასჭირდა.

თუმცა ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ შვეიცარიაში კორონავირუსის გამო მატჩები გადაიდო და კაკაბაძეს პრაქტიკის მიღება გაუჭირდება. დიდი ალბათობით, ამ 20 დღეში სანაკრებო მატჩებისთვის ის სრულყოფილად მომზადებას ვერ შეძლებს, თუმცა ალტერნატივაც იმდენად ცუდია,
ვლადიმირ ვაისს დიდი თავსატეხი ელის წინ.

რას ფიქრობთ თქვენ? სად ხედავთ გამოსავალს?

ოთარ კაკაბაძე


Sportall.Ge








  • ასაკი - 24 წლის
  • სათამაშო ადგილი - "ლუცერნი" (შვეიცარია, სუპერლიგა,  მე-6 ადგილი)
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 1 მილიონი ევრო
  • სანაკრებო სტატისტიკა - 41-ჯერ იყო განაცხადში, ითამაშა 31 მატჩში და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა.
  • ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში - 24.03.18. საქართველო-ლიეტუვა 4:0
  • ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში - 10.06.19. დანია-საქართველო 5:1
  • საკლუბო კარიერა - თბილისის "დინამო", "ხიმნასტიკი", "ესბიერგი", "ლუცერნი".
  • კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა - 145 მატჩი, 4  გოლი და 19 საგოლე გადაცემა.
  • მიმდინარე სეზონი - 20 მატჩი, 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა.
  • ყველაზე ნაყოფიერი სეზონი - 2017/18. "ხიმნასტიკი", სეგუნდა დივიზიონი - 36 მატჩი, 1 გოლი და 6 საგოლე გადაცემა.


გურამ კაშია


Sportall.Ge









  • ასაკი - 32 წლის
  • სათამაშო ადგილი - "სან ხოსე" (ამერიკა, მლს)
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 850 000 ევრო
  • სანაკრებო სტატისტიკა მარჯვენა მცველის პოზიციაზე - 13 მატჩი
  • საუკეთესო მატჩი ნაკრებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე - 07.09.12. საქართველო-ბელარუსი 1:0
  • ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში მარჯვენა მცველის პოზიციაზე - 12.08.09. მალტა-საქართველო 2:0
  • საკლუბო კარიერა - თბილისის "დინამო", "ვიტესი", "სან ხოსე".
  • კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა მარჯვენა მცველის პოზიციაზე - 8 მატჩი


ლევან გეგეჭკორი


Sportall.Ge








  • ასაკი - 25 წლის
  • სათამაშო ადგილი - ბათუმის "დინამო"
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 300 000 ევრო
  • სანაკრებო სტატისტიკა - 4-ჯერ განაცხადში, 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
  • საკლუბო კარიერა - მარტვილის "მერანი", "შუქურა", ბათუმის "დინამო", "ჩიხურა", თბილისის "დინამო", "რუსთავი", "ტორპედო".
  • კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა - 160 მატჩი, 8 გოლი, 16 საგოლე გადაცემა.
  • ბოლო სეზონი ბათუმის "დინამოში" (2019) - 12 მატჩი და 2 საგოლე გადაცემა.
  • ყველაზე ნაყოფიერი სეზონი - 2016/17. ეროვნული ლიგა, "ბათუმის დინამო" - 9 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა.

ჯაბა ჯიღაური


Sportall.Ge








  • ასაკი - 27 წლის
  • სათამაშო ადგილი - ბათუმის "დინამო"
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 400 000 ევრო
  • სანაკრებო სტატისტიკა მარჯვენა მცველის პოზიციაზე - ლუქსემბურგი-საქართველო 1:0 (89 წუთი)
  • საკლუბო კარიერა - თბილისის "დინამო", "ჩიხურა", "ვარდარი", "აქტობე", "ორდაბასი", "გრენობლი", ბათუმის "დინამო".


ნიკა მალს, როგორც ოთარ კაკაბაძეს, ჰქონდა ტრავმა და ახლა უბრუნდება მოედანს. კიდევ ერთი ვარიანტი არის "ვენტსპილსის" ფეხბურთელი გიორგი მჭედლიშვილი, რომლისთვისაც ვლადიმირ ვაისს აქამდე შანსი არ მიუცია და არც ამჯერად არის სავარაუდო.

გამოკითხვა








მკითხველის კომენტარები / 49 /
სპორტალ, ნუ ბეჭდავთ ამდენ სისულელეს და უაზრობას რა? რა ჯიღაური, რის ნავალოვსკი? ან დვალს და კაკაბაძეს საერთოდ რატომ განიხილავთ? ხალხს ტრამვა არ მოურჩენია, ან რა კვეკვესკირი, მაგ პოზიციაზე ხალხი გუნდებში თამაშობენ და სიმბოლურში ხვდებიან. მარჯვენაზე კაშია გვყავს და კვეკვე, არცერტი არაა ის რაც მე მინდა რომ იყვეს, მარა სხვას არ ათამასებს ვაისა და, თორე გიორგაძეც სანახავია, მჭედლიშვილიც, სანაიაც და თეთრაშვილიც. ოქრიასვილი და ანანიზე კიდევ ასეთ დაძაბულ თამაშში რატო უნდა ათამასო? ჯერ რას ერჩით, უეჭველი დამტვრევიან, ისედაც ძლივს დგანან, მერე მაგ პოზიციაზეც რიგი დგას ვისაც იძახებს იმათი და ვისაც არ იძახებს კიდევ ცალკეა, თან ბიჭები ჯანზე არიან. თავდასხმასი, კიდე ქვილო უალტერნატივოა. მაკარიძე უნდა იყოს წესით კიდევ კარში. ეს ვაისა კიდე 4 წელიწადია ერთ სასტავს ატრიალებს და ატრიალებს, არააქვს მნიშვნელი, ფორმასია, არაა ფორმაში. ნაყიდი აქვთ ადგილი? გავიდნენ და აღარ დავეძებ
vaso
23:49 06-03-2020
7
რატომ გამორიცხავთ ხოჭოლავას.მართალია შეტევებში ვერ იქნება იმდენად ეფექტური,როგორიც კაკაბაძეა,მაგრამ დაცვის მარჯვენა ფლანგს უეჭველად ჩაკეტავს მიუხედავად იმისა,რომ მასაც არა აქვს დიდი სათამაშო დრო შახტარში.ცუდი არ არის ნიკა მალიც,მაგრამ მას სანაკრებო გამოცდილება არ აქვს.ეს კი შეთამაშების პრობლემას შექმნის.კაშიას და სხვა დანარჩენებიც გამორიცხეთ.
ვაგნერი ჯანაშია
23:29 06-03-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული