[მკითხველთა ფორუმი] კონკურენცია ცენტრალურ დაცვაში - რომელი წყვილი ჯობია?

AutoSharing Option
26 მარტამდე ზუსტად 16 დღე დარჩა. ჩვენ ვაგრძელებთ რუბრიკას "მკითხველთა ფორუმი" და ამჯერად ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვისაუბროთ.

შეფასებაში მონაწილეობისთვის გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება - გამოკითხვაში მონაწილეობით ან კომენტარის სახით.

ცენტრალური მცველის პოზიციაზე საკმაოდ კარგი კონკურენცია გვაქვს. გვყავს სამი მთავარი კანდიდატურა: საბა კვირკველია, გია გრიგალავა და გურამ კაშია; ორი კი შესაძლო კანდიდატურა - დავით ხოჭოლავა და ჯიმი ტაბიძე.

რას ფიქრობთ, რომელ წყვილს დააყენებს ვლადიმირ ვაისი ძირითად შემადგენლობაში?

საბა კვირკველია


Sportall.Ge

  • ასაკი - 28 წლის
  • სიმაღლე - 1.96 მ
  • სათამაშო ადგილი - მოსკოვის "ლოკომოტივი" (რუსეთი, პრემიერლიგა,
    მე-4 ადგილი)
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 8 მილიონი ევრო
  • სანაკრებო სტატისტიკა - 45-ჯერ იყო განაცხადში, 31-ჯერ ძირითად შემადგენლობაში, 5-ჯერ შევიდა შეცვლაზე. აქვს გაკეთებული 1 საგოლე გადაცემა
  • ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში - 07.06.16 - ესპანეთი-საქართველო 0:1
  • ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში - 03.06.16 - რუმინეთი-საქართველო 5:1
  • საკლუბო კარიერა - "ზენიტი 2", "რუბინი", "ნეფტეხიმიკი", მოსკოვის "ლოკომოტივი"
  • კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა - 232 მატჩი, 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა
  • მიმდინარე სეზონი - 5 მატჩი (მათ შორის ერთი ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოს" წინააღმდეგ)


გურამ კაშია


Sportall.Ge

  • ასაკი - 32 წლის
  • სიმაღლე - 1.85 მ
  • სათამაშო ადგილი - "სან ხოსე" (ამერიკა, მლს, მე-11 ადგილი)
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 850 000 ევრო
  • სანაკრებო სტატისტიკა - 85-ჯერ იყო განაცხადში, 76-ჯერ ძირითად შემადგენლობაში, 3-ჯერ შევიდა შეცვლაზე.  2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა.
  • ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში - 04.09.15 - საქართველო-შოტლანდია 1:0
  • ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში - 03.06.16 - რუმინეთი-საქართველო 5:1
  • საკლუბო კარიერა - "დინამო", "ვიტესი", "სან ხოსე"
  • კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა - 347 მატჩი, 27 გოლი და 19 საგოლე გადაცემა
  • მიმდინარე სეზონი - 2 მატჩი (154 წუთი)


გია გრიგალავა


Sportall.Ge

  • ასაკი - 30 წლის
  • სიმაღლე - 1.90 მ
  • სათამაშო ადგილი - ტულის "არსენალი" (რუსეთი, პრემიერლიგა, მე-6 ადგილი)
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 2.5 მილიონი ევრო
  • სანაკრებო სტატისტიკა - 38-ჯერ იყო განაცხადში, 28-ჯერ ძირითად შემადგენლობაში, 3-ჯერ შევიდა შეცვლაზე.
  • ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში - 06.09.13 - საქართველო-საფრანგეთი 0:0
  • ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში - 14.11.14 - საქართველო-პოლონეთი 0:4
  • საკლუბო კარიერა - "როსტოვი", "მოსკოვი", "სკა როსტოვი", "ვოლგა", "ანჟი", "სამარა", "პაფოსი", "ეთნიკოსი", ტულის "არსენალი"
  • კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა - 246 მატჩი, 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემა.
  • მიმდინარე სეზონი - 22 მატჩი - 1 გოლი

დავით ხოჭოლავა


Sportall.Ge
  • ასაკი - 27 წლის
  • სიმაღლე - 1.92 მ
  • სათამაშო ადგილი - "შახტარი" (უკრაინა, პრემიერლიგა, პირველი ადგილი)
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 4 მილიონი ევრო
  • სანაკრებო სტატისტიკა - 26-ჯერ იყო განაცხადში, 14-ჯერ ძირითად შემადგენლობაში, 7-ჯერ შევიდა შეცვლაზე. აქვს გაკეთებული 2 საგოლე გადაცემა
  • ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში - 28.03.17 - საქართველო-ლატვია 5:0
  • ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში - 19.11.19 - ხორვატია-საქართველო 2:1
  • საკლუბო კარიერა - "მეტალურგი", "საბურთალო", "სიონი", თბილისის "დინამო", "კოლხეთი", "შუქურა", "ჩერნომორეცი", "შახტარი"
  • კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა - 136 მატჩი, 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა
  • მიმდინარე სეზონი - 8 მატჩი

ჯიმი ტაბიძე


Sportall.Ge
  • ასაკი - 23 წლის
  • სიმაღლე - 1.87 მ
  • სათამაშო ადგილი - "უფა" (რუსეთი, პრემიერლიგა, მე-8 ადგილი)
  • ფასი "ტრანსფერმარკეტზე" - 2.5 მილიონი ევრო
  • სანაკრებო სტატისტიკა - 20-ჯერ იყო განაცხადში, 9-ჯერ ძირითად შემადგენლობაში, 2-ჯერ შევიდა შეცვლაზე. 1 გოლი
  • ყველაზე კარგი მატჩი ნაკრებში - 27.03.18 - საქართველო-ესტონეთი 2:0
  • ყველაზე ცუდი მატჩი ნაკრებში - 25.01.17 - იორდანია-საქართველო 1:0
  • საკლუბო კარიერა - "საბურთალო" "გენტი 2", "ურალი", "უფა"
  • კლუბებში ჩატარებული ოფიციალური შეხვედრა - 63 მატჩი, 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა
  • მიმდინარე სეზონი - 18 მატჩი, 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა
  • გამოკითხვა



მკითხველის კომენტარები / 25 /
YVELA KARGIA, KASHIAS GARDA
DAVId
10 მარტი 2020 12:40
4
უთამაშებელი კაკაბაძე მარჯვნივ ჯობია ძალიან ცუდ ფორმაში მყოფ კაშიას. ჩემი აზრით ვაისი ასე დააყენებს მცველებს: კაკაბაძე, კვირკველია, გრიგალავა და ტაბიძე. ცოდვა გამხელილი ჯობიაო და ამ წუთას ამის მეტი არჩევანი არ გვაქვს სამწუხაროდ, დვალი კაი ბიჭია უეჭველი გამოიძახებდა ვაისი მაგრამ ტრავმა აქვს რაც ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია. ძალიან მაგარია ხოჭოლავა მაგრამ ამ ბოლო დროს ძირითადში აღარ თამაშობს უნდა მოუმატოს ყველა ვარიანტში ევროპის ჩემპიონატისთვის მაგარ ფორმაში უნდა იყოს.
roma bejanidze
10 მარტი 2020 12:18
1
კვირკველია უდაოდ ძირითადის კაცია (მარჯვენა-ცენტრალურ მცველად), მარცხენა-ცენტრალურ მცველად კაშია უნდა გამოირიცხოს, ჯერ ერთი ცუდ ფორმაშია და ზოგადად მეორე სართულზე სუსტია. ტაბიძე მარხნივ გვჭირდება, დვალს ტრამვა აქვს. დარჩა გრიგალავა და ხოჭოლავა. მე მაინც გრიგალავას ვანიჭებ უპირატესობას, კარგ ფორმაშიცაა და თან ცაციაა, ეს მნიშვნელოვანია მარცხენა-ცენტრალური მცველის პოზიციისთვის.
ლაშა
10 მარტი 2020 11:53
0
სწორი ანალიზია,ამ ეტაპზე კვირკველია-გრიგალავა ყველაზე კარგი ვარიანტია.
ზურა
10 მარტი 2020 12:40
0
ვინც მლსს უყურებს დამეთანხმება რომ კაშია მანდ ერთ ერთი უსუსტესი მცველი გახდა , ჯერ ჰოლანდიაში მცველობა ვერ არის დიდად წარმატების ნიშანი და მლსში სულ დაავიწყდა ფეხბურთი.
მიხაელ
10 მარტი 2020 11:48
1
მთავარი საფრთხე ბელორუსებისგან ალბათ სტანდარტულები იქნება. შესაბამისად უნდა გავითვალისწინოთ ესეც
დიტო
10 მარტი 2020 11:42
0
დაცვაში - მარჯვნივ ტაბიძე, მარცხნივ დვალი, ტრავმის შემთხვევაში გრიგალავა, ცენტრში კვირკველია ხოჭოლავა, შეცვლაზე კაშია.
კოკო
10 მარტი 2020 11:38
14
კაშია ძალიან ცუდ ფორმაშია, ნახეთ მისი თამაშები ამერიკაში. ძალიან სუსტია და ძალიან მოუკლო. კვირკველია - გრიგალავა, ორივე კარგ ფორმაშია და კარგ ტანდემს შექმნიან ცენტრალურ დაცვაში
რაის კაშია
10 მარტი 2020 11:37
0
თუ კაკაბაძე ფორმაში არ იქნა (და ალბათ ასეც იქნება), კაშიას დაყენება მარჯვენა განაპირა მცველად სჯობს. ცენტრში კვირკველია და გრიგალავა. ტაბიძე მარცხნივ. დაცვაში ჯანიანი ხალხი გვჭირდება ბელორუსთან პირველ რიგში :-)
გიორგიპირველი
10 მარტი 2020 11:17
2
კაშია, კვერკველია, გრიგალავა, ტაბიძე

ამ ოთხ კაცს აქვს მუდმივი პრაქტიკა. კაკაბაძე, ხოჭოლავას დიდი ხანია არ უთამაშიათ
დაცვა
10 მარტი 2020 11:11
2
ლორია
კაკაბა კაშია კვერკველია ტაბიძე
კანკავა კვეკვესკირი
გვილია
ყაზაიშვილი ჩაკვე
ოქრი
გმ
10 მარტი 2020 10:59
26
მთავარია ვაისი არ იყოს ვინც ეს დაწერა:) ძალიან კი გავს ხელწერით:(
თენგო
10 მარტი 2020 16:19
0

სიახლეები პოპულარული