რამდენიმე წუთის წინ ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 26 მარტს ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოსა და ბელარუსს შორის კორონავირუსის გამო ცარიელ ტრიბუნაზე გაიმართება.
აღნიშნულ ცნობას სოციალური ქსელის მეშვეობით სფფ-ის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ოთარ გიორგაძე გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.
"მეგობრებო, საქართველო-ბელარუსის თამაშთან დაკავშირებით, ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ამიტომ, არასწორ ინფორმაციას ნუ აჰყვებით", - წერს გიორგაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოფიციალურად გადაწყდა, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების სარაგბო დაპირისპირება უმაყურებლოდ ჩატარდება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უეფას ეთხოვოს რომ 1 შანსი დაგვიტოვოს