ფოტო: facebook.com/GeorgianFFofficial
როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური "ფეისბუქგვერდი" იუწყება, საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართი ერთა ლიგის "D" დივიზიონის პლეი-ოფის მატჩი გადაიდო.
მოგეხსენებათ, აღნიშნული შეხვედრა 26 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე" უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო თამაშის გამართვა შეუძლებელი გახდა.
ამ მატჩის ჩატარების ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ოფიციალურად: ევროპის ჩემპიონატი 2021 წლისთვის გადაიდო!
უეფამ ჩემპიონთა და ევროპა ლიგების ფინალების თარიღები შეცვალა