უეფას ექიმი ამბობს "არას"! - საქართველო-ბელარუსის მატჩი, დიდი ალბათობით, ცარიელი ტრიბუნების თვალწინ გაიმარება

AutoSharing Option
ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებ გუნდებს შორის, დიდი ალბათობით, ცარიელი ტრიბუნების თვალწინ გაიმართება.

ეს უეფას მთავარი ექიმის, ტიმ მეიერის განცხადების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ. მან ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს რეკომენდაცია მისცა, რომ შემოდგომაზე გასამართი პლეი-ოფის შეხვედრები მაყურებლის გარეშე ჩატარდეს.

აი, რას ამბობს ცნობილი გერმანელი ექიმი, მის კომენტარს კი edinburghlive.co.uk აქვეყნებს:

"ევროპის ლიგა და ჩემპიონთა ლიგა შედარებით ადვილი დასაორგანიზებელი და ჩასატარებელი იქნება, რადგან აგვისტოში ამ ტურნირების გადამწყვეტი მატჩები ერთ ქვეყანაში გაიმართება, მაგრამ როდესაც უეფას წევრი 55 ნაკრები შემოდგომაზე საერთაშორისო
მატჩების გამართვას დაიწყებს, სხვა სირთულეები გაჩნდება.

მაგალითად, ეროვნული კანონმდებლობა და ლაბორატორიების არსებობა ამ ქვეყნებში. ამის გადაწყვეტა უეფას დონეზე ძალიან რთული იქნება.

უეფას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ამ ტურნირებზე, მაგრამ ახლანდელი მონაცემებით, დიდი ალბათობით, უმაყურებლოდ ჩატარდება.

იმ ქვეყნებში, სადაც მაყურებლები სტადიონზე დაბრუნდნენ, ეს არის ეროვნული ჩემპიონატები, უეფას შეჯიბრებები, უეფას რეგულაციებზე არის დაფუძნებული", - ამბობს ექიმი მეიერი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 8 ოქტომბერს ბელარუსს უნდა უმასპინძლოს, გამარჯვების შემთხვევაში კი 12 ნოემბერს მაკედონიასა და კოსოვოს შორის უკეთესს ასევე თბილისში დაუპირისპირდეს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
მთავარია რას იძახის საქართველოს ფედერაციის ექიმი ვინმე ვარძუკაშვილი რომელსაც ექიმის სტატუსი აქვს მაგრამ მოქმედებით ახოს არ არის ექიმობასთან,ისეთი სისულელები ისაუბრა ამ პანდემიის დროს
კახა
04 ივლისი 2020 15:05
1
ესეიგი 26 მარტს ჩასატარებელი მატჩი ბელორუსიასთან 8 ოქტომბერს გადაიდო?
ბადრი
04 ივლისი 2020 04:38
4
ამდენ სიდებილეს როგორ იტევს დღევანდელი ევროპა, აგერ ერთი კვირის წინ ლივერპული ცარიელი ტრიბუნების წინ ჩემპიონი გახდა, ქუჩაში კიდე 200 000-მდე ადამიანი ერთმანეთს თავზე ახტებოდა სიხარულისგან
კუ
02 ივლისი 2020 12:24
0
ცარიელი ტრიბუნების თვალებს რომ ახსენებთ, ყურებს რატომ არ ახსენებთ? რა ყურები არ ააქვს? (დაბლოკილი კომენტარი N109)
გადასარევი გიორგი
02 ივლისი 2020 11:39
1
ვის?
თემო
02 ივლისი 2020 12:22
0
სავსებით გასაგებია, რომ კორონავირუსს ებრძვიან და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ, მაგრამ ფეხბურთი და ზოგადად სპორტი მაყურებლისთვის არ არის პირველ რიგში?! უმაყურებლოდ თამაშების ჩატარება ცოტა მარაზმში ხომ არ გადადის?!
?!
02 ივლისი 2020 11:27
0
მარტივი გამოსავალი - დინამოზე ეტევა 50-52 ათასი გულშემატკივარი. გაყიდონ 25 ათასი ბილეთი, დაჯდეს გულშემატკივარი ჭადრაკულად, სკამის გამოტოვებით და ეგეც დისტანცია. 25 ათასი კაცი კიდევ ასეთ თამაშზე ცოტა ნაღდად არ არის.
svani
02 ივლისი 2020 10:25
3
კიდევ ვერ დაინახა ევროპამ საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის შედეგები? ეს ექიმი ვინ არის რომ მოთხოვნებს აყენებს? აქეთ უნდა გვეკითხებოდეს და სწავლობდეს ჩვენი ექიმებისგან.
ლაშა
02 ივლისი 2020 01:54
4
არ მენანება მაგრამ ბილეთები ვინც იყიდა იმათ რა ქნან? ფაფუ ფული? მაგაზე იფიქრა ვინმემ?
ლაშა
02 ივლისი 2020 01:49
3
თუ ასეა, მაშინ სტადიონის გარშემო მონიტორები უნდა განთავსდეს, პირდაპირი ეთერით, ისე რომ ხალხის ხმა ისმოდეს მოედანზე, ესმოდეთ ფეხბურთელებს, რომ მაყურებელი გვერდით ყავს და მერე უყაროს უეფამ კაკალი - ღია სივრცეა და იქ ვერ აკრძალავს შეკრებას ვერავინ!
ლევანი
01 ივლისი 2020 22:23
4
აბა შიგნით, ტრიბუნაზე თქვეს რომ არაო, თორემ ვის უნდა თავისთავად გარეთ?
Piper-ს
02 ივლისი 2020 08:09
0
უმაყურებლოდ სწორედ იმიტომ არის რომ ხალხი არ შეიკრიბოს, გარეთ შეიკრიბება თუ შიგნით რა მნიშვნელობა აქვს ?
Piper
01 ივლისი 2020 22:52
2
მაყურებელი ცოდოა, თორემ ბელორუსს მაინც მოვუგებთ. რამდენიმე ფეხბურთელი მაგარ ფორმაშია და მაგან უნდა ითამაშოს დიდი როლი.

ცენტრში კანკავა, გვილია და კიტეიშვილი შეჭამენ მაგათ. დაცვაში გრიგალავა, ტაბიძე მაგარ ფორმაში არიან. ფლანგებზე ჩაკვე, კვარაცხელია, ოქრი, დავითაშვილი, ყაზაიშვილი არჩევანი დიდია. ასევე საბა ლობჟანიძეც ვარიანტია. წინ ქვილითაიას უთამაშებელსაც ეყოფა მაგათი კლასი რომ შეუგდოს ან გააწვალოს დაცვა.

აი მაგათ შემდეგ იქნება ცოტა რთული, კოსოვო ან მაკედონია მაგრამ იქაც მაქვს იმედი ბიჭების ბრძოლის.
მაინც მოვუგებთ
01 ივლისი 2020 21:01
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული