უეფას ექიმი ამბობს "არას"! - საქართველო-ბელარუსის მატჩი, დიდი ალბათობით, ცარიელი ტრიბუნების თვალწინ გაიმარება

AutoSharing Option
ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებ გუნდებს შორის, დიდი ალბათობით, ცარიელი ტრიბუნების თვალწინ გაიმართება.

ეს უეფას მთავარი ექიმის, ტიმ მეიერის განცხადების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ. მან ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს რეკომენდაცია მისცა, რომ შემოდგომაზე გასამართი პლეი-ოფის შეხვედრები მაყურებლის გარეშე ჩატარდეს.

აი, რას ამბობს ცნობილი გერმანელი ექიმი, მის კომენტარს კი edinburghlive.co.uk აქვეყნებს:

"ევროპის ლიგა და ჩემპიონთა ლიგა შედარებით ადვილი დასაორგანიზებელი და ჩასატარებელი იქნება, რადგან აგვისტოში ამ ტურნირების გადამწყვეტი მატჩები ერთ ქვეყანაში გაიმართება, მაგრამ როდესაც უეფას წევრი 55 ნაკრები შემოდგომაზე საერთაშორისო
მატჩების გამართვას დაიწყებს, სხვა სირთულეები გაჩნდება.

მაგალითად, ეროვნული კანონმდებლობა და ლაბორატორიების არსებობა ამ ქვეყნებში. ამის გადაწყვეტა უეფას დონეზე ძალიან რთული იქნება.

უეფას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ამ ტურნირებზე, მაგრამ ახლანდელი მონაცემებით, დიდი ალბათობით, უმაყურებლოდ ჩატარდება.

იმ ქვეყნებში, სადაც მაყურებლები სტადიონზე დაბრუნდნენ, ეს არის ეროვნული ჩემპიონატები, უეფას შეჯიბრებები, უეფას რეგულაციებზე არის დაფუძნებული", - ამბობს ექიმი მეიერი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 8 ოქტომბერს ბელარუსს უნდა უმასპინძლოს, გამარჯვების შემთხვევაში კი 12 ნოემბერს მაკედონიასა და კოსოვოს შორის უკეთესს ასევე თბილისში დაუპირისპირდეს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ამ მატჩებზე მაყურებელთა დასწრება არდასწრების საკითხს მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წყვეტს. უეფას და მის ექიმს მხოლოდ რეკომენდაციის მოცემა შეუძლია და არა აკრძალვა. თან მხოლოდ ერთ ქვეყანაში ტარდება ეს ორი თამაში. ორიო ვამბობ, რადგან დარწმუნებული ვარ ბელორუსს ბეჭებზე გავაკრავთ. მთავარია ფედერაციამ არ ჩაისვაროს და დასწრებაც იქნება.
emigranti
01 ივლისი 2020 14:40
1
ფედერაციას შენზე და ჩემზე მაგრად უნდა,რომ სავსე ტრიბუნების წინ ჩატარდეს თამაში,მაგრამ თუ უეფა იმდენად უჭკუოდ მოიქცევა,რომ გამორიცხავს მაყურებლის წინაშე თამაშს,ჩვენი ფედერაცია ვალდებულია დაემორჩილოს, მთელი ევროპა ცარიელი ტრიბუნის წინ თამაშობს ჯერჯერობით და ჩვენ არავინ გაგვიკეთებს გამონაკლისს ამ პირობებში. თუმცა იქამდე იმედია შეიცვლება კიდევ უკეთესობისკენ ყველაფერი. რაც შეეხება უჭკუოდ მოქცევას,ვგულისხმობ იმას ,რომ შიგნით თუ არ შეგვიშვებენ დარწმუნებული ვარ წერეთლიდან მუშთაედამდე წრეზე გაივსება ხალხისგან და გარედან ვუგულშემატკივრებთ და რა აზრი აქვს კორონასთვის სტადიონზე შეგვეყრება თუ გარეთ.ოცნება უნდა ავიხდინოთ ამსტერდამი გველოდება
საქართველო
01 ივლისი 2020 17:02
8
კობიაშვილიც და მუჯირიც ამბობდნენ,რომ უეფა მხოლოდ რეკომენდაციას იძლევა და მაყურებელთა დასწრება საქართველოს მხარის გადასაწყვეტია.ასე რომ თუ არ ჩაისვრიან,როგორც სხვა ყველაფერში ჩვევიათ,მაშინ მაყურებელსაც დაუშვებენ და მოვიგებთ კიდეც
ნუკრი
01 ივლისი 2020 16:08
3
ქართველი მოსახლეობა პრაქტიკულად სუფთაა კორონასაგან და აქ,საფრთხე ნაკლებია,მაგრამ ამ შემთხვევაში,უარს ვერ ვიტყვთ ბელორუსიიდან ჩამოსულ გულშემატკივართა შეშვებაზე.ეს კი დამეთანხმებით,საკმაოდ დიდი რისკი იქნება.შემოდგომამდე კიდევაა დრო და სიტუაცია, ორივე მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს.იმედია ცვლილებები,სასიკეთო მხარეს იქნება.
სოსო
02 ივლისი 2020 12:17
0
მაყურებელი ცოდოა, თორემ ბელორუსს მაინც მოვუგებთ. რამდენიმე ფეხბურთელი მაგარ ფორმაშია და მაგან უნდა ითამაშოს დიდი როლი.

ცენტრში კანკავა, გვილია და კიტეიშვილი შეჭამენ მაგათ. დაცვაში გრიგალავა, ტაბიძე მაგარ ფორმაში არიან. ფლანგებზე ჩაკვე, კვარაცხელია, ოქრი, დავითაშვილი, ყაზაიშვილი არჩევანი დიდია. ასევე საბა ლობჟანიძეც ვარიანტია. წინ ქვილითაიას უთამაშებელსაც ეყოფა მაგათი კლასი რომ შეუგდოს ან გააწვალოს დაცვა.

აი მაგათ შემდეგ იქნება ცოტა რთული, კოსოვო ან მაკედონია მაგრამ იქაც მაქვს იმედი ბიჭების ბრძოლის.
მაინც მოვუგებთ
01 ივლისი 2020 21:01
3
ვფიქრობ, ოქტომბრამდე მაქსიმალურად უნდა შევაჩვიოთ უეფაც და ჩვენი ფედერაციაც იმ მოსაზრებას, რომ თუ სტადიონზე არ შეგვიშვებენ, გარეთ უარესი ამბავი იქნება და ვერანაირი ჯარი და პოლიცია შეძლებს არათუ დისტანციის, არამედ ელემენტარული უსაფრთხოების ნორმების დაცვას... ხოლო თუ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს (ეს ჩვენს შემართებაზე და კატეგორიულობაზე იქნება დიდწილად დამოკიდებული) და შეგვიშვეს, უნიკალური შესაძლებლობა გვექნება, ევროპას და დანარჩენ მსოფლიოსაც სტადიონზე მოქცევის სრულმეტრაჟიანი გაკვეთილი ჩავუტაროთ ნებისმიერი პანდემიის პირობებში, რაც ფეხბურთზე არანაკლებად მთლიანობაში ქვეყანასაც წაადგება... ამის შემდეგ კი ძალიან დიდი ალბათობით, უკვე ფინალურ მატჩზეც ვეღარ აგვიკრძალავენ დასწრებას, რაც ძალზე წონადი უპირატესობა იქნება საქართველოს ნაკრებისთვის... ერთი სიტყვით, მთავრობა და ფედერაცია უნდა გვენდოს ქართველ გულშემატკივარს (ოქტომბერში არჩევნებია) და თავდებში ჩაგვიდგეს უეფასთან, რასაც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გააკეთებდნენ ბელორუსები და მათი ოდიოზური ბატკა-პრეზიდენტი, მატჩი რომ მინსკში ჩატარებულიყო...
მ.ტ.
01 ივლისი 2020 17:52
6
კიდევ ვერ დაინახა ევროპამ საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის შედეგები? ეს ექიმი ვინ არის რომ მოთხოვნებს აყენებს? აქეთ უნდა გვეკითხებოდეს და სწავლობდეს ჩვენი ექიმებისგან.
ლაშა
02 ივლისი 2020 01:54
4
თუ ასეა, მაშინ სტადიონის გარშემო მონიტორები უნდა განთავსდეს, პირდაპირი ეთერით, ისე რომ ხალხის ხმა ისმოდეს მოედანზე, ესმოდეთ ფეხბურთელებს, რომ მაყურებელი გვერდით ყავს და მერე უყაროს უეფამ კაკალი - ღია სივრცეა და იქ ვერ აკრძალავს შეკრებას ვერავინ!
ლევანი
01 ივლისი 2020 22:23
4
უმაყურებლოდ სწორედ იმიტომ არის რომ ხალხი არ შეიკრიბოს, გარეთ შეიკრიბება თუ შიგნით რა მნიშვნელობა აქვს ?
Piper
01 ივლისი 2020 22:52
2
აბა შიგნით, ტრიბუნაზე თქვეს რომ არაო, თორემ ვის უნდა თავისთავად გარეთ?
Piper-ს
02 ივლისი 2020 08:09
0
ამ ოთხ თვეში ეროვნულის გარშემო მაღლივი კორპუსების ფასი სასწაულად აიწევს)))
ბათუმის ფანი
01 ივლისი 2020 20:40
0
სახურავებზე სკამებს დაამონტაჟებენ ბინების ამხანაგობები, დურბინდებს იყიდიან და ბილეთებს გაყიდიან :)))
:)))
01 ივლისი 2020 20:57
0
ამდენ სიდებილეს როგორ იტევს დღევანდელი ევროპა, აგერ ერთი კვირის წინ ლივერპული ცარიელი ტრიბუნების წინ ჩემპიონი გახდა, ქუჩაში კიდე 200 000-მდე ადამიანი ერთმანეთს თავზე ახტებოდა სიხარულისგან
კუ
02 ივლისი 2020 12:24
0
მე ვფიქრობ, რომ სტადიონის გარშემო ძალიან ბევტი ხალხი მივა და მათშორის მეც და იქ ძალიან დიდი ამბები იქნება :))) გაჩერებით ვინ გაგვაჩერებს???? თან შეძენილი ბილეთების თანხაც შეჭმული იქნება.... ასე რომ ჩატარება აჯობებს და აქტიურობა რომ ჩვენ შეგვიძლია პირობების შექმნა, ჩამოვიდნენ ერთი თვით ადრე ან რამდენიმე კვირით ადრე, ბელარუსიის ნაკრები ბაზაზე გაიარონ კარანტინი თან ივარჯიშონ და შემდეგ შეგვერკინონ. თუ არა და სტადიონის გარედან ვუქომაგებთ და დაგვხვდნენ:)))))
ლუკა
01 ივლისი 2020 18:29
2
არ მენანება მაგრამ ბილეთები ვინც იყიდა იმათ რა ქნან? ფაფუ ფული? მაგაზე იფიქრა ვინმემ?
ლაშა
02 ივლისი 2020 01:49
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული