ჩაკვეტაძეც თბილისშია და ქვილითაიაც - ნაკრები სრულად შეიკრიბა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის სადებიუტო მატჩებისთვის უკვე სრული შემადგენლობით ემზადება. საწვრთნელ პროცესში 1-ლი სექტემბრიდან 25 ფეხბურთელი მონაწილეობს. ხვალიდან საქართველოს ნაკრებს თბილისში ორჯერადი ვარჯიშები ექნება.

ესტონეთში გამგზავრებამდე ვლადიმირ ვაისის გუნდის საწვრთნელი პროცესი თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. "ზესტაფონის" ბაზაზეა დაგეგმილი.

4 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ტალინში ჩარტერული რეისით გაემგზავრება. ესტონეთი-საქართველოს მატჩის მასპინძელ სტადიონზე ჩვენი გუნდი ერთ ვარჯიშს ჩაატარებს. 2020/21 წლების უეფას ერთა ლიგის გათამაშების სადებიუტო შეხვედრა 5 სექტემბერს "ა ლე კოქ არენაზე", თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები:
გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ესტონეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება. უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა 8 სექტემბერს "დინამო არენაზე", 20 საათზე გაიმართება. საქართველოს მეტოქე ჩრდილოეთი მაკედონია იქნება.

უეფას ერთა ლიგის ორივე ტურის შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 17 /
ტავდახმაში დზალიან გვიHირს
gaza
02 სექტემბერი 2020 14:24
5
ლორია
კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა გრიგალავა

კანკავა გვილია
ჩაკვეტაძე
დავითაშვილი ქვილითაია კვარაცხელია
მევარმე
02 სექტემბერი 2020 13:44
4
ოქრიაშვილი 10 ნომერზე. 11 კვარაცხელია 8 დავითაშვილი. 9 ზე ან ჩაკვეტაძე ან გვილია ან თურქეთში რომ შენგელიაა. ივარგებს ასე??!! ყველას გეკითხებით?!
aburjga
02 სექტემბერი 2020 13:12
1
მაკარიძე
ხოჭოლავა, კაკაბაძე, კვირკველია, მალი
კანკავა, გვილია, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია
ოქრიაშვილი, კაჭარავა
gio
02 სექტემბერი 2020 11:40
5
ლორი-კაკაბა-ხოჭოლავა-კვირკვე-გრიგი-ჯაბა-გვილო-კვარა-ჩაკვე-შენგელია-ოქრი
N-9
02 სექტემბერი 2020 11:34
3
meti saqme ar gacvs am varaudit?
suares
02 სექტემბერი 2020 13:45
0
გენაცვალეთ ბიჭებო. სულ მოუთქმელი ველოდები ნაკრების თამაშებს. არასდროს არ მქონია ასე დიდი მოლოდინი. მეიმედება ეს თაობა, ძალიან მეიმედება, ჩავარდნა გვქონდა და ეხლა ნელ ნელა ლაგდება ყველაფერი. ჩაკვე, კვარა, ზუკა, ეს სხვა დონის მოთამაშეები არიან, შემდეგ 2-3 წელში კიდევ შეიძლება შემოემატოს ნაკრებს კარგი ფეხბურთელები და კარგი ნაკრები გვეყოლება, ახალგაზრდული და დიდი პერსპექტივის.
დათო
02 სექტემბერი 2020 11:23
1
ეგ სულ აღარ გამახსენდა , თამაშებს რო არ აჩვენებენ საზღვარგარეთ!!! ემიგრანტების ფულით უდგას სული ქვეყანას, და საათ ნახევარი არ უნდათ რო გვაყურებინონ ნაკრების თამაშს, თან იმ რელევიზიას რომელიც ხალხის ფულით ფინანსდება... ( სამარცხვინოები არიან!) თუ ვინმემ რამე საიტები იცით იქნებ დადოთ. ასე მაინც ვუყუროთ, /
Vasili
02 სექტემბერი 2020 10:44
0
ესტონეთს და ბელორუსიას თოკო მოუგებს მარტო, ცალი ფეხით, მთავარია ჯანმრთველად იყოს. აი ჩრ. მაკედონიასთან კი მთელი გუნდის მობილიზება იქნება საჭირო.
გიზოგ
02 სექტემბერი 2020 10:15
7
ძირითადი
ლორია
კაკაბაძე, ხოჭოლოვა, კვირკველია, მალი
ჩაკვეტაძე, კანკავა,გვილია,კვარაცხერლია
ოქრიაშვილი, დავითაშვილი
--------------------------------
სათადარიგო
მაკარიძე
გრიგალავა, კობოური, კობახიძე, დაუშვილი, კვეკვესკირი, ლობჟანიძე, შენგელია, აბუჯანია, კაჭარავა, ქვილითაია
ვეტერანი
02 სექტემბერი 2020 09:15
3
რათქმა უნდა ეროვნ.ნაკრებს საინტერესო მატჩები ელის, მაბრამ ახალგაზრდულის საფრანგეთზთან ყველაფერს ჩრდილავს, გადახედეთ შემადგენლობას, მხოლოდ ტოპ ან გრანდ ევრო კლუბები.
ივა
02 სექტემბერი 2020 09:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული