საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე გათამაშება გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ესტონეთს 1:0 სძლია.

ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი ამ მატჩისადმი დიდი იყო და "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების ეიმედებოდა, სტუმართა გუნდის კაპიტანმა ვასილევმა კი აღნიშნა, რომ თუ ქედმაღალ მეტოქეს ბურთს დაუმალავდნენ, სათამაშო განწყობას წაუხდენდნენ.

დანაკლისის გათვალისწინებით ვაისმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე ინიციატივას დაეუფლნენ და ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ოქრიაშვილმა დაარტყა, მაგრამ ტამმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 32-ე წუთზე კვარაცხელიას პასის შემდეგ კაჭარავამ თავურით ანგარიში გახსნა.

შესვენების
თამაში შედარებით გათანაბრდა, ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ესტონელებმა ლორიას კარზე უხიფათო იერიშების მიტანა დაიწყეს, 88-ე წუთზე ლობჟანიძემ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს მანვე ოდნავ ააცილა მიზანს და ჩვენმა გუნდმა ტურნირის სტარტზე სტუმრად გამარჯვება იზეიმა.

8 სექტემბერს, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, რომელმაც პირველ ტურში სომხეთს 2:1 სძლია.

ტალინი. "ა. კოქ არენა"
ესტონეთი - საქართველო 0:1
გოლი: კაჭარავა (32)

ესტონეთი: ჰაინი, ტენისტე, მეტსი, ტამი, ვასილევი (აინსალუ 86), იარველაიდი, ოიამა, ტუნიოვი (ლიივაკი 70), კრეიდა, კაიტი, ზენიოვი (ანიაკი (70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, ჯიღაური, კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე (ქვილითაია 78), კვარაცხელია (აბურჯანია 90+1), კაჭარავა (ლობჟანიძე 68)

მკითხველის კომენტარები / 105 /
ყველაზე სუსტი ნაკრები ამ ჯგუფში არის ესტონეთი 0-1 ანგარიში და სულ 2 ზუსტი დარტყმა კარში ასეათი სტატისტიკით მოგება არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი ვფიქრობ ვაისმა უნდა გადახედოს შემადგენლობას და მონახაზს თორე მაკედონიასთან რომელიც ბევრად უფრო ძლიერიია ვიდრე ესტონეთი ასეთი თამაშით გაგვიჭირდება მოგება და იგივე სომხეთთანაც
გიო
05 სექტემბერი 2020 23:51
6
ესტონეთი სუსტი იყო ,მაგრამ მოგება მაინც გასახარებელია. მაკედონია და სომხეთი ბევრად უფრო ძლიერი ნაკრებები არიან და ასეთი თამაშის ხარისხით გაგვიჭირდება მათან წარმატების მიხწევა.აუცილებელია კორექტივების შეტანა შემადგენლობაში კაჭარავა მიუხედავად გოლისა ძალიან სუსტიააა ნაკრებისთვის, ჩაკვე არაა ფორმაში ,ზოგადად ბევრი ფეხბურთელი გვაკლია და ვინც არის უმეტესობა არ არის ოპტიმალურ ფორმაში ,თუმცა აუცილებელია თამაშის ხარისხის გაუმჯობესება და ამ ერთა ლიგის ჯგუფის მოგებაც .ბ ლიგა ში თუ გადავალთ ეგ უკვე ნამდვილად პროგრრსი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის.
გიო
05 სექტემბერი 2020 23:43
0
აშკარად აკლია შეთამაშება ნაკრებს და ვაისი რას აკეთებს ამ დროს არ ვიცი! წელიწადში ორჯერ კრიბავს ბიჭებს!
მწრთვნელი
05 სექტემბერი 2020 22:34
10
კაჭარავა ზარალაა-თქო რომ ვთქვა, გოლი შეაგდოო მეტყვიან. არადა თავიდანვე ლობჟანიძე რომ დაეყენებინა პირველ ტაიმს დიდი ანგარიშით მოუგებდით. ძურიკო დავითაშვილი მეორე ტაიმში მაინც უნდა შეეყვანა...მოკლედ მოკალი ეს კაცი და შესვენებაზე შეცვლას არ გააკეთებს.ესტონოლების შემტევებიდან გამომდინარე დაცვაზე სათქმელი ერთია მხოლოდ. არ ვიცი შეიძლება მომეჩვენა, მაგრამჩვენ კართან სტანდარტულების დროს მგონი პანიკაში იყვნენ.
emigranti
05 სექტემბერი 2020 22:10
9
ჯერ გილოცავთ ყველას! მერე თქვე კაი ხალხო, ყველანაირად ჯობნი მეტოქეს, თან 1:0 იგებ, გაიტანე მეორეც, ან თქვენ თავს რად ანერვიულებთ, ან ჩვენ. ის მაინც არ გაგიგიათ "ავადმყოფი ლოგინში უნდა მ...აო!"
მამუკა
05 სექტემბერი 2020 23:23
2
კვარა რო არ ყოფილიყო რას ვიზამდით ფრე ალბათ
კვარა
05 სექტემბერი 2020 22:24
10
ძალიან მიჭირს პოზიტივის დანახვა, კარგი მხოლოდ შედეგია, ისიც ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო...მართალია კაჭარავამ გაიტანა და ვულოცავ, მაგრამ ნაკრების ფეხბურთელად ვერ აღვიქვამ , ჩაკვეტაძე შორსაა ფორმიდან,ვიცით რა მისი შესაძლებლობები -იმედი დიდია. ჩემთვის გასაგებია სოლომონი რატომაც ამოვარდა ლოკომოტივიდან, როტორის თამაშებშიც ეტყობა -შორსაა ფორმიდან, კვარაცხელია კრეატიულია მაგრამ მ.ქ.კოეფიციენტი აქვს დაბალი. დარტყმა საერთოდ არ უვარგა.რუბინშიც ჩანს ეს ნაკლი, 5 ქულიდან 1 ზე მეტს ვერ დაუწერ. სამუშაო ბევრი აქვს. ბევრ სიტუაციაში სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ ბიჭები და ეს ესტონეთის ნაკრებთან, ჯერ რა იყო და იმაზე დაბალ დონეზეა, ამდენ სივრცეებში უკეთ მართებდათ მოქმედება, კი, გასაგებია რეალობა სხვაა ,ახალი შეკრებილია ნაკრებიც...ასეთი თამაშით მაკედონა-ბოსნიასთან მოგების შანსი არ გვექნება...იმედია ამოიქოქებიან. 8- ში გამოჩნდება ვაისის კვალიფიკაციის დონეც
გუსანი
05 სექტემბერი 2020 23:06
6
მოვიგეთ და ეს ყველაზე მთავარია,მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს, მართალია ცოტა უსახურად ვითამაშეთ,მაგრამ არ დავეძებ შედეგი ყველაზე მთავარია...ოღონდ მოვიგოთ და ასეთ თამაშზეც თანახმა ვარ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ ფეხბურთელებს და ვუსურვო მომავალი წარმატებები!
gogia
06 სექტემბერი 2020 10:58
2
ესეთი ფეხბურთით მაკედონია კი არა გიბრალტარიც დაგვახევს ბურთს თავზე!
koki
05 სექტემბერი 2020 22:28
46
სვარკა.ერთი კარში დარტყმა მთლიან თამაშში ესტონეთთანაც კი,ისიც თავით.დანიასთანაც ერთი კარში დარტყმა,ისიც ჯარიმით ბოლო წუთზე,ირლანდიასთან ნოლი კარში დარტყმა.რანაირი ფეხბურთელები არიან ესენი,მგონი სხვა სპორტს თამაშობენ.კარში დაურტყმელად გვინდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა?თუ ვაისი უკრძალავს დარტყმას.
Master
05 სექტემბერი 2020 23:05
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული