"თუკი ხვიჩას სურს, პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ..." - სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ესპანეთთან ევროპირველობის მერვედფინალური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ჩვენ ძალიან გვიხარია და ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ. მხოლოდ თამაშგარე მდგომარეობაზე საუბარი არ მსურს, მაგრამ გოლის დროს ოფსაიდი აუცილებლად იყო. თუ ის დაფიქსირდა საფრანგეთის ნაკრების მატჩში, იყო ახლაც. VAR-ი ძალიან კარგი და ევოლუციური გამოგონებაა, თუმცა მაინც არ ვიცით, ის სწორად როგორ გამოვიყენოთ.

ჩვენ დღეს დავასრულეთ ევროპის ჩემპიონატი და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საუბარი ძალიან ადრეა. იყო კარგი და ცუდი მომენტები. ახლა მთავარია, ყველანი დავსხდეთ და ყველაფერი გავარჩიოთ. ფეხბურთელებით ძალიან
ვამაყობ. ახლა გზის დასასრულისკენ მივედით, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო გზა უფრო კარგი იქნება.

ევროზე ფანტასტიკური გუნდური თამაში გვქონდა. იმედგაცრუებული არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ. რამდენიმე დღეში გავიაზრებთ, რაც გავაკეთეთ და ისევ ბედნიერი ვიქნებით.

დღევანდელი მატჩიდან ჩემმა ფეხბურთელებმა ერთი რამ უნდა ისწავლონ: ამ დონის მატჩისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ. ეს ყველას გვეხება - ფედერაციასაც, მეც. ჯერ უნდა დავაფასოთ ეს მომენტი და შემდეგ ვისწავლოთ მისგან.

პირველი ტაიმი რომ მოგვეგო, მეორე ტაიმში მეტი ენერგია გვექნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი დაგვიშავდა. ესპანეთის ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა.

ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რათა აქამდე მოვსულიყავით. მაქსიმალურად ვეცდებით, ფინალურ ეტაპზე ისევ ვითამაშოთ. გვინდა ქართველ გულშემატკივრებს მივცეთ შანსი, დიდ სტადიონებზე ისევ იყვნენ და ეროვნული ჰიმნი იმღერონ.

თუკი კვარაცხელიას სურს, პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ მას კონტრაქტი აქვს და "ნაპოლის" პატივი უნდა სცეს".

ღვთისავარ ანთაძე კიოლნიდან

მკითხველის კომენტარები / 69 /
სანიოლის მიმართ დიდი მადლიერების მიუხედავად, ის ნაკრებიდან უნდა წავიდეს. თავისი გასაკეთებელი ამ ადამიანმა უკვე გააკეთა და ნაკრების ახალ საფეხურზე ასაყვანად გაცილებით მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი გვჭირდება.

ახალმა მწვრთნელმა, შესაბამისი ტაკტიკური განსწავლულობიდან გამომდინარე, ნაკრებს უნდა ასწავლოს ბურთის ამოტანა და პრესინგის თამაში, რასაც ასევე მაღალი დონის ფიზიკური მომზადების მწვრთნელი სჭირდება.

გარდა ამისა, მიუხედავად გულშემატკივრების დიდი პატივისცემისა, ნაკრებიდან უნდა წავიდნენ კაშია, კვერკველია, კვეკვესკირი, რომელთა ადგილებიც ახალგაზრდა ბიჭებმა უნდა დაიკავონ.
მამუკა
18:11 01-07-2024
23
გამაგიჟებს ეს ხალხი რაა… ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, უიმედო ლუზერის მენტალიტეტი გვქონდა, ფარერის კლაკსვიკებთან და ალბანეთის ტირანებთან ვაგებდით უშანსოდ, მალტის ნაკრებებს ძლივს ვუჰებდით 90 წუთზე გატანილი გოლებით და ზეიმი იყო ეგ ჩვენთვის :დ ევროპა ლიგაზე, ბოლო საკვალიფიკაციომდე თუ გავიდოდით და იქ აეკებთან წავაგებდით, ეგ ფასდებოდა პოზიტიურ შედეგად, მერე ეგეც აღარ გვქონდა ძალიან დიდ ხანს. ნაკრების ფეხბურზტელების დიდი ნაწილი საერთოდ არაპროფესიონალიზმთან მიახლოვებული იყო, 0 სათამაშო პრაქტიკით, საკლუბო დონეზე კი ბაქოს ნეფთჩისთან თუ ბრძოლაში წავაგებდით ხოლმე მაგით ვამაყობდით :დ ბავშვობიდან მახსოვს როგორი ემოციით ვქომაგობდი ჩვენს გუნდებს, მაგრამ ყოველთვის იმედგაცრუება და იმედგაცრუება. ახლა ერთა ლიგა მოვიგეთ, საბერძნეთს მოვუგეთ, ევროპის ჩემპიონს, რომელსაც ზუსტად ახლა ჰქონდა ჩავარდნის შემდეგ აღმავლობის მომენტი, სტილით კი ისეთი ნაკრები იყო, არც რომ თვითონ ითამაშებდა ფეხბურთს და არც რომ შენ გათამაშებდა. ისტორიაში პირველად ევროზე გავედით, მოვუგეთ რონალდუს პორტუგალიას(უმოტივაციო იყო თუ რაც იყო, პორტუგალია პორტუგალიაა და მეორე შემადგენლობითაც კი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია), სახლში გავუშვით ჩეხეთი, რომელმაც წინა ევროზე ნიდერლანდებს მოუგო უშანსოდ, თავისი ვან დეიკებით, დე იონგებით და გაკპოებით, მერვედფინალი ვითამაშეთ, წაგების მენტალიტეტი გადავლახეთ, ამ მომენტისათვის ევროპის საუკეთესო ნაკრებთან საკამათო გადაწყვეტილებებით და ენერგიის გამოფიტვის გამო გავვარდით და ხალხი სანიოლის აგინებს სერიოზულად :დ ყველას არ ეხება, მაგრამ ძალიან ბევრი მართლა ღირსია მთელი თავის ცხოვრება კლაკსვიკთან 1-6 წაგებული თამაშები არჩევინო :დ შეირგეთ რაც გვაქვს და რაღაც სისულელეებს ნუ ბოდავთ, რომ თითქოს მეტი შეგვეძლო და ეს ჩვენი შესაძლებლობების მინიმუმია. რა იყო მაქსიმუმი, ევროპის ჩემპიონები უნდა გავმხდარიყავით? ნორვეგიას ჰოლანდი-ოდეგოორი ჰყავს მაგალითად, მაგრამ სად არიან? რაო მიქაუტაძეა ჰოლანდზე დიდი ფეხბურთელი თუ კვარაცხელიაა ოდეგოორზე წინ? ასეთი გაფრენაც არ შეიძლება, ჩვენი საფეხბურთო ისტორიის ერთ ერთი ყველაზე პოზიტიური ფურცელი დავწერეთ და რამენაირად შეირგეთ ეგ შედეგი
ალექსანდრე
17:49 01-07-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული