საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე გათამაშება გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ესტონეთს 1:0 სძლია.

ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი ამ მატჩისადმი დიდი იყო და "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების ეიმედებოდა, სტუმართა გუნდის კაპიტანმა ვასილევმა კი აღნიშნა, რომ თუ ქედმაღალ მეტოქეს ბურთს დაუმალავდნენ, სათამაშო განწყობას წაუხდენდნენ.

დანაკლისის გათვალისწინებით ვაისმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე ინიციატივას დაეუფლნენ და ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ოქრიაშვილმა დაარტყა, მაგრამ ტამმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 32-ე წუთზე კვარაცხელიას პასის შემდეგ კაჭარავამ თავურით ანგარიში გახსნა.

შესვენების
თამაში შედარებით გათანაბრდა, ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ესტონელებმა ლორიას კარზე უხიფათო იერიშების მიტანა დაიწყეს, 88-ე წუთზე ლობჟანიძემ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს მანვე ოდნავ ააცილა მიზანს და ჩვენმა გუნდმა ტურნირის სტარტზე სტუმრად გამარჯვება იზეიმა.

8 სექტემბერს, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, რომელმაც პირველ ტურში სომხეთს 2:1 სძლია.

ტალინი. "ა. კოქ არენა"
ესტონეთი - საქართველო 0:1
გოლი: კაჭარავა (32)

ესტონეთი: ჰაინი, ტენისტე, მეტსი, ტამი, ვასილევი (აინსალუ 86), იარველაიდი, ოიამა, ტუნიოვი (ლიივაკი 70), კრეიდა, კაიტი, ზენიოვი (ანიაკი (70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, ჯიღაური, კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე (ქვილითაია 78), კვარაცხელია (აბურჯანია 90+1), კაჭარავა (ლობჟანიძე 68)

მკითხველის კომენტარები / 105 /
ჩვენი უბედურებაც მაგაშია რომ ბებერი,სიჩქარედაკარგული ჭ კლასის საშუალე გუნდში მოთამაშე ფეხბურთელის შემცვლელი რომ არა გვყავს,თორემ კანკავას კი არ ვერჩი ან დამსახურებას კი არ ვუკარგავ.ცოტა ძლიერ და სწრაფ გუნდს შევხვდებით და ყველაფერი გამოჩნდება.
გულისტკივილით
06 სექტემბერი 2020 14:57
1
რატო არ აყენებს უფრო სწორ შემადგენლობას ვაისი? რა უნდა ჯიღაურს, კაჭარავას, ოქრიაშვილს სასტარტოში? ნუ ჟიღაურზე და კაჭარავაზე იმედია დავა არც გვექნება, ოქრიაშვილს რაც შეეხება, ძალიან მონდომებულია და ბევრი გაუკეთებია ნაკრებისთვის, მაგრამ ნაყიდი ხომ არ აქვს ადგილი, როცა უკეთესი ვარიანტია, რატომ უნდა დააყენო?

https://i.imgur.com/5rWMdTF.png ეს მგონია ჯანმრთელი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული ყველაზე ოპტიმალური შემადგენლობა.

--------ქვილითაია--------
კვარაცხელია-ჩაკვე-დავითაშვილი
----კანკავა---კვეკვესკირი----
ს.ლობჟანიძე-ხოჭოლავა-კვირკველია-კაკაბაძე

აუცილებლად უნდა დააწყებინოს სწრაფ და ფორმაში მყოფ ახალგაზრდებს თამაში. ვცადოთ საბა ლობჟანიძეც მარცხენა wing-back პოზიციაზე, ძალიან ძალიან მაგრად მიდის წინ და ჩქარია, დარწმუნებული ვარ ბევრად მაგარ შედეგს დავდებთ. დავითაშვილი რომელიც მართლა მაგარ ფორმაშია და აღმასვლის პერიოდს გადის, რატომ უნდა იჯდეს სკამზე და ჟიღაური რატომ უნდა იწყებდეს რომელიც საერთოდ ვერ ვხვდები რას აკეთებს მოედანზე, გარდა მონდომებისა.
N.kh
06 სექტემბერი 2020 14:00
7
სწორი შემადგენლობა ალბათ თქვენი შეხედულებაა, ხომ? სხვაგვარად არ განიხილება ხომ? მხოლოდ თქვენ და თვენ იცით რა არის უკეთესი?
1
06 სექტემბერი 2020 14:15
0
ასე ცალხაზიანად როგორ უყურებთ ყველაფერს?
3 დღეში მეორე თამაშია და არ შეიძლება მხოლოდ ამ თამაშზე იყო ორიენტირებული.
დიტო
06 სექტემბერი 2020 16:04
0
ყველა გამოხმაურება
ესტონეთს მოვუგეთ 1×0, ესტონეთს!
რატი
06 სექტემბერი 2020 10:36
2
აქამდე დაცვის რგოლი გვყავდა ძალიან საიმედო და დღეს გამოჩნდა რო სერიოზული პრობლემები გვაქ. გვილია აშკარად დაგვაკლდა ამ თამაშში, ვაისზე აღარაფერს ვიტყვი. / ისე კი მგონია რო ნაკრებში არველაძის ეპოქა ახლოვდება, შოთის მოუწევს ნაკრებში დაბრუნება ადრე თუ გვიან
Vasili
06 სექტემბერი 2020 02:33
8
ერთი კტარი და მეორე უფრო კტარი
კტარი
05 სექტემბერი 2020 22:49
9
გვესმის რომ არ გვყავს ფეხბურთელები მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ვაისი რაც გვყავს იმასაც ვერ ან არ იყენებს. უკანკალებს მუხლები .
გიორგი გორგაძე
06 სექტემბერი 2020 20:46
4
კარგია კვარაცხელია კაკაბაძე და ვერ ითამაშა ჩაკვეტაძემ სამაგიეროდ ლობჟანიძე კარგად ჩაერთო დაყენებული დარტყმით და ცუდია გოლის გამტანს კომენტატორი მოუქნელს რო ეძახის და ოქრიაშვილი მალე დაიღალა
შოკირებული გულშემატკივარი
06 სექტემბერი 2020 01:21
1
კომენტარებს რატომ არ დებთ თქვე არასწორებო?!
1
06 სექტემბერი 2020 01:05
5
რაიო, რაიო?
იდალგო
05 სექტემბერი 2020 22:10
5
უახლოესი წლების "სუპერ ტალამტები- ჭანტურია, არაბიძე,ზარანდია, ჭანკოტაძე ეხლა კვარაცხელია, ერთი ორი წელი ხომ არ შეგვეხედა სანამ დაფნის გვირგვინით შევამკობდით, სამწუხაროდ ჩვენი ნაკრების დონე და ის კლუბები სადაც დღეს ისინი მოღვაწეობენ, მეტად თავშეკავებული შეფასება გავაკეთოდ უმჯობესია.
ჯაბა
06 სექტემბერი 2020 09:01
19
სუპერტალანტად შერაცხული ჭანკოტაძე ვინაა, არ გამიგია ასეთი, სად თამაშობს?!
aburjga
06 სექტემბერი 2020 11:40
1
თქვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილებს (ჭანტურია, არაბიძე,ზარანდია, ჭანკოტაძეს) და სხვებსაც არ უთამაშიათ იმ დონეზე რაზეც უკვე თამაშობს კვარაცხელია. მე ნუ დამიჯერებთ, აი სიომინს დაუჯერეთ, ორი წლის წინაც იცოდა ეს რომ ტალანტია და ასეც უწოდა.

ეს ჭანკოტაძე მაინც რატომ ამ სიაში?
ლევანი
06 სექტემბერი 2020 11:25
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული