საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე გათამაშება გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ესტონეთს 1:0 სძლია.

ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი ამ მატჩისადმი დიდი იყო და "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების ეიმედებოდა, სტუმართა გუნდის კაპიტანმა ვასილევმა კი აღნიშნა, რომ თუ ქედმაღალ მეტოქეს ბურთს დაუმალავდნენ, სათამაშო განწყობას წაუხდენდნენ.

დანაკლისის გათვალისწინებით ვაისმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე ინიციატივას დაეუფლნენ და ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ოქრიაშვილმა დაარტყა, მაგრამ ტამმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 32-ე წუთზე კვარაცხელიას პასის შემდეგ კაჭარავამ თავურით ანგარიში გახსნა.

შესვენების
თამაში შედარებით გათანაბრდა, ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ესტონელებმა ლორიას კარზე უხიფათო იერიშების მიტანა დაიწყეს, 88-ე წუთზე ლობჟანიძემ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს მანვე ოდნავ ააცილა მიზანს და ჩვენმა გუნდმა ტურნირის სტარტზე სტუმრად გამარჯვება იზეიმა.

8 სექტემბერს, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, რომელმაც პირველ ტურში სომხეთს 2:1 სძლია.

ტალინი. "ა. კოქ არენა"
ესტონეთი - საქართველო 0:1
გოლი: კაჭარავა (32)

ესტონეთი: ჰაინი, ტენისტე, მეტსი, ტამი, ვასილევი (აინსალუ 86), იარველაიდი, ოიამა, ტუნიოვი (ლიივაკი 70), კრეიდა, კაიტი, ზენიოვი (ანიაკი (70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, ჯიღაური, კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე (ქვილითაია 78), კვარაცხელია (აბურჯანია 90+1), კაჭარავა (ლობჟანიძე 68)

მკითხველის კომენტარები / 105 /
მოვიგეთ კარგი იყო მადლობა ყველას. მაგრამ ჩვენ ხო ყოველთვის მეტი გვინდა. მე თანახმა ვარ მუნდიალი მოვიგოთ. იმედია მომავალშიც გამოჩნდება მეკარე რომელიც გვეიმედებოდეს 90 წთ. კაკაბაძე კაია. მალიც გვეზრდება. ხოჭოლავასი მე არ მეიმედება. კვერკველიაც რავიცი რა სახე ქონდა. ტაბიძის იმედი მაქ.მარა მეორე ცენტრალური მცველი გამოჩნდეს მინდა. კაშია ასაკშია. ჯიღაური ნორმალური იყო მაგრამ იმედია გაგვეზრდება ლაკვეხელიანი მარცხნივ. კანკავას ვერავინ შემიცვლის. ეგეთები იშვიათად იბადებიან ამ პოზიციაზე საქართველოში. კვეკვესკირი კარგი იყო მაგრამ კიტეიშვილი მინდა სამომავლოდ მანდ. იმედია აბურჯანია განვითარდება ნინუა მიმაჩნია საკვანძოდ ნაკრების. არაბიძის იმედი არ დამიკარგავს. მაგრად მჭირდება არაბის სტილი ნაკრებში კვარაცხელიასთან და ჩაკვეტაძესთან ერთად. დავითაშვილი მეიმედება და სამომავლოდ იქნებ გვეღირსოს და გვყავდეს ფორვარდი. მინდა უკვე მინდა მიქაუტაძე. მომავალში გუნდი გვეყოლება სუპერ.

მაკარიძე

კაკაბაძე. ????. ტაბიძე. ლაკვეხელიანი.

კიტეიშვილი. ნინუა.

ჩაკვეტაძე. არაბიძე. კვარაცხელია.

მქაუტაძე.
არაუშავდა კარგია
06 სექტემბერი 2020 03:00
18
არაბიძე ჩათვალა ჭანტურიას გზას დაადგა და დარჩა მარად პერსპექტიულად. ოღონდ ჭანტურიამ ერთი სეზონი მაინც წაითამაშა ჰოლანდიაში და მაგას ჯერ არაფერი უჩვენებია და პატარაც აღარ არის
არაბიძის ნათესავი ხარ?
06 სექტემბერი 2020 04:09
5
სტოლბას მოხვდა და გავიდა გოლი, მართალი არ ვარ? :D ეჰჰ არ ვიცი რა, არ ვიცი, ჯამრთელობის ფასი არაფერი არააა.
ზუჩკო
05 სექტემბერი 2020 23:22
7
ერთხელ ჩოხატაურის პირველობაზე ქვაბღასა და ჩხაკოურას გუნდების შეხვედრას ვუყურე.ორივე გუნდი ბევრად მაღალი კლასის ფეხბურთს თამაშობდა ვიდრე ესტონეთის ნაკრები თამაშობს.თუ გვინდა,რომ ასეთი დონის გუნდებს მაინც მოვუგოთ,ამხ. ვაისს შესვენებაზე მაინც აუკრძალეთ გასახდელში შესვლა.
დ.დ.
06 სექტემბერი 2020 00:17
16
ვაისი ისევ აგრძელებს ახალი ველოსიპედების გამოგონებას, არ ეშვება ექსპერიმენტებს, მაშინ როცა ყველა ხედავს რო კვარაცხელია მთელ რუსეთის დაცვას ათრევს მარცხენა ფლანგზე აბსოლიტურად არალოგიკირად გაამწესა მარჯვნივ და ამით კაკაბაძეც შეზღუდა შეტევაში, ან კიდევ ისიც ვიცით რომ ჩაკვეტაძის ადგილი არაა ცენტრში ისიც მარცხენა ფლანგზე მოთამაშეა და მთელი თამაში დისკომფორტს და უსიამოვნებას განოცდიდა, ამას თავი დაანებე ლობჟანიძე საბა შემოიყვანა რომელიც მარჯვენა ფლანგზე გარბის კარგად და აწვდის და იმას ჯიუტად ყოველთვის მარცხენა გარემარბად ათამაშებს, მოკლედ რავი კარგი იქნებოდა მარჯვენა ფლანგზე დავითაშვილისთვისაც მიეცა შანსი, და მგონია რომ თორნიკე ცენტრში ბურთის გამთამაშებლად კვეკვესთან ერთად ერთხელ უნდა იცადოს იმიტომ რომ გამოსდის თორნიკეს ბურთის დაჭერა ეს ფლანგზე სირბილი კიდევ არ შეუძლია შენელებულია თან ჩაწოდებაც არცისე კარგი აქვს
გოგა მართალი
05 სექტემბერი 2020 23:54
8
ვულოცავ ნაკრებს გამარჯვებას! კაჭარავამ და კვეკვესკირმა ვერ გაამართლეს იმედები , ჩემი აზრით მათზე კარგი ფეხბურთელები ეროვნულ ლიგაში თამაშობენ , სიხარულიძე და გაბედავა გამოადგებოდა ნაკრებს
ნიკო
05 სექტემბერი 2020 23:09
31
ნიკო სხვა თამაშს უყურე?
ნიკოს
05 სექტემბერი 2020 23:50
6
ვულოცავ. +1 ესტ ჯობია თუ საფრ. -2 ?
სანდრო
05 სექტემბერი 2020 22:03
3
ვაისზე მეტი მიღწევა ქართველი მწვრთვნელებისგან მხოლოდ ახალკაცს ქონდა, ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, ალბათ რაღაც ესმის ფეხბურთის.
ზვიო
06 სექტემბერი 2020 13:37
5
იმედი გამიჩნდა როდესაც კვარაცხელიას ლობჟანიძეს ჩაკვეტაძესს დავითაშვილს ვხედავ, შესწევთ ამ ხალხს ნორმალურად თამაში, მთავარია კარში დარტყმა ისწავლონ, ძველ ნაკრებს არ დაემსგავსოს :-) დავითაშვილს უნდა მისცეს გაისმა დრო კარგი ბიჭია, ოქრიაშვილი გამთამაშებლის პოზიციაზე ან ცენტრფორვარდად უნდა დააყენოს,
გიორგი
06 სექტემბერი 2020 00:08
4
ნეტავ ყველა თამაში 1:0 მოვიგოთ!!! ორივე ხელით თანახმა ვარ...
tngh
06 სექტემბერი 2020 18:16
2
შედეგი მისაღებია აი თამაშის ხარისხის რაგითხრათ განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ვაისის ხელში ნაკრების ორივე ტაიმის მაღალ დონეზე თამაში არმახსენდება.გუნდის ტაქტიკასა და გეგმაზე ხო რაუნდა ვთქვათ "კვარა თუ იზამს ხო იზამს თუარადა დაველოდოთ მომენტის თავისით შექმნას" მე მაინც ვთვლი რო ვაისი გასაშვებია რა შედეგსაც ვდებთ და ვდებდით ეგეც ორი კაცის უფრო ზუსტად ბავშვების კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძის დამსახურებაა იმედია ტრამვები აღარ შეაწუხებთ და ითამაშებენ დიდ ფეხბურთს
გიო
06 სექტემბერი 2020 16:49
2
მაინც ვის ხელში გახსენდებათ, რომ ნაკრებს ორივე ტაიმი მაღალ დონეზე ეთამაშოს, ჩვენ არ გვახსოვს

იქნებ თქვენ გაგვახსენოთ ის დიდი მწვრთმელი, ჩვენს ნაკრებს ორივე ტაიმში ათამაშებდა
ლევანი
06 სექტემბერი 2020 18:37
2
გიო, მაქსიმუმის დადებას თუ იმას ეძახი რო სუსტთან თუ ძლიერთან მინიმუმ 8 მცველით და 2 ნახევარმცველით თამაშობდა სულ და მარტო ბურთის მოგერიება და შემთხვევითი გოლები იყო ჩვენი თამაშის სტილი კამათს აღარ დავიწყებ.
გოგლიკა
07 სექტემბერი 2020 11:38
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული