ესტონელთა კაპიტანი: დათრგუნულები ვიყავით - სომხეთთან ასე არ უნდა" ჩავიძიროთ"

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებთან 0:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი ესტონელთა კაპიტანმა კონსტანტინ ვასილევმა გააკეთა:

"ჩვენი ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებში თამაში ძნელია. რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი უნდა წავიდეს საზღვარგარეთ. ამის დიდი იმედი მაქვს.

ვერ ვიტყვი, რომ მეტოქე გუნდის მცველებს უქმე დღე ჰქონდათ, მათ მეკარეს კი სამუშაო არ ჰქონია. იმდენად დათრგუნულები ვიყავით, რომ წინ ვერ გავრბოდით. მეორე ტაიმის პირველ ორ მესამედში ბურთს უკეთ ვფლობდით, ბოლო მესამედში კი... ვერ ვიღებდით სწორ გადაწყვეტილებებს.

მოცემულ მომენტში მეტოქეები ჩვენზე უკეთ თამაშობენ. სამშაბათს სომხეთთან უფრო გაბედულად უნდა
ვითამაშოთ და ასე არ უნდა "ჩავიძიროთ". დღეს რამდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ".

მკითხველის კომენტარები / 18 /
სხვას რას მოელით, როცა კომენტატორად დურგალს და სანტეხნიკს დააყენებენ...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
13:28 06-09-2020
5
მეგონა მარტო მე მეჩვენებოდა კომენტატორები, მაგათზე უკვე კაი ხანია ხელი მაქ ჩაქნეული. ძაან დაბალი დონეა!! თამაშს არ მიყვებიან, არანაირი ემოცია ხმაზე, რავიცი მინაშვილი კი გაუშვეს ეგრევე და მაგ მინაშვილს ნაღდად არაფრით ჯობია არცერთი, ვერც მინაშვილის ლოგიკით ვიყავით აღფრთოვსნებულები მახსოვს, ეგეც სხვა პლანეტიდა იყირებოდა! მე უბრალოდ ცვლილების დედააზრი ვერ გავიგე... / დინამო-ტირანას ვუყურე, კომენტატორები რეებს ლაპარაკობდნენ, იმ ერთს არაუშავდა და მეორეს რატომ დაააბრალეს კომენტატორობა აზრზე არ ვარ , თუ არ ვცდები ბანანაშვილი იყო, მაგრამ არ ვარ გვარში დარწმუნებული!!/ არადა ბრიტანეთში ( ხან კრაუჩი ყავთ წამყვანად, ხან იუენი, ხან ვინ და ხან ვინ, ვეტერანები , მიყვებიან თამაშის დინამიკას, შესვენებაზე ანალიზს აკეთებენ, ესენი მართლა ჭ-კლასია რა,// მაგრამ ძალიან ამპარტავანი ხალხი იქნება ეგენი, არ ჯერათ რო ცუდათ მიყავთ
Vasili
12:02 06-09-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული