ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი: მინდა ნოემბერში თბილისში ჩამოვიდეთ და ფინალში საქართველოს ნაკრებს შევხვდეთ

AutoSharing Option
8 სექტემბერს, ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ჩვეულად თავშეკავებულად ისაუბრა:

"ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ, მაგრამ ხვალინდელ შეხვედრაში ფავორიტები არ ვართ. საერთოდ, ჩვენს ჯგუფს აშკარა ფავორიტი არ ჰყავს, ყველას თანაბარი შანსი აქვს. საქართველო კარგი გუნდია და რთული თამაში გველის. მომავალ მატჩში ჩვენს გეგმაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა გუნდს მუდამ საუკეთესოდ სათამაშოდ ვამზადებ. კარგი ფეხბურთის თამაშს ვეცდებით.

თქვენი ნაკრებიდან კონკრეტულად ვერავის გამოვყოფ, კარგ ფეხბურთს თამაშობს და შედეგს აღწევს. მას პატივს ვცემთ, თუმცა 3 ქულის მოპოვება
გვსურს.

მინდა ნოემბერში ისევ ჩამოვიდეთ და პლეი-ოფის ფინალში შეგხვდეთ. ახლა მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვართ კონცენტირებულნი".

პრესკონფერენციაზე მყოფმა ჩრდილომაკედონიელთა თავდამსხმელმა გორან პანდევმა კი თქვა, რომ სომხეთთან ძლიერ სიცხეში ითამაშეს, თბილისში ჩინებული სტადიონია, მინდვრის საფარიც კარგ მდგომარეობაშია და გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.


მკითხველის კომენტარები / 13 /
ვასო -ს :D / რავიცი რავიცი , კაშია კი დაბერდა და კაი ხანია გახდა თავის საუკეთესო ფორმას, მაგრამ შენ ჯინაზე მაინც ძირითადში დაიწყებს დღეს!!! :D
Vasili
08 სექტემბერი 2020 10:42
0
ვაისამ თუ არ იდებილა (რისი იმედიც არ მაქვს) ჰანდიკაპით მოვიგებტ ამ თამაშს
las
08 სექტემბერი 2020 09:47
1
ობიექტურად რომ შევხედოთ ეგვიპტე ჩვენზე ძლიერი გუნდია. ვნახოთ დღეს რას ვიზამთ.
..და სალაჰი რაზე არ ჩამოიყვანეს? რა, თბილისი არ ეკადრება? თუ რონალდოსავით ერღა ლიგას არ თამაშობს.
გენა
08 სექტემბერი 2020 08:26
7
რამ დაგაწერინა ჯიმა ეს უაზრობა,საკუთარ თავსაც ვეკითხები რამ წამაკითხა
ვასოს
08 სექტემბერი 2020 00:58
1
შენ რა იცოდი,რა ეწერა.
08 სექტემბერი 2020 08:52
1
ერთი დონის გუნდები გვყავს და ხვალ მწვრთნელების დაპირისპირება უფრო იქნება. ისე გასვლაზე თამაში უჭირს მაკედონიას როგორც ჩვენ ისე, შარშან სომხეთმა ერევანში 4:0 განადგურა, მარტო ის ერთი თამაში წაგეს ერთა ლიგის ჯგუფში.
გოგა
07 სექტემბერი 2020 22:01
0
კვირკველიას და კაშიას იმედი არა მაქ, პირველის მითუმეტეს, მაგრა თოხლაობს, კაშომ რა ქნას 100 წლისაა და უთამაშებელი, ბურთის დაწევა უჭირს. ხვალ თავისთავზე მოუწევს გადახტომა თუ დააყენა, იგივე კვეკვესკირი. დაცვაში ალბად გრიგალავა, ხოჭოლავა, კაკაბაძე და ჯიღაური, ნუ ფლანგებიცაა და ცენტრიც შეკრულია, ნუ მაკარიძეს არ აყენებს, გავიგეთ.გვილია კვეკვესკირი და კანკავა.დავითაშვილი კვარაცხელია და შენგელია. ტაბიძე არა, კიტე არა, საბა ლობჟანიძე არა. მალის გამოჩენას ველი ისე. რთული თამაში გველის, ფრეზე ყაბული ვარ. ჩაკცეს და ოქრის თამაში აქ კატეგორიულად გამორიცხულია, ეგ კიარადა კვარასაც დავსვამდი და დაუშვილს დავამატებდი. ტრამვების მეშინია და ახლა ფრე მშვენიერი იქნებოდა. ნახეტ ბელორუსიამ რა ქნა? 94 წუთი არ გაჩერებულა, კიდე მოუმატებს, კაი გუნდია
ვასო
07 სექტემბერი 2020 20:49
43
მწვრთნელობის რა გითხრა, მაგრამ შენგან მზარეული კი დადგებოდა მგონი, აჯაფსანდალი გამოგივიდოდა კარგი
ფეოლა
08 სექტემბერი 2020 01:38
0
უეჭველი დათოზე ლაპარაკობს კვირკველიაზე
ლაშა
07 სექტემბერი 2020 22:40
0
ყველა გამოხმაურება
ბიჭებო, საქართველოს ნაკრებო!!! გიყურებთ და გეხმარებით აქედან. ტრიპაჩობის გარეშე, ლამაზად, ლაღად და თავდაჯერებულად! აბა თქვენ იცით, წარმატებები !!! ვანახოთ ამათ, სად ჩამოვიდნენ
გადასარევი გიორგი
07 სექტემბერი 2020 19:53
1
ჩვენც ეგ გვინდა... წარმატებები კოსოვოსთან!!!
P.S. ჩვენ რა თქმა უნდა ორივე ჯერზე გასიამოვნებთ
ქართველი888
07 სექტემბერი 2020 19:46
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული